воскресенье, 18 ноября 2018 г.

აღნაგობა(რესურსი)

https://www.goconqr.com/en-US/flash_card_decks/15777049?utm_campaign=Auto%20Gen%20emails&utm_source=SendGrid&utm_medium=Email

რესურსი

კროსვორდი

  2018-2019 სასწავლო წლის  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი
                                          პ რ ო გ რ ა მ ა
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მიერ განხორციელდება X კლასელ მოსწავლეთა მომზადება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის(საგანი:რუსული ენა).
პროგრამის მიზანია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტულ საგანში(რუსული ენა) დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისა და ცოდნის გაღრმავებისადმი მოტივაციის ამაღლება,მოსწავლეების  მომზადება სასურველი შედეგის მიღწევისა და  შესწავლილი მასალის რეალიზებასათვის.
როგორც ცნობილია,ეროვნული საწავლო ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს:
ა)პირველი ტური_სასკოლო,რომელიც ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ბ)მეორე ტური_რეგიონალური,რომელიც ტარდება პირველი ტურის შედეგების დათვალისეინებით,ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქებში;
გ)მესამე ტური_დასკვნითი,რომელიც ტარდება მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქში ან ქალაქებში.
 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რუსული ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა_40.
2017-2018 სასწვლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა ელექტრონულად.შესაბამისად,პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ უცხოური ენისათვის მისაღწევ სტანდარტებთან ერთად,  მოიცავს ელექტრონულ ტესტებზე მუშაობას.
პროგრამა ითვალისწინებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ შემდეგ ენობრივ უნარებსა და მისაღწევ შედეგებს:უცხ.სVI1, სVI2, სVI3, სVI4                   

საკითხთა ჩამონათვალი საკითხის დაზუსტება  
არსებითი სახელი ჯგუფები: სულიერი და უსულო, საკუთარი და საზოგადო, კონკრეტული და აბსტრაქტული,კრებითი, ნივთიერებათა.სქესი, რიცხვი, ბრუნვა. ბრუნების ტიპები; თავისებურ სახელთა ბრუნება; უცვლელი არსებითი სახელები.  
ზედსართავი სახელი სქესი, რიცხვი, ფუძე, ბრუნება, შეთანხმება არსებით სახელებთან. ჯგუფები. შედარების ხარისხები. სრული და მოკლე ფორმა.  
რიცხვითი სახელი მარტივი, რთული, შედგენილი. რაოდენობითი, რიგობითი, კრებითი, წილობითი. ბრუნება. ბრუნების თავისებურებანი. რიცხვითი სახელი არსებით სახელთან ერთად.  
ნაცვალსახელი ჯგუფები: პირის, კუთვნილებითი, კითხვითი, მიმართებითი, ჩვენებითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი, უარყოფითი, უკუქცევითი. ბრუნება. შეთანხმება არსებით სახელთან.  
ზმნა ინფინიტივი, ასპექტი, დრო, პირი და რიცხვი, კილო. გარდამავალი, გარდაუვალი. უკუქცევითი. უღლება. თავისებურ ზმნათა უღლება. უპირო ზმნები. მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები.  
მიმღეობა მოქმედებითი და ვნებითი. დრო. ვნებითი მიმღეობის მოკლე ფორმა. მიმღეობის წარმოება და გამოყენება. ბრუნება. მიმღეობის კონსტრუქცია.  
ზმნიზედა ჯგუფები, შედარების ხარისხები, ზმნიზედის წარმოება.  
კავშირი შემაერთებელი, მაპირისპირებელი, განმაცალკევებელი,მაქვემდებარებელი კავშირები. მაკავშირებელი სიტყვები.  
წინდებული მარტივი  წინდებულები. წინდებულიანი  ბრუნვები.
ნაწარმოები წინდებულები და მათი გამოყენება.  
ნაწილაკი უარყოფითი, მოდალური, ფორმაწარმომქმნელი.  
წინადადება მარტივი წინადადება: წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით. წინადადების მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები. მარტივი და რთული, გავრცობილი და გაუვრცობელი, სრული და არასრული წინადადება. წინადადების ერთგვარი წევრები.
რთული წინადადება: რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადება. დამოკიდებული წინადადების სახეები. უკავშირო რთული წინადადება. პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. ციტატები, ციტირების ხერხები.  
სიტყვათწარმოება სიტყვათწარმოების ძირითადი ხერხები. ფუძე, დაბოლოება;
აფიქსების ტიპები და მნიშვნელობები.  
ორთოგაფია  და პუნქტუაცია ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში.

პროგრამა განხორციელდება 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე ყოველი კვირის სამშაბათს და პარასკევს.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ X  და XI კლასელ მოსწავლეთა სია:
სხირტლაძე მარი-X
ჭადაძე ნინო-X
ჭანკვეტაძე ამირან-XI