вторник, 22 октября 2019 г.


                                   პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

  ფიზიკური სასწავლო გარემო ,აქტივობები და რესურსები მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად  რუსული ენის  შესწავლისას     




როსტომ აბრამიშვილის სახელობის  სსიპ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის
                                                                             პეადგოგები:  ცირა ბოლოთაშვილი, ნინელი ცაბაძე



 2018-2019  სასწ.წელი
                                                         


სარჩევი

2. საკითხთან დაკავშირებული  ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი. 5
7.კვლევის რეფლექსია...............................................................................................................25
8.დანართი1.................................................................................................................................28
9.დანართი2.................................................................................................................................32
10.დანართი3...............................................................................................................................36
10.ბიბლიოგრაფია......................................................................................................................39

                                    შ ე ს ა ვ ა ლ

            წინამდებარე  ნაშრომი წარმოადგენს სსიპ  საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის  სოფელ სარეკის  საჯარო სკოლაში განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. რომელიც შეეხება:“ფიზიკური სასწავლო გარემო,აქტივობები და რესურსები მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად  რუსული ენის  შესწავლისას“ 
 როგორც   ცნობილია, მოსწავლეთა  მოტივაცია სწავლა-სწავლების  პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ამიტომ,  დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის ისეთი ფიზიკური გარემოს, სასწავლო აქტივობების და რესურსების  შექმნას, რაც შემდგომ გააუმჯობესებს მოსწავლეთა  აკადმიურ  მიღწევებს, გაზრედის ინტერესს რუსული ენის შესწავლისადმი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ინგლისური პირველი უცხოური ენაა და რუსული ენისადმი დაინტერესებამ იკლო მოსწავლეებში.
ნაშრომი  ეხება  სკოლაში რუსული ენის სწავლის მოტივაციის  ამაღლებას შესაბამისი ფიზიკური სასწავლო გარემოს, აქტივობებისა და სასწავლო რესურსების  გამოყენებით.
    კვლევა განავხორციელეთ ამავე სკოლის რუსული ენის პედაგოგებმა ცირა ბოლოთაშვილმა და ნინელი ცაბაძემ.
   ნაშრომი შედგება  რამოდენიმე თავისაგან. აქ მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი   თემის განსაზღვრა,   კვლევისს მიზანი და  აქტუალურობა,   ამოცანები, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგია, კვლევის ვადები, კვლევის   ინტერვენცია და მისის შედეგები,  აღწერილია კვლევის   მიგნებები, რეკომენდაციები და დასკვნები, მოცემულია  ბიბლიოგრაფია.  
საკვლევი საკითხის მიმოხილვ
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
სარეკის საჯარო სკოლაში სწავლობს 223 მოსწავლე. დაწყებით საფეხურზე-110 მოსწავლე, საბაზო საფეხურზე-53 მოსწავლე, საშუალო საფეხურზე- 60 მოსწავლე, სკოლაში შექმნილია სრულიად შესაბამისი სასწავლო გარემო მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და სწავლის ხელშესაწყობად. სკოლას აქვს  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ისტ-ის კაბინეტი, სადაც  ვატარებთ რუსული ენის წრის მეცადინეობებს, ასევე ვახორციელებთ საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს, ვმუშაობთ მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის თემასთან შესაბამის რესურსებზე, ამავე კაბინეტში შეგვიძლია საგაკვეთილო თემასთან შესაბამისი ინტერნეტ მასალის მოძიება და მიზნობრივად გამოყენება. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მათთვის სასურველი ფიზიკური გარემო განაპირობებს უფრო მეტ ხალისს, დაინტერესებას და ჩართულობას, რაც ხელს უწყობს რუსული ენისადმი დაინტერესებას და სასწავლო პროცესის მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებას. პრაქტიკული კვლევა, როგორც ცნობილია, გულისხმობს თანამშრომლობით მიდგომას. თანამშომლობითი მიდგომა მონიტორინგისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის, სიახლეებისადმი მიდგომების გაცნობის საშულებას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება სიახლეების დანერგვა და განვითარება სასწვლო პროცეში.    
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის  დაწყების  წინ  განვსაზღვრე,  თუ რა   ფაზებად      შემეძლ     დამეყო  კვლევის ეტაპები:
1.საკვლევი თემის განსაზღვრა  , მისი აქტუალურობა/თემის შერჩევა  და მიზნის ჩამოყალიბება.
2. საკითხთან  დაკავშირებული  არსებული  კვლევებისა  და  ლიტერატურის  შესწავლა  და  ანალიზი;
3.კვლევის  ამოცანის  განსაზღვრა  და  მეთოდის  შერჩევა .
4.მონაცემთა  შეგროვება;
5.მონაცემთა  ანალიზი, რომელიც  კვლევის  ყველაზე  საინტერესო  და  ამავე  დროს ყველაზე  რთული  საფეხურია;
6.მოქმედების  სტრატეგიის  შემუშავება  და  მისი  პრაქტიკაში  დანერგვა,  რაც ნიშნავს  ძიებას,  გამოცდილების  შეძენას,  რაღაცის  გაუმჯობესებას .
7.მოპოვებული  ცოდნისა  და  გამოცდილების  პრეზენტაცია.

1. საკვლევი თემის განსაზღვრა  , მისი აქტუალურობა/თემის შერჩევა  და მიზნის ჩამოყალიბება.
რუსული ენის სწავლების  პრაქტიკაზე დაკვირვებამ გვიჩვენა,  რომ  ბოლო წლებში მოსწავლეები ნაკლებად მოტივირებულნი არიან შეისწავლონ რუსული ენა. ისინი მეტ დაინტერესებას იჩენენ პირველი უცხოური ენის, ინგლისური ენის მიმართ. განსაკუთრებით ზედა საფეხურის მოსწავლეებში იგრძნობა მოტივაციის ნაკლებობა. პრობლემის მოგვარების მიზნით, რუსული ენის პედაგოგებმა გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისათვის შეგვექმნა სასურველი სასწავლო გარემო, შეგვერჩია საინტერესო რესურსები და გაგვემრავალფეროვნებინა რუსული ენის შესწავლა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებით. ამის განხორციელების საშუალებას გვაძლევდა სქემაში ჩართულობა, რამაც მიმართულება მოგვცა, თუ როგორი ინსტრუქციებით გვემუშავა.  დავგეგმეთ რუსული ენის წრე (მეათე, მეშვიდე კლასი 2017-2018 სასწავლო წელი, მეხუთე, მეექვსე კლასი 2018-2019 სასწავლო წელი)რომელშიც მოსწავლეები პროგრამული მასალისაგან განსხვავებულ საკითხებს შეიმეცნებდნენ, რამაც საგრძნიობლად გაზარდა მათი მოტივაცია საგნისადმი. შევიმუშავეთ საზაფხულო სკოლის პროგრამა(2016-2017,2017-2018 სასწავლო წლები,მეექვსე-მერვე კლასები). განვახორციელეთ სასწავლო და სოციალური პროექტები(მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასები.2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით) , გავიარეთ ელექტრონული რესურსების შექმნისა და რუსული ენის გაკვეთილზე გამოყენების ტრენინგი, შევქმენით  საჭირო  რესურსები, როგორც ინდივიდუალურად, ისე მოსწავლეებათან ერთად, რომლებსაც აქტიურად  ვიყენებთ  გაკვეთილებზე,რაც ძალიან მოწონთ მოსწავლეებს და ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და რუსული ენის ხალისით შესწავლას.
ცნობილია,რომ  სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი ფიზიკური გარემო, სასწავლო რესურსი და აქტივობები,რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას. საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება. მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მასზე დაყრდნობით თავად უნდა მოიძიოს და მოამზადოს სასწავლო რესურსები, რომელთა გამოყენების დროს ჩართავს მოსწავლეებს.
    ჩვენი მიზანი იყო  დაგვედგინა კვლევის დროს თუ, რამდენად დავეხმარეთ მოსწავლეებს  შეთავაზებული სასურველი ფიზიკური გარემოს შექმნით, აქტივობებით და რესურსებით  აქტიურ ჩართულობასა და რუსული ენის შესწავლის მოტივაციის ამაღლებაში .  უწყობს  თუ არა ხელს ჩვენ მიერ შეთავაზებული სტრატეგიები სწავლის მიმართ მოტივაციის  გაზრდას;
 რამდენად არის გამოყენებული მოსწავლის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები პრაქტიკაში. რამდენად გვეხმარება სასწავლო პროცესის მოტივირებულად წარმართვისათვის და როგორ აისახება მიღებული გამოცდილებები სწავლის  ხარისხზე .                                                                          
     და ბოლოს, პრაქტიკის  კვლევის    მიზანი არა მარტო ახალი  ცოდნის, სასურველი ფიზიკური გარემოს, აქტივობების , რესურსის  გამოყენება და მოტივაციის ამაღლება, არამედ მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაცაა.

                                                                                                                      

1.        საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის  მიმოხილვა და ანალიზი;
  არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი შესაბამისი ფიზიკური გარემოს მოწყობითა და მრავალფეროვნი სასწავლო რესურსების გამოყენებით, რა სარგებლობასთან / სირთულეებთან არის ასეთი გაკვეთილის დაგეგმვა დაკავშირებული. საჯარო სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გაკვეთილის იმგვარად დაგეგმვას, რომ გეგმის თითოეული კომპონენტი შეესაბამებოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს და ხელს უწყობდეს შინაგან მოტივაციას. ინტერესის აღძვრასა და შინაგანი მოტივაციის შექმნაში დიდი როლი ენიჭება ელექტრონულ რესურსებს და კარგად სტრუქტუირებულ აქტივობებს. რეალურად ბევრი მასწავლებელი ქმნის სასწავლო რესურსს. აქ იგულისხმება არა სახელმძღვანელო, არამედ გარკვეული სახის დამატებითი მასალა, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს მასწავლებელს სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ საკუთარი რესურსის, მასალის შექმნისას მასწავლებელს, რომელიც ამ მომენტში ავტორადაც გვევლინება, შეუძლია თავისი მასალა მოთხოვნის შესაბამისად მოარგოს კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც ემსახურება მის ხელთ არსებული სახელმძღვანელოს მოდიფიცირებას და გამდიდრებას. მასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო რესურსის დამუშავებისას ან შექმნისას, აქტივობების დაგეგმვისას, წრისა თუ საზაფხულო სკოლის პროგრამის შედგენისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის ესა თუ ის რესურსი, აქტივობა და პროგრამა მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რესურსის გამოყენება, აქტივობებში ჩართვა და  სხვადასვა სახის ინდივიდუალური პროგრამების განხორციელება შესაბამის ფიზიკურ გარემოსთან ერთად, საშუალებას მისცემს მოსწავლეს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ჰქონდეს რწმენა, რომ შეძლებს სწავლას. ამის მისაღწევად აუცილებელია,  სასწავლო რესურსი, აქტივობები და ინდივიდუალური პროგრამები აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1.                                                                                           არ მოახდინოს მოსწავლეზე ზეწოლა, არ დაძაბოს და შეაშინოს იგი.
2.                   მისმა გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის თვითრწმენისა და თავდაჯერების განვითარებას, ამიტომ მისი გამოყენებით სასწავლო პროცესი უნდა იყოს საინტერესოდ გამომწვევი და დაძლევადი.
3.                   რესურსი, აქტივობები და ინდივიდუალური პროგრამები უნდა იძლეოდეს უკუგებას სწავლის პროგრესის შესახებ, ეხმარებოდეს მოსწავლეებს საკუთარი თავის შეფასებაში და უბიძგებდეს მათ,იკისრონ პასუხისმგებლობა თავიანთ სწავლასა და პროგრესზე.
4.                   რესურსის გამოყენების მეთოდიკა, აქტივობების მრავალფეროვნება და საინტერესო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ სწავლის პროცესი, ისევე როგორც ზრდისა, თანდათანობითია და არა უეცარი და მომენტალური.
გაკვეთილის მიზნის მისაღწევად,  ამა თუ იმ სასწავლო მასალის ასათვისებლად მასწავლებელი ქმნის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსს:
· სქემას; პოსტერს;
· ტაბულას;
· საპრეზენტაციო მასალას;
· მულტიმედიურ რესურსს
იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი იყოს ეფექტური, აქტივობები სახალისო და შემეცნებითი, პროგრამა საინტერესო და მრავალფეროვანი, ფიზიკური გარემო მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული  და ამ შრომისთვის დახარჯულმა დრომ ნაყოფი გამოიღოს, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი მიდგომები:
  1. რესურსი უნდა იყოს კონტექსტუალიზებული, აქტივობები კარგად ორგანიზებული, პროგრამა კი საინტერესო და მრავალფეროვანი.
მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი, დაგეგმილი აქტივობები და შედგენილი პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების გამოცდილებას, მათ გარშემო არსებულ სინამდვილეს.
  1. რესურსმა, აქტივობებმა და პროგმამებმა უნდა მოახდინოს ინტერაქციის სტიმულირება.
მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი, აქტივობები და პროგრამები მოსწავლეებს უნდა აძლევდეს მუშაობისა და ინტერაქციის საშუალებას რეალურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებში.
  1. ელექტრონულმა რესურსმა, აქტივობებმა და პროგრამებმა უნდა უბიძგოს და გეზი მისცეს მოსწავლეებს სწავლის უნარებისა და სტრატეგიების განსავითარებლად და დასახვეწად.
  2. ელექტრონულმა რესურსმა, მრავალფეროვანმა აქტივობებმა და საინტერესოდ შედგენილმა პროგრამამ  მოსწავლეებს საკითხ(ებ)ში ჩაღრმავების საშუალება უნდა მისცეს.
     ამრიგად, მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი , რომ ერთი  მხრივ-   იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმით და  მეორე მხრივ - სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო , სახალისო , აქტიური და მრავალფეროვანი . მასწავლებელს სჭირდება უამრავი რესურსი, თვალსაჩინოება  და მრავალფეროვანი აქტივობა ან ინდივიდუალური პროგრამა წრეებისა და საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებისას, რათა მასალა ამომწურავად, მათთვის საინტერესოდ, სახალისოდ და  შედეგიანად მიაწოდოს მოსწავლეებს.
 რატომ არის რუსული ენის შესწავლის  პროცესში შესაბამისი ფიზიკური სასწავლო გარემო, ელექტრონული რესურსების და მრავალმხრივი აქტივობების გამოყენება მნიშვნელოვანი? და რატომ  გააჩნია    მრავალფეროვანი რესურსებით,აქტივობებთ  გაკვეთილის,წრის,საზაფხულო სკოლის,პროექტის   ჩატარებას   შემდეგი უპირატესობები .
·            ფიზიკური სასწავლო გარემო,ელექტრონული რესურსი და მრავალფეროვანი აქტივობები ეხმარება მოსწავლეს მიწოდებული მასალის უკეთ გაგებაში.
·            ფიზიკური სასწავლო გარემო,ელექტრონული რესურსი და მრავალფეროვანი აქტივობები  საშუალებას იძლევა თვალსაჩინო გავხადოთ ესა თუ ის მოვლენა.
·            სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო.
·            ხდება მოსწავლეთა მეტი ჩართულობა.
·            იზრდება მოსწავლეთა მოტივაცი   და ხდება შედეგების გაუმჯობესება:
                           არსებობს ფიზიკური სასწავლო გარემოს, რესურსის, აქტივობებისა და პროგრამების შექმნის  შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი:  პედაგოგები  ქმნიან რესურსებს,პროგრამებს , რათა უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი,  მათ მიერ შედგენილი პროგრამები  და რესურსები იყოს მრავალფეროვანი და შემეცნებითი,რაც   მოსწავლეებს ინტერესს აღუძრავს რუსული ენისადმი  და გაუმარტივებს საგნის შესწავლას. გარეგანი მოტივაციის ამაღლებისთვის კი  პედაგოგები იყენებენ რესურს, ქმნიან პროგრამებს , გეგმავენ და ახორციელებენ მრავალფეროვან აქტივობებს    სასურველ  ფიზიკურ სასწავლო გარემოში   მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებისათვის. პროგრამები და აქტივობები მოიცავს კონკურსებს, გამოფენებს  და დაჯილდოვებებს, რაც ნამდვილად ამაღლებს  მოსწავლეთა გარეგან მოტივაციას რუსული ენის შესწავლისას.

3. კვლევის ამოცანის განსაზღვრა და  მეთოდის  შერჩევა.
      კვლევის პროექტის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1.რა ღირებულება აქვს ფიზიკურ სასწავლო გარემოს, რესურსებს, მრავალფეროვან აქტივობებს და ინდივიდუალურ პროგრამებს მოტივაციის ამაღლების პროცესში?
2.რამდენად უზრუნველყოფს,  როგორც ყოველდღიურ  საგაკვეთილო პროცესიში,ისე წრეებში,პროექტებსა და საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებისას  შესაბამისი ფიზიკური სასწავლო გარემოს, ელექტრონული რესურსების, მრავალფეროვანი აქტივობებისა და პროგრამების გამოყენება სწავლა–სწავლების ხარისხის ამაღლებ?
  1. ეხმრება თუ არა მასწავლებელს მსგავსი  რესურსები, აქტივობები, პროგრამები  და სასურველი ფიზიკური სასწავლო გარემო თვითგანვითარების, თანამშრომლობისა და პროფესიონალიზმის ამაღლებაში?
  2. რა სირთულეებსა და პრობლემებს წარმოქმნის სასწავლო პროცეში ელექტრონული  რესურსების,მრავალფეროვანი აქტივობებისა და ინდივიდუალური პროგრამების განხორციელება და სასწავლო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფა.

   მიზნის მისაღწევად და ამოცანების განსახორციელებლად    მოხდა კვლევის იმ მეთოდების შერჩევა , რომელმაც ჩვენ , როგორც კვლევის ხელმძღვანელებს ,მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ინფორმაციის შეგროვება და დაგვესახა გადაჭრის გზები. ეს მოეთოდები იყო:
      მოსწავლეთა ანკეტირება;
      მოსწავლეთა,მშობელთა და მასწავლებელთა ინტერვიურება;
      მონაცემების შეროვება და დამუშავება/ანალიზი;
      ინტერვეცია.
      რეკომენდაციების შემუშვება;
   ამავდროულად პერიუოდულად ვახდენდი კვლევის პროცესში  ე.წ. კვლევის    დღიურის,  წარმოებას, რომელშიც შევიტანე დაკვირვების შედეგებისაკუთარი იდეებიგეგმები      ინტერვიუებიმონაცემთა ანალიზის შედეგები და სხვ.

როგორც უკვე ავღნიშნე, კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით  მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე  ჩაღრმავებული ინტერვიუები, მოსწვლეთა ანკეტირება,   მონაცემთა შეგროვება/ანალიზი, ფოკუს-ჯგუფები, კითხვარები.
ფოკუს-ჯგუფის ჩატარების მიზანი იყო მიგვეღო მშობლებისაგან და მასწავლებლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა  კითხვარების შედგენაში. ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა  მე-7, 8, 9, 10 კლასის მოსწავლეების მშობლებთან და პედაგოგებთან, ასევე გავესაუბრეთ დაწყებითი(მეხუთე) კლასების მასწავლებლებს. მონაცემთა შეგროვების  აღნიშნული მეთოდის გამოყენების  მიზანი იყო მშობელთა და პედაგოგთა დამოკიდებულების (ზოგადი ფონი) შესწავლა, რაც ასევე დამეხმარა  კვლევის წარმართვასა და კითხვარების  შედგენაში.
მშობლების შერჩევა მოხდა იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო შესაძლებელი  მათთან დაკავშირება. მათთან კომუნიკაციასთან დაკავშირებული  სირთულეების გამო, მათგან საჭირო ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტური  საშუალებად მივიჩნიეთ კითხვარების  გამოყენება. პედაგოგების შერჩევა კი მოხდა  მე-7, 8, 9, 10 კლასში შემსვლელი პედაგოგების მიხედვით.
კითხვარები აღნიშნულ მეთოდს მივმართეთ, რათა პასუხი მიგვეღო მნიშვნელოვან კითხვებზე: რა ინფორმაციას ფლობენ რუსული ენის მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების, წრეებისა და საზაფხულო სკოლის შესახებ? რომელი აქტივობები მოსწონთ? იყენებენ თუ არა ელექტრონულ სასწავლო რესურს? რაში ეხმარებათ და რა სირთულეებს წარმოქმნის გაკვეთილების,წრეების,პროექტებისა და საზაფხულო სკოლისათვის ელექტონული რესურსის, მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა და საინტერესო პროგრამების  გამოყენება, ფიზიკური სასწავლო გარემოს შექმნა;    იგი  მომზადდა   როგორც    მე-7,8,9,10  კლასის  მოსწავლეთა მშობლებისათვის ასევე პედაგოგებისათვის (იხ.დანართი. 1), კითხვარები გავატანე სახლში, ზოგიერთ მშობელს სოციალური ქსელის დახმარებით გავუგზავნე კითხვარი.  მშობლებმა შევსებული კითხვარები  კვლავ დააბრუნეს, ხოლო პედაგოგებმა  შეავსეს სკოლაში.  კითხვარებზე გაცემული პასუხები ზოგად წარმოდგენას ქმნის,   თუ რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს,მშობლებს და კოლეგებს ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ რუსული ენის შესწვლისადმი მოტივაციის ამაღლების,მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და შედეგების მიღწევის სფეროში.
ინტერვიუმ საშუალება  მოგვცა სკოლის მოსწავლეებთან  განგვესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება რუსული ენის შესწავლის მიმართ. . ასევე დაგვეხმარა გაგვერკვია, რამდენად ნათელია მათთვის და რა მნიშვნელობა აქვს   იმ ელექტრონული რესურსების, პროგრამებისა და აქტივობების  მრავალფეროვნებას, რასაც წრეებსა თუ პროექტებში ახორციელებენ. ინტერვიუ ჩატარდა  მე-7 , 8, 9, 10 კლასის მოსწავლეებთან.(იხ.დანართი 2)
კითხვარის შევსება მოხდა ჩაღრმავებული ინტერვიუს საფუძველზე, ამით შევძელით შეგვეგროვებინა ინფორმაცია:
ü   რამდენად ჩართულნი არიან რუსული წრეებში,პროექტებსა და საზაფხულო სკოლაში? რომელი აქტივობები მოწონთ?
ü  რამდენად ხშირად იყენებენ რუსული ენის მასწავლებლები ელექტრონულ რესურსს, ან სხვა რესურსებს და  მოწონთ თუ არა მოსწავლეებს  მათი გამოყენებით მუშაობა?
ü  რა მოწონთ ყველაზე მეტად რუსული ენის წრეში,პროექტში,საზაფხულო სკოლაში?
ü  რამდენად სახალოსო, საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ რუსული ენის წრეზე, პროექტსა და საზაფხულო სკოლაში?და რამდენად ქმნიან უსაფრთხო და საინტერესო ფიზიკურ სასწავლო გარემოს?

ü  ეფექტურია ელექტრონული სასწავლო რესურსით ჩატარებული გაკვეთილი?
ü  რომელი სასწავლო რესურსის    გამოყენებას  ისურვებდით  ხშირად  საგაკვეთილო პროცესში.
ü  დაგეხმარათ თუ არა ეს აქტივობები და ელექტრონული რესურსები რუსული ენის შესწავლასა  და ამ ენის შესწვლისადმი დაინტერესებაში?





             
    მეორადი მონაცემების ანალიზი – მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს არამარტო სხვა არსებული სასკოლო ფიზიკური სასწავლო გარემოს, რესურსების,აქტივობებისა და პროგრამების გამოყენების შესწავლას,არამედ შედეგების გაუმჯობესებასა.
რა ცვლილებები განიცადა დროთა განმავლობაში ელექტრონული რესურსების გამოყენებამ , წრეების,პროექტების განხორციელებამ.როგორ ფიზიკურ სასწავლო გარემოშია შესაძლებელი მათი გამოყენება და რა პერიოდი ესაჭიროება მას.რამდენად შეუწყო ხელი ყოველივე ზემოაღნიშნულმა მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციის გაზრდას.








კვლევის ვადები


ანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
შენიშვნები
პრობლემის იდენტიფიცირება

  X







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X







კვლევის ჯგუფის შექმნა
X







კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები
X
X
X
X
X



მეორადი მონაცემების შეგროვება


X
X




მეორადი მონაცემების ანალიზი



X




ფოკუს ჯგუფი კვლევის მონაწილეებთან კითხვარის შედგენისთვის

X
X





კითხვარის შედგენა, დამუშავება

X
X
X





გამოკითხვა


X
X




მიღებული შედეგების ანალიზი



X
X



სავარაუო ინტერვენციების განხილვა



X




ინტერვენციის განხორციელება



X




ინტერვენციის შედეგების ანალიზი



X
X



რეკომენდაციების შემუშავება




X



 

 

 

 

 

 

კვლევის   შედეგები                                                                                                                                                                                                                 კვლევის   ჯგუფის  მუშაობა.                                                                                                             

   აღმოჩნდა, რომ  რუსული ენის ორივე პედაგოგი ერთხმად აღიარებს პრობლემას, რომ რუსული ენის სწავლის მოტივაცია ზედა კლასებში არის შედარებით დაბალი,თუმცა პრობლემის გამომწვევ მიზეზებს  სხვადასხვას ასახელებენ(პოლიტიკური გავლენა,პირველი უცხოური ენისადმი მეტი ინტერესი),გამოთქვავნ ვარაუდებს  სიტუაციის გასუმჯობესებლად.                                                                                                            მუშაობა  წარვმართე სამ ძირითად  ეტაპად:  პრობლემის შესწავლა, ცვლილებების დაგეგმვა ცვლილებების განხორციელება.                                                                   ფოკუს-ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევადგინე კითხვები, რომლის მიზანის იყო დამედგინა , თუ რა  შედეგი შეიძლება ჰქონდეს რუსული ენის შესწალის მოტივაციის ასამაღლებლად დამატებითი კლასგარეშე აქტივობებში(წრე,პროექტი,საზაფხულო სკოლა) მოსწავლეთა ჩართვას და მოცემული აქტივობების  სასურველი სასწავლო ფიზიკური გარემოში განხორციელებას.რა ღირებულება აქვს მათთვის ელექტრონულ სასწავლო რესურსებს, რა პრობლემებს წარმოშობს დამატებითი კლასგარეშე აქტივობების  ხშირად განხორციელება და როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები.                                                                                                                                              მე-8 კლასის     პედაგოგთა  ნაწილი   ფიქრობს, რომ ყოველდღიური საგაკვეთილო    პროცესში, ელ. რესურსის გამოყენება და ფიზიკური სასწავლო გარემოს შექმნა  მისაღებია, რადგან  ეს მათ ეხმარებათ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაში,  გაკვეთილის კარგად    წარმართვასა და თვითშეფასებაში. ჩვენი სკოლის   ქართული ენის   პედაგოგები თვლიან,რომ კლასგარეშე დამატებითი აქტივობები და სასურველი  ფიზიკური სასწავლო გარემო ნამდვილად ზრდის მოტივაციას მოსწავლეებში, რადგან თავადაც ქართული ენის წრეებს  ხელმძღვანელობენ,გასულ სასწავლო წელს კი საზაფხულო სკოლაც ჩამოაყალიბეს რუსული ენის პედაგოგების მაგალითზე და პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე,დამატებითი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას საგნისადმი , ჩართულობას,მოტივაციის ამაღლებას, რადგან მასწავლებელთა მიერ შედგენილი პროგრამები და გეგმები ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს,პროგრამა ჩამოყალიბდება მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათთვის შემეცნებითი და სახალისოა თითოეული აქტივობა. ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ხშირად არ ქმნიან ელექტრონულ  რესურსს, რომელიც  გამოყენებული იქნება საგაკვეთილო პროცესში,   ასევე მათთვის ცოტა რთულია დამატებითი აქტივობების(წრე,პროექტი,საზაფხულო სკოლა) განხორციელება დროისა და რესურსის სიმცირის გამო. როცა  კითხვა ეხებოდა თუ რა სიხშირით    შეიძლებოდა   პედაგოგს გამოეყენებინა  ელ. რესურსი,ან განეხორციელებინა კლსგარეშე აქტივობები, კოლეგები ფიქრობდნენ, რომ სასურველი სასწავლო ფიზიკური გარემო, დამატებითი აქტივობები და რესურსები ნამდვილად საინტერესოს ხდიდა სასწავლო პროცესს,რომელშიც მოსწავლეები მეტად მოტივირებულად იყვნენ ჩართულნი.კითხვაზე თუ რა სიხშირით უნდა ხორციელდებოდეს ყოველივე ზემოაღნიშნული, მათი მოსაზრების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:


·         კვირაში ერთხელ   -40   %
·         თვეში ერთხელ  -  60 %
·         იშვიათად- 20%
აღმოჩნდა, რომ პედაგოგებისთვის ფიზიკურ სასწავლო გარემოს, ელექტრონულ რესურს და კლასგარეშე დამატებითი აქტივობების განხორციელებას  სხვადასხვა დატვირთვა აქვს.  ზოგი მიიჩნევს , რომ  ელექტრონული რესურსი გამოყენებული უნდა იქნეს   ახალი თემის ახსნისას, დმატებითი აქტივობები კი თემის გავლის შემდგომ,ზოგის აზრით  კი ელ. რესურსი და ფიზიკური სასწავლო გარემო მხოლოდ საჩვენებელ გაკვეთილიზე უნდა იქნეს გამოყენებული.ნაწილის მოსაზრებით კი ყოველდღიურად მისი გამოყენების შესაძლებლობა  არ არის. რაც შეეხება დამატებით აქტივობებს, მათი განხორციელება სრულიად შესაძლებელია ჩვენს სკოლაში არსებულ ფიზიკურ გარემოში(ისტ-ის კაბინეტი,ბიბლიოთეკა,ხელოვნების კაბინეტი, მოასფალტებული ეზო, სპორტ.დარბაზი, სააქტო დარბაზი, სტადიონი სკოლის ეზოში)

                                   


მშობლის კითხვარი
კითხვარის მიზანი იყო, რაც  შეიძლება მეტი მშობლის  მოსაზრება ყოფილიყო  ცნობილი, რომელებთანაც  კომუნიკაცია და  ინფორმაციის მიღება  ბავშვების საშუალებით  მოხდა, მათი ანალიზის  საფუძველზე  გამოიკვეთა  საინტერესო  ტენდენციები.  მშობელთა უმრავლესობამ (50%-მა)   აღნიშნა, რომ მათი შვილები ინტერესით და  ხალისით არიან ჩართულნი დამტებით კლასგარეშე აქტივობებში(წრე, პროექტი, საზაფხულო სკოლა) 25% -ი   ფიქრობს, რომ 
 ნებისმიერი სახის რესურსის შექმა და დამატებით  აქტივობა, სტანდარტული გაკვეთილების მიღმა, მის  შვილს მოტივირებულს ხდის რუსული ენის შესწავლისადმი.  25% მიესალმება მსგავს აქტივობებს და მომავალშიც ისურვებს მათ განხორციელებაში შვილების ჩართვას.(დანართი 2)


მეორადი მონაცემების ანალიზი
პრობლემის შესწავლის მიზნით და   კვლევის ერთ-ერთ მეთოდად გამოვიყენე მეორადი მონაცემების  ანალიზი, კერძოდ: კოლეგების  რეკომენდაციის საფუძველზე, მიზნობრივი შერჩევით შევარჩიე სამი პედაგოგი და სამი საგანი (ბიოლოგია(ფასილიტატორი), ქართული,  სამოქალაქო განათლება).მიზნობრივი შერჩევა გულისხმობდა  განსხვავებული ხარისხის  ელექტრონული რესურსის გამოყენების განხილვას, დამატებითი კლასგარეშე აქტივობების(წრე, პროექტი, საზაფხულო სკოლა) ორგანიზებას. შერჩეული და შესწავლილი იქნა რესურსები, რომლებიც, ჩემი მოსაზრებით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ და ასევე ისეთი რესურსები, რომელიც არ იყო ელექტრონული.(რეპროდუქციები, პოსტერები, პლაკატები, აფიშები და ა.შ).ასევე განხილულ იქნა მათი ბლოგები, დამატებითი კლასგარეშე აქტივობების პროგრამებისა და შედეგების განხილვა.
ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ და ინტერესდებოდნენ როგორც  ელ.რესურსებით, ასევე დამატებითი კლასგარეშე აქტივობებით რომელთა განხორციელებას აქტიურად ახდენენ რუსული ენის მასწავლებლები.(დანართი 3)
           
   მონაცემთა ანალიზის შემდეგ   დავგეგმეთ   ინტერვენცია:

 ინტერვენციაში მონაწილობა მიიღო სამმა პეადგოგმა.
მნიშვნელოვანია, რომ პირველივე დღიდან შევუქმით მოსწავლეებს დადებითი განწყობა და შესაბამისი ფიზიკური სასწავლო გარემო, დავსახეთ რეალური მოლოდინები, მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, თავად ემუშავათ ელექტრონული რესურსის შექმნაზე (კროსვორდი). ჩავრთეთ ისინი წრის პროგრამის შედგენაში. შევიმუშავეთ სოციალური და სასწავლო პროექტების“კინოხელოვნება“, “ჯანსაღი საკვები ჯანმრთელობის საწინდარია“, “პროფესიული ორიენტაცია“ განხორციელების გეგმა მოსწავლეებთან ერთად. მოსწავლეებს რუსული ენის  წრის პროგრამის მიხედვით მივ დავალებები მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. არც ისეთი ძნელი, რომლის შესრულებაც შეუძლებელია, და არც ძალიან ადვილი, რომლის შესრულებაც უინტერესო იქნებოდა. მოსწავლეებს მივეცით საშუალება, საზაფხულო სკოლისა და რუსული ენის წრისთვის შეერჩიათ მათთვის სასურველი აქტივობები და საკითხები. მათი მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა რესურსი(წიგნის მაკეტი, რჩეული ნაწარმოებების პერსონაჟთა გამოფენა, გაზეთი, საყვარელი მულტიმედიური პერსონაჟი...) მუშაობისა და შემეცნების პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, რაც ხორცილდებოდა შესაბამის ფიზიკურ სასწავლო გარემოში.
სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეები ვამუშავეთ ჯგუფებში, წყვილებში. ასეთმა ურთიერთობამ კი ხელ შეუწყო მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებას.


ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
ინტერვენცია 1.
            ინტერვენციის საწყის ეტაპზე მოხდა  სამუშაო შეხვედრა  ზემოთაღნიშნულ პედაგოგებთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა არსებული  ელ.რესურსების სტრუქტურისა და მათ მიერ ჩატარებული დამატებითი კლასგარეშე აქტივობების განხილვას, კერძოდ:  პედაგოგებს უნდა დაეფიქსირებინათ - რას მოიაზრებდნენ  თითოეულ რესურსა თუ პროგრამაში და შეჯერებულიყვნენ ერთ  მნიშნელობაზე.   
            შეხვედრას 3 პედაგოგი დაესწრო.  მსჯელობის შედეგად,  მოხდა შეთანხმება               1. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული ყოფილიყო მაქსიმუმ 5-7 წთ-იანი ელექტრონული რესურსი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა  გაკვეთილის სამივე ფაზაზე. ხოლო დამატებითი კლასგარეშე აქტივობები, მაგალითად წრე, განხორციელებულიყო თვეში ერთხელ, პროექტის ვადები განსაზღვრულიყო საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საზაფხულო სკოლას კი უნდა მოეცვა 5 დღე. დღეში სამი განხვავებული აქტივობის მქონე საათი.
  1. ამავე დროს,   გამოეყენებინათ ერთი და იგივე რესურსი სხვადასხვა საგანში.  დაკვირვებოდნენ, მოახდენდა თუ არა  ერთი რესურსი სხვა საგნებში მოსწავლეების მოტივაციის შენარჩუნებას. ასევე ჩაეტარებინათ ინტეგრირებული წრე  (ქართული და რუსული) და საზაფხულო სკოლის ერთ-ერთ აქტივობად განეხორციელებინათ ლაშქრობა ჯრუჭის ხეობაში.
  2.   დაევალებინათ მოსწავლეებისათვის გადმოეცათ წრეებსა და საზფხულო სკოლაში მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები; შეექმნათ  გაკვეთილისთვის ნებისმიერი სახის რესურსი.            

  ინტერვენცია 2

            მეორე ინტერვენციაში  ორი პედაგოგი ჩავრთე: ქართული ენის   და ინგლისური ენის. ინტერვენციის მიზანი იყო  ელ.რესურსებთან  დაკავშირებული საკითხების განხილვა, მაგალითად: რომელიმე აქტივობის ერთობლივად დაგეგმვა, სადაც გამოყენებული იქნებოდა ერთი ელ. რესურსი, რომელიც  ორი საგნისათვის იქნებოდა საერთო, გათვლილი იქნებოდა სტანდარტზე. (მაგ:მოსწავლეებს მოვუმზადეთ ელ. რესურსი,რომელიც  ადამიანის აღნაგობას  და გარეგნობას ასახავდა:მაღალი, დაბალი, სრული, გამხდარი, სპორტული აღნაგობის...) რესურსის გამოყენება შეიძლება როგორც ინგლისურის, ასევე ქართული ენის გაკვეთილზე ადამიანის  აღნაგობისა და გარეგნობის ახსნისას, ზედსართავი სახელის შესწავლისას. მოსწავლეებმა გამოიყენეს ასევე ის ცოდნა,  რაც იცოდნენ ქართული ენიდან, მათ აღწერეს ადამიანის აღნაგობა და გარეგნობა, რესურსის მეშვეობით შეძლეს რუსულად და შემდეგ კი ინგლისურად (განვლილი მასალა დავუკავშირეთ ახალს).
მეორე რესურსი აღწერდა ასაკს:  თუ ვინ და რა ასაკის ადამიანებმა მიულოცეს ნინის დაბადების დღე. ეს რესურსიც გამოყენებადი იყო ქართულ და ინგლისური ენის გაკვეთილებზე ადამიანის ასაკის შესწავლისას (ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა მამაკაცი, ახალგაზრდა ქალი, შუახნის მამაკაცი, შუახნის ქალი, მოხუცი მამაკაცი, მოხუცი ქალი...).
დამატებითი კლასგარეშე აქტივობებისათვის ერთობლივად შევიმუშავეთ საკითხები მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
წიგნიერების დონის ამაღლება, მუშაობა ბიბლიოთეკაში, საყვარელი წიგნის მაკეტის შექმნა, აზაფხულო სკოლა“გზა ევროპისაკენ“-ტარას შევჩენკოს და აკაკი წერეთელის ურთიერთთობა და საერთო ხედვები, რუსული და ქართული ენის საზაფხულო სკოლების გაერთიანებული ლაშქრობა ჯრუჭის ხეობის შესწავლის მიზნით.
  პედაგოგებმა  აღნიშნული მეთოდით   ვიმუშავეთ ოთხი თვის განმავლობაში (2017-2018 სასწავლო წლის ივნისი,2018-2019 სასწავლო წლის სექტემბერი ,ოქტომბერი, ნოემბერი).


          ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენე:
1.      ინტერვიუ   პედაგოგებთან, რომლებმაც   იხელმძღვანელეს 3 კვირის განმავლობაში. ინტერვიუს მიზანი იყო დამედგინა: როგორ აფასებდნენ პედაგოგები   ელ. რესურსის გამოყენებას გაკვეთილებზე , დამტებით კლასგარეშე აქტივობებს და როგორ სასწავლო გარემოს შეარჩევდნენ სამუშაოდ. მოახდინა თუ არა რაიმე სახის გავლენა აღნიშნულმა პროცესმა  სწავლების ხარისხზე;  მოხდა თუ არა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება? და აისახა თუ არა  მოსწავლეთა შედეგებზე.  დანერგავს თუ არა  აღნიშნულ სიახლეს მომავალი სასწავლო წლიდან?
ფოკუს-ჯგუფი მოსწავლეებთან. ფოკუს-ჯგუფის მიზანი იყო მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ: როგორ აფასებდნენ მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ ელ.რესურსებს და დამატებითი კლასგარესე აქტივობების მუშაობას. გაიზარდა თუ არა სწავლის მოტივაცია? როგორი იყო გაკვეთილი და პროგრამები დამატებითი კლასგარეშე აქტივობებისათვის.    

  ინტერვენციის შეფასება

 ინტერვენციის შეფასება მოხდა რამოდენიმე პედაგოგთან, და დასრულების შემდეგ ვთხოვე  გამოეთქვათ  მოსაზრება  რამდენად შეუწყო ხელი ფიზიკურმა სასწავლო გარემომ, ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენებამ  და დამატებითმა კლასგარეშე აქტივობებმა რუსული ენის სწავლის მოტივაციის ამაღლებას და შედეგების გაუმჯობესებას.  მასწავლებლების აზრით:
·         აუცილებელია შეიქმნას ფიზიკური სასწავლო გარემო, დაიგეგმოს  გაკვეთილები მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით და რესურსი შესაძლებლობას უნდა აძლევდეს პედაგოგს,  გამოიყენოს გაკვეთილის სამივე ფაზაზე. დამატებითი კლასგარეშე აქტივობები აუცულებელია განხორციელდეს ყველა საგნის მასწავლებლის მიერ.
·          როგორც ელექტრონული რესური, ისე დამატებითი კლასგარეშე აქტივობები უნდა იყოს სასწავლო სტანდარტთან   და მოსწავლის ასკთან  შესაბამისი;
·         ელექტრონული რესურსის გამოყენებით სასწავლო პროცესი    სახალისო და საინტერესოა სწორად შერჩეულ ფიზიკურ გარემოში, დამატებითი კლასგარეშე აქტივობებით ხდება მოსწავლეთა მეტი ჩართულობა.
·         იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.
·         მათი გამოყენება და განხორციელება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას; მოხდება ცოდნის ტრანსფერი, განუვითარდებათ საგნებს შორის კავშირების დანახვის უნარი;                            
·         ელექტრონული რესურსები დადამატებითი კლასგარეშე აქტივობები  ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას და     ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებას.

·         ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.

ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენება ,ისევე როგორც დამატებითი კლასგარეშე აქტივობების განხორციელება, საშუალებას იძლევა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ ესა თუ ის მოვლენა, საინტერესოდ მივაწოდოთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. სასურველია მათი ინტენსიურობის მაქსიმალური  გამოყენება და განხორციელება.
მოსწავლეების მიერ შექმნილი ელ.რესურსი, ცხრილების შედგენა, კლიპის დამზადება, საყვარელი წიგნის მაკეტის, კროსვორდის შექმნა, ამგვარი დავალებები ზრდის მოტივაციას, მოსწავლეები ხალისით იყენებენ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და ამავე  დროს,  როდესაც მოსწავლე თავად ქმნის  ელექტრონულ რესურს, და თვითონ შეარჩევს მისთვის საინტერესი საკითხს დამატებითი კლასგარეშე აქტივობის პროგრამისათვის, ან მიიღებს მონაწილეობას პროექტის დაგეგმვაში, მას უჩნდება გარკვეული კომპეტენციის შეგრძნება, რაც  სწავლის შინაგანი მოტივაციის საფუძველია.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ  ელექტრონული სასწავლო რესურსების მოძიების, დამატებითი კლასგარესე აქტივობების პროგრამებისა და გეგმების შერჩევისა და განხილვის, ფიზიკური სასწავლო გარემოს მოწყობის  დროს მოხდა პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, აზრთა გაზიარება , რამაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო კოლეგებს შორის  თანამშრომლობითი გარემოს  ჩამოყალიბებას.
       
მიგნებები, რეკომენდაციები  

  მიგნებები

ინტერვენციების განხორციელების შედეგად  შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
1.      პედაგოგები ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში ელექტრონულ სასწავლო რესურსებს   აღიქვამენ შეუძლებლად და   და უპირატესობას ანიჭებენ სხვა რესურს, (პოსტერები, თვალსაჩინოებები, რუკები, პლაკატები და სხვა).დამატებით კლასგარესე აქტივობებს ახორციელებენ, თუმცა ზოგჯერ ხდება პროგრამის მოდიფიცირება, რაც ძირითადად ისტ-ის გამოყენების საკითხთანაა დაკავშირებული, ამიტომ ზოგჯერ ვერ ხერხდება სასურველ ფიზიკურ სასწავლო გარემოში მუშაობის განხორციელება.

2.       ნაწილი პეადგოგებისა ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, რომ კარგი თუნდაც მცირე ხნიანი ელ. რესურსით შესაძლებელია მოსწავლეებში მოხდეს მოტივაციის ამაღლება  და ინტერესის გაზრდა. ამასთან,დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალს ,გრემოს, სადაც მოსწავლები მუშაობენ დასახული მიზნების მისაღწევად. ნაწილი მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს რესურსები და რა აქვს მნიშვნელობა რა სახის იქნება ის.  დამატებითი აქტივობების განხორციელება და სასურველი ფიზიკური სასწავლო გარემო კი  ყველა საგნის პედაგოგისთვისაა შესაძლებელი. 
3.      აღმოჩნდა, რომ სკოლაში ზოგიერთი პედაგოგებისათვის ელექტრონული სასწავლო რესურსის მოძიება, შექმნა პრობლემატური საკითხია, ასევე სირთულეებს უკავშირედება დამატებითი კლასგარეშე აქტივობების განხორციელება და ფიზიკური გარემოს შექმნა, რადგან მათი თქმით,  ეს შეუძლებელია სხვადსხვა მიზეზის გამო. 

რეკომენდაციები


1.         თუ გვინდა სწავლის  ხარისხის ამაღლება და მოსწავლეებში მოხდეს  სწავლის მოტივაციის ამაღლება,  საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს  შორის.        
2.         სასურველია, მოხდეს სასწავლო კაბინეტებისა და ოთახების აღჭურვა ინტერნეტით,  კომპიუტერებითა და სხვა აუდიო თუ ვიდეო მასალით.
3.         შეიქმნას  სკოლაში ერთიანი  ელექტრონული  რესურსების ბაზა, რაც დაეხმარა  პედგოგებს საგაკვეთილო პროცესის  წარმართვაში.
4.  ასევე ადმინისტრაციისთვის მონიტორინგის თვალსაზრისით: ადმინისტრაციას საშუალება აქვს დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ელექტრონული  სასწავლო რესურსების გამოყენებით, დამატებითი კლასგარეშე აქტივობების განხორციელებით, რაც თავის მხრივ  ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას და მოსწვლეთა ჩართულობას.ვაწარმოებთ სკოლის facebook გვერდს და ბლოგს, რომლებიც თვალსაჩინოს ხდიან ჩვენს მუშაობას პროგრამების, განცხადებების, ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებით.
5.   ამავე დროს,  აუცილებელია  შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება, როცა ერთი თემატიკა მუშავდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში და ბოლოს ხდება განვლილი მასალის თავმოყრა, შეძენილი ცოდნისა და უნარების შეჯამება.    მასწავლებელმა  წინასწარ  დაგეგმოს შემაჯამებელ გაკვეთილამდე განსახორციელებელი აქტივობები. ამ შემთხვევაში შეძლებს წინასწარ გაითვალისწინოს, რა ინსტრუმენტებს (მათ შორის ელექტრონულს) გამოიყენებს სწავლების პროცესში. მიმდინარე გაკვეთილების დროს ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება ისეთი თანმიმდევრობით, რომ მოსწავლე მუდმივად იღებდეს ახალ ცოდნას. მაგ. მასწავლებელმა მოსწავლეები ჯერ უნდა ამუშაოს ცხრილების, კროსვორდების, გრაფიკების ან ასოციაციური რუკების შედგენაზე, შემდეგ გაკვეთილებზე გააკეთებინოს პრეზენტაციები, ციფრული რუკები, გადაღებული ან ინტერნეტში მოძიებული სურათებით და ვიდეოებით დაამონტაჟებინოს კლიპი და .. აქტივობები ისე შეიძლება დაიგეგმოს, რომ მოსწავლეთა მიერ რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შექმნილი მასალებით შემაჯამებელი გაკვეთილისთვის თემატიკის გარშემო შეიქმნას ერთიანი პროდუქტი.

6. გამოყენებული იქნას  ისეთი რესურსები და აქტივობები რაც მოსწავლეებს განუვითარებს აზროვნების, შემოქმედებითობის, წარმოსახვის და ფანტაზიის, კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის  უნარებს.
7. მიეცეს მოსწავლეებს საშინაო დავალებები-შექნან ელექტრონული რესურსები საგაკვეთილო პროცესისათვის და შეარჩიონ დამატებითი კლასგარესე აქტივობებისათვის მათთვის საინტერესო საკითხები.

  კვლევის პროცესში, გარდა გამოყენებული მეთოდებისა, დაგეგმილი მქონდა გამომეყენებინა დაკვირვების მეთოდი, რაც მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მომცემდა.                                                              
ამრიგად, ჩვენს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, რომლის     მიზანიც იყო   იყო  დამედგინა კვლევის დროს თუ, რამდენად შესაბამისია მუშაობისათვის ფიზიკური სასწავლო გარემო, რამდენად ინტენსიურია  ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში და ასევე რამდენდ ეფექტურია და აუმჯობესებს სწავლის ხარისხს დამატებითი კლასგარეშე აქტივობები და უწყობს  თუ არა ხელს ეს ყოველივე მოტივაციის  გაზრდას;
 შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
ü  პედგოგები მეტნაკლებად იყენებდნენ  სასწავლო პროცესში ელექტრონულ რესურსებს , ახორციელებენ  დამატებითი კლასგარეშე აქტივობებს და  მუშაობენ  შესაბამის ფიზიკურ გარემოში.
ü   პედაგოგები  ზოგჯერ ქმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურს, დამატებითი აქტივობების გეგმებს და პროგრამებს, რომლებიც შემდეგ გამოყენებულია     სასწავლო პროცესში .
ü  მასწავლებლები  ნაწილობრივ იცნობენ  ელექტრონულ სასწავლო  რესურსის ტიპებს (სახეებს).
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, გარდა ამისა,  არსებობდა იდეები, რომელთა განხორციელებაც ამ ეტაპზე დროში  შეზღუდვის გამო შეუძლებელი იყო . ამიტომაც, შევიმუშავე  რეკომენდაციები სკოლის  ადმინისტრაციასათვის წარსადგენად. ვფიქრობთ, რომ ამ დროისათვის მხოლოდ  მე- 7, 8, 9, 10 კლასელი მოსწავლლების, მათი მშობლების და პედაგოგების  განწყობის შეფასება მოხდა , მნიშვნელოვანი იქნება, გაგრძელდეს კვლევა და შევისწავლოთ,  თუ რა შედეგებს მოგვცემს  განხორციელებული აქტივობები და მიგნებები სწავლის მოტივაციის გაუმჯობესებაზე,    მიგვაჩნია , რომ აღნიშნული ცვლილება უნდა დაინერგოს, რათა გაიზარდოს  პედაგოგებს   შორის ურთიერთთანამშრომლობისა და სწავლა-სწავლების ხარისხი.




                                       კვლევის რეფლექსია

    დავგეგმეთ და  განვახორციელეთ  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 2018-2019  სასწავლო წლის იანვრიდან 2018-2019 სასწავლო წლის მაისის ჩათვლით სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე -     ფიზიკური სასწავლო გარემო,ელექტრონული რესურსები და დამატებითი კლაგარეშე აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად  რუსული ენის  შესწავლისას   
   კვლევა ვაწარმოეთ   საბაზო-საშუალო საფეხურზე,    მისი მიმდინარეობის სრულყოფისათვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კოლეგების უშუალო მონაწილეობა და მათი აზრის დაფიქსირება, ამისათვის კვლევაში ჩავრთეთ ქართული ენის,ინგლისური ენის, სამოქალაქო განათლების პედაგოგები. გვინდოდა  გაგვერკვია რა მდგომარეობაა მათ საგანში აღნიშნული საკითხის მიმართ და  საჭირო იყო  თუ არა  ამ მხრივ კოლეგების ერთობლივი ძალისხმევა სიტუაციის გაუმჯობესებისათვის (ჩვენს შემთხვევაში, მოტივაციის ამაღლებისათვის).
   კმაყოფილები  ვართ იმით, რომ კონკრეტულ და მეტად მნიშვნელოვან თემებს ჩავუღრმავდით, დავინახეთ, სად გვჭირდებოდა მეტი მუშაობა, რომ მოსწავლეებში აგემაღლებინა სწავლის მოტივაცია  და გაგვეუმჯობესებინა სწავლა -სწავლების ხარისხი. ყველაზე უკეთ გამოგვივიდა კვლევის ანალიზი და მიგნეებები,  მოგვეწონა  მოსწავლეთა დისკუსია, მსჯელობა, იმის თაობაზე, რა სახის რესურსი  და დამატებითი კლასგარეშე აქტივობები იყო მათთვის საჭორო, რას ანიჭებდნენ უპირატესობას, რომელი გაკვეთილი და აქტივობა იყო მათთვის საინტერესო და სახალისო,  როგორ ფიზიკურ სასწავლო გარემოში მუშაობა იქნებოდა მათთვის საინტერესო და მიმზიდველი.
     საინეტერსო იყო აგრეთვე  მოსწავლეთა მშობლებთან მუშაობა , მათთან  მეტი სანდოობის და  ღიაობის მიზნით გამოვიყენეთ ანონიმური ანკეტირება.
   შემდგომი ნაბიჯების უკეთ გადადგმის მიზნით, ვახდენდით  გავლილი გზების შეფასებას.  უნდა აღვნიშნო, რომ კვლევა დაემთხვა სასწავლი წლის ბოლოს, რადგან ამ პერიოდში ვახორციელებთ საზაფხულო სკოლას და უფრო კარგად შევძელით საკუთარ და კოლეგების (ქართული ენის პედაგოგები) პრაქტიკაზე დაკვირვება. ავღნიშნავ, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩვენთვის, რუსული ენის მასწავლებლებისთვის, სიახლეა, არ გვაქვს გავლილი ტრენინგი და შესაძლოა გარკვეული ხარვეზებიც გვქონდეს. სასწავლო წლის დასაწყისისთანავე, დავგეგმე ინგლისურ ენასთან ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი, სადაც გამოვიყენე ელექტრონული რესურსები, რომელთა გამოყენებაც სახალისო და შედეგიანი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და გამოყენებადი სხვა საგნების მასწავლებლებისათვის.ასევე დავგეგმე და განვახორციელე მე-11 კლასელ მოსწავლეებთან ერთად სასწავლო პროექტი“პროფესიული ორიენტაცია“  რომელშიც აქტიურად  და მოტივირებულად ჩაერთნენ მოსწავლეები. მოვახდინე დაკვირვება და გაანალიზება განვლილ სასწავლო წელს შექმნილ ელექტრონულ რესურსებსა და დამატებით აქტივობებზე (პროექტები, საზაფხულო სკოლა). ამ ყოველივეს განხორციელებისათვის კი აუცილებლად ვმუშაობდით საჭირო და სასურველ ფიზიკურ სასწავლო გარემოში.                                                                    
მიმაჩნია, რომ ჩემი  მნიშვნელოვანი  წარმატებაა  ის, რომ   შევძელი   არსებული პრობლემის იდენტიფიცირება(აღმოჩენა),  შესწავლა და მისი გადაჭრის გზების ძიება, აქტივობებისა და რეკომენდაციების  შემუშავება.
   არსებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  მარტო გაკვეთილების ჩატარება , თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე, საკმარისი არ არის . საჭიროა  მთელი რიგი სხვა ღონისძიებების გატარება იმისათვის ,რომ არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს ამასთანავე სასწავლო ფიზიკური გარემო, დამატებითი აქტივობები და  რესურსი უნდა იყოს სწორად შერჩეული და შეესაბამებოდეს საგაკვეთილო თემას, სტანდარტს, სწავლების მიზანს.  უნდა ვეცადოთ მოსწავლეთა მოტივაციის  დონის ამაღლებას. სწავლა-სწავლების ხარისხის დონე გაუმჯობესდეს. მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული და  ანალიტიკური, არგუმენტირებული მსჯელობის,  მასალის გაგება- გააზრების უნარები. ვფიქრობ,  ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა საგნის მასწავლებელმა და აგრეთვე მშობლებმა. უნდა აღინიშნოს ისიც,  რომ დღეს ესგ-თ მუხლი.8. აუცილებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს განუვითაროს გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევები. დაგეგმოს და განახორციელოს  ისეთი გაკვეთილები, აქტივობები, სადაც სწორად იქნება შერჩეული როგორც ფიზიკური სასწავლო გარემო, ისე რესურსები და აქტივობები.
     უნდა ვაღიარო, რომ დიდხანს ვფიქრობდი, შევძლებდი  თუ არა საკმაოდ შრომატევადი საქმის შესრულებას. მაგრამ არსებულმა მდგომარეობამ, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებოდი    გაკვეთილებზე,   მომცა უნარი იმისა , რომ შევჭიდებოდი   ამ საქმეს. იმიტომ, რომ ჩემი,  როგორც საგნის მასწავლებლის, ძირითადი მოვალეობაა გავაუმჯობესო მოსწავლეთა მიღწევები, აღმოვფხვრა ნაკლოვანებები და ეს მოვახდინო ეფექტური საშუალებებით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დამეწყო კვლევა საბაზო-საშუალო საფეხურზე, სადაც უფრო მეტად აღინიშნება მოტივაციის ნაკლებობა რუსული ენის სესწავლისაას. კვლევის პროცესი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა.
    სისტემატურად ვახდენდი მიმდინარე  შედეგების  კოლეგებთან გაცნობას გასაუბრების გზით. როდესაც კვლევის ანგარიში წარვადგინე უპირველესად ფასილიტატორთან, რამოდენიმე (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები) კათედრაზე, მათგან მივიღე ობიექტური უკუკავშირი, რამაც ერთხელ კიდევ დამარწმუნა ურთიერთთანამშრომლობის ეფექტიანობაში. მადლობა კოლეგებს თანამშრომლობისათვის.
დაბოლოს, უნდა აღნიშნო, რომ ჩემ  მიერ წარმოებულ კვლევას და მის ანგარიშს  რა თქმა უნდა  გააჩნია გარკვეული ხარვეზი, მაგრამ უკვე  შემიძლია,  გავართვა თავი შემდგომში  უფრო რთულ გამოწვევებს და ვაწარმოო სკოლის საჭიროებების კვლევა .

პატივისცემით:
 როსტომ აბრამიშვილის სახელობის სსიპ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი
ცირა ბოლოთაშვილი
 25  მაისი.  2019 წელი



დანართი 1.

1.გიყვართ რუსული ენა?


2.განსაკუთრებით რომელი აქტივობები და მეთოდები მოგწონთ გაკვეთილის მსვლელობისას?



3.იყენებს რუსულის მასწავლებელი გაკვეთილზე ელექრონულ რესურსს?რამდენადად მოგწონთ მასზე მუშაობა?



4.ხართ ან იყავით თუ არა ჩართული რომელიომე აქტივობაში?
ა)რუსული ენის წრე  ბ)პროექტი 
გ)საზაფხულო სკოლა


5.რა მოგეწონათ ამ აქტივობებში,რაში დაგეხმარათ,რას გააუმჯობესებდით ან შეცვლიდით ამ აქტივობების განხორციელებისას?



6.დაგეხმარათ თუ არა ეს აქტივობები და ელექტრონული რესურსები რუსული ენის შესწავლასა  და ამ ენის შესწვლისადმი დაინტერესებაში?













 































 































 






























დანართი 2
შობლის კითხვარი
1.როგორი დამოკიდებულება გაქვთ  სკოლაში რუსული ენის სწავლების  მიმართ?


2.არის თუ არა თქვენი შვილი აქტიურად ჩართული იმ აქტივობებში(რუსული ენის წრე,პროექტი,საზაფხულო სკოლა,ოლიმპიადა,კონფერენცია,ელექტრონული რესურსების გამოყენება),რასაც მათ  სრუსული ენის  მასწავლებლები სთავაზობენ?კონკრეტულად რომელ აქტივობაში?ხართ თუ არა კმაყოფილი?



3.როგორ შეუწყო ხელი ამ აქტივობებმა თქვენი შვილის დაინტერესებას რუსული ენის მიმართ?


4.გსურთ,რომ მომავალშიც დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები?


5.რას ურჩევდით და უსურვებდით რუსული ენის მასწავლებლებს?























 































 







დანართი 2






















 






























დანართი 3



 





























 





























ბიბლიოგრაფია:
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი .
2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი-II ნაწილი. 2016 წ.
3. ინგა ხუციშვილი- საგანმანათლებლო რესურსები   და   მოსწავლეთა მიღწევები.                                                                                                                                              
4. სოფო ლობჯანიძე-როგორ წარმართოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
5. მანანა ბოჭორიშვილი-   სასწავლო მასალის, რესურსისა და აქტივობის ავტორი.                6. ლელა მანგოშვილი -სასწავლო რესურსის შექმნა და ინოვაციური მეთოდის დანერგვაპრაქტიკულ კვლევაზე დაყრდნობით. 2014წელი.