რუსული ენისა და ლიტერატურის II სემესტრის წრის პ რ ო გ რ ა მ ა
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში
სსიპ საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობები V კლასში.
მოსწავლეები და მშობლები გაეცნენ სკოლის facebooc
გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას,მათ სურვილი აქვთ,განაგრძონ წრის მეცადინეობები,რომლებიც ჩატრდება თვეში ერთხელ მშობლებთან
და მოსწავლეებთან შეთანხმებული გრაფიკით_თვის ბოლო ხუთშაბათს ან პარასკევს გაკვეთილების შემდეგ
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მიზანია V კლასელ მოსწავლეებს,ისევე როგორც,პირველ
სემესტრში,მოსწავლეებს დაეხმაროს როგორც წერითი უნარ-ჩვევების,ისე,ზეპირი მეტყველების განმტკიცებასა და დახვეწაში. მოსწავლეები შეძლებენ მცირე ზომის ტექსტების
წაკითხვას,გადათარგმნას და გადმოცემას. შინაარსის გაგებას,სიტყვების,წინადადებების გარკვევით და შესაბაბამისი ინტონაციით წარმოთქმას,როლურ
თამაშებში და დიალოგებში ჩართვას.
მეორე სემესტრში წრის პირველი მეცადინეობა ჩატარდება 2019 წლის 7 თებერვალს..მოსწავლეები გაეცნობიან რუსულ ერნაზე ზღაპარს“Снежная королева“.წაიკითხავენ და კონტექსტის
მიხედვით ნაცნობი სიტყვების გამოყენებით გადათარგმნიან ტექსტს.
შინაარსის სრულყოფილად გაგების
მიზნით,მოსწავლეები ნახავენ მულტფილმს რუსულ ენაზე.8 თებერვალს მოსწავლეები
ჭიათურის თეატრში იხილავენ თეარტალურ დადგმას“ყინულის დედოფალი“.
წრის მეორე მეცადინეობა
ჩატარდება 7 მარტს.
წრის მეცადინეობას ექნება
ღონისძიების სახე.მოსწავლეები შეისწავლიან სარვამარტო და დედისადმი მიძღვნილ
ლექსებს.ლექსებს
შორის მოსწავლეები მოუსმენენ
რუსულ სიმღერებს შესაბამის თემატიკაზე და თვითონაც შეისწავლიან სიმღერას“Дорогая Мама“.შექმნიან
მისალოც ბარეთებს საყვარელი დედებიასა და ქალბატონებისათვის.
წრის მესამე მეცადინეობა
ჩატარდება 25 და 26 აპრილს.
მოსწავლეები გაეცნობიან რუსულ
ზღაპარს“Теремок“ და
გადაინაწილებენ როლებს როლური თამაშის განსახორციელებლად.შემდეგ მეცადინეობაზე კი
გაიმართება ზღაპრის„Теремок“დადგმა მოსწავლეთა მიერ.მოსწავლეები განასახიერებენ საკუთარ
როლს,შემდეგ კი იმსჯელებენ,თუ რა მოეწონათ ამ ზღაპარში და რა არა.რას
დაამატებდნენ,როგორ დაასრულებდნენ და ა.შ.ბოლოს კროსვორდს „Теремок“ ელექრონულად საიტის cross.ge-s მეშვეობით.
წრის მეოთხე მაცადინეობა
ჩატარდება 16 მაისს.
მოსწავლეები ისაუბრებენ წელიწადის საყვარელ დროზე.უყურებენ მულტფილმს „Времена года“.
ისაუბრებენ ზაფხულის
არდადეგების შესახებ:რა გეგმები აქვთ,როგორ ფიქრობენ არდადეგების გატარებას,როგორი
იქნება მათი დღის რეჟიმი და ა.შ.
მოსწავლეები წრის
ხელმძღვანელისაგან მიიღებენ რჩევებს,თუ რომელი წიგნები წაიკითხონ ზაფხულის
არდადეგებზე.ეწვევიან სკოლის ბიბლიოთეკას და შეარჩევენ მათთვის შესაბამის და
საინტერესო წიგნს მასწავლებლის რჩევის გათვალისწინებით.
წაკითხული წიგნების შინაარსის
განხილვა ახალი სასწავლო წლის წრის პირველი მეცადინეობისთვის დაიგეგმება.
05.02.2019 წ.
წრის ხელმძღვანელი:ცირა ბოლოთაშვილი