вторник, 16 января 2018 г.

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მასწავლებლის ცირა ბოლოთაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრე IX-X კლასებში.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრე წარმატებულად ფუნქციონირებდა 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში. მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვისა და დადებითი შეფასების საფუძველზე გაგრძელდება ამავე სასწავლო წლის მეორე სემესტრშიც.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობები ჩატარდება თვეში ერთხელ,მოსწავლეებთან შეთანხმებით შემუშავებული განრიგის მიხედვით.
რუსული ენის წრის ფუნქციონერების მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება,რუსული ენისადმი ინტერესის გათვისება,მოსწავლეებისთვის სხვადასხვა არასაპროგრამო ,საინტერესო და შემეცნებითი მასალის შეთავაზება,განხილვა,გაანალიზება,პრაქტიკაში გამოყენება.
მშობელთა თხოვნაა,მოსწავლეებს მიეცეთ რუსულ ენაზე მეტყველებისა და ენობრივი ბარიერის გადალახვის მეტი შესაძლებლობა,რაც რუსული ენის წრის მეცადინეობების მთავარი ამოცანაა.
 რუსული ენის წრის მეცადინეობებზე მოსწავლეები გაეცნობიან რამდენიმე რუსი მწერლისა და პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. იმსჯელებენ  და გააანალიზებენ შეთავაზებულ  ნაწარმოებებს, ექნებათ საშუალება პრაქტიკულად მოუსმინონ და უყურონ უკვე დამუშავებულ ნაწარმოებებზე შექმნილ მხატვრულ მულტფილმებს თუ ფილმებს.
პარალელურად მოსწავლეები გაეცნობიან რუსული სალიტერატურო ენისა და ზეპირი მეტყველების  ძირითად ელემენტებს.
"Русский язик-язик великого русского народа, имеющего героическую историю,выдающиея достжения в науке, культуре,общественной мысли,литературе и.т.д.
Во всех этих достижениях-большой вклад русского языка как сдредства общения,как формы национальной культуры. Величие русского народа и языка неотделимы.Прекрасно сказал об этоим И.С. Тургеннев,назвавший русский язык "великим,могучим,свободним"...
წრის ხელმძღვანელი:ცირა ბოლოთაშვილი 10.01.2018 წ.

пятница, 29 декабря 2017 г.




რუსული ენის წრის ხელმძღვანელის ცირა ბოლოთაშვილის რეფლექსია
2017 წლის 20 სექტემბერს დავგეგმე რუსული ენის წრის მეცადინეობა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის IX-X კლასებში.მოსწავლეები დროულად იყვნენ ინფორმირებულნი კლასის ხელმძღვანელების მიერ.ასევე ისინი გაეცნენ სკოლის facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებას რუსული ენის წრის ფუნქციონირების შესახებ,რუსული.ენის წრის პროგრამასა და განრიგს.შედგა რუსული ენის წრეში მინაწილე მოსწავლეთა სია.
რუსული ენის წრის პროგრამის მიზანი მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე აგებული ახალი,საინტერესო,შემეცნებითი საკითხების მოძიება,პრეზენტაცია,პრაქტიკაში გამოყენება,ენობრივი ბარიერის გადალახვა იყო.
რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა შედგა 2017 წლის 29 სექტემბერს
მოსწავლეები გაეცნენ ა.ს.პუშკინის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას,განიხილეს ამონარიდები ა.ს.პუშკინის ნაწარმოებებიდან და წაიკითხეს მისი ზღაპრები.უყურეს ამ ზღაპრებზე გადაღებულ მულტფილმებს.მეცადინეობის ბოლოს მოსწავლეებმა უყურეს ფილმს "Спасти Пушкина",ა.ს.პუშკინის თანამედროვეობაში გარდასახვა მოსწავლეებისათვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.მოსწავლეებს დავალებად მიეცათ ინფორმაციის მოძიება ა.ს.პიშკინის საქართველოში მოგზაურობისა და შთაბეჭდილების შესახებ.
2017 წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მეორე მეცადინეობა,რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ა.ს.პუშკინის საქართველოში მოგზაურობის შესახებ,რომლოს მიხედვით გაიმართა დისკუსია მოსწავლეთა შორის.მოსწავლეებმა დაასახელეს კიდევ რამდენიმე რუსი მწერალი თუ პოეტი,რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს(М.Ю.Лермонтов,А.С.Грибоедов,В.Маяковский...) და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით ამ მწერლებისა და პოეტების შთაბეჭდილებები.ამავე მეცადინეობაზე მოსწავლეები გაეცნენ ი.კრილოვისა და სულხან-საბა ორნელიანის ბიოგრაფიებსა და მათ  მიერ შექმნილ იგავებს.გაავლეს პარალელი რუსი და ქართველი მეიგავეების შემოქმედებასა და ლიტერატურულ-მხატვრულ სტილისტიკას შორის.მეცადინეობის დასასრულს მოსწავლეებმა უყურეს  ამ ორი შემოქმედის იგავებზე გადაღებულ მულტფილმებს.მოსწავლეებს დავალებად მიეცათ რუსული"ფრთიანი გამონათქვამებისა" და ანდაზების მოძიება( Крылатые вырожения.Русские народные пословицы и поговорки).
2017  წლის 26 ნოემბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ფრთიანი გამონათქვამები და ანდაზები.ვესაურე მათი მნიშვნელობისა და სალაპარაკო ეანაში გამოყენების შესახებ.წაიკითხეს სხვადასხვა მწერლისა და პოეტის ნაწარმოებებიდან ამოღებული ფრთიანი გამონათქვამები და გაეცნენ რუსულ ხალხურ ანდაზებს.რუსული ანდაზები შეადარეს ქართულს და აღმოაჩინეს,რომ რუსი და ქართველი ეროვნებია მქონე ხალხის მიერ გადმოცემული ანდაზები და გამონათქვამები მათი მნიშვნელობით საერთო შინაარსის მატარებელი იყო.
მეცადინეობის დამთავრებამდე მოსწავლეებმა განიხილეს მასწავლებლის მიერ შემუშავებული საახალწლო ღონისძიების პროგრამა.დავალებად მიეცათ სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წლის შეხვედრის ტრადიციების მოძიება.
2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მეოთხე მეცადინეობა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო ტრადიციების შესახებ.ღონისძიების პროგრამის მიხედვით დაინაწილეს სხვადასხვა რუსი პოეტის ლექსი,მოირგეს როლები რუსულენოვანი სკეტჩის " Новогодний вечер" მიცწდვით,იმეცადინეს რუსულენოვანი საახალწლო სიმღერის შესრულებზე.
ბოლოს მოსწავლეებმა საახალწლო განწყობუს შესაქმნელად უყურეს მოკლემეტრაჟიან რუსულ ფილმს "С новым годом мамы".
2017 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა წრის პროგრამით გათვალისწინებული რუსულენოვანი საახალწლო ღონისძიება:"Ссастья и уснехов в новом году."
ვფიქრობ,რომ მივაღწიე რუსული ენის წრის პროგრამის მიხედვით დასახულ მიზნებს:მოსწავლეებმა შეძლეს საჭირო ინფორმაციის რუსულ ენაზე მოძიება,გაანალიზება და გამოყენება.გამოუმუშავდათ პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარი.მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.მათ გარკვეულწილად გადალახეს ენობრივი ბარიერი.
რაც შეეხება რუსული ენის წრის მუშაობის ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს,აღვნიშნავ,რომ მიუხედავად მკაფიო და გაწერილი განრიგისა,რთული იყო ყველა მოსწავლის მობილიზება,განსაკუთრებით მეათე კლასელი მოსწავლეებისა დროის უქონლობის გამო.
ვაწყდებოდი ტექნიკურ პრობლემებს,თუმცა წინასწარი მზაობით,შევძელი სრულყოფილად და ცვლილებების გარეშე განმეხორციელებინა წრის პროგრამით გთვალისწინებული ყველა აქტივობა.
წრის ხელმძღვანელი:ც.ბოლოთაშვილი
29.12.2017წ.

четверг, 28 декабря 2017 г.

2017 წლის 28 დეკემბერ.ი.რუსული ენის წრის მეოთხე შეხვედრა.საახალწლო.ღონისძიება

среда, 29 ноября 2017 г.

რუსული ენის წრის მესამე მეადინეობა ჩატარდა 2017 წლის 24 ნოემბერს.წრის მეცადინეობაზე განხილულ იქნა ქართული და რუსული ანდზები.მოსწავლეებმა წაიკითხეს “ფრთიანი გამონათქვამები“ სხვადასხვა რუსი მწერლის ნაწარმოებიდან და შეადარეს მშობლიურს.გაიმართა დისკუსია მათი სალაპარაკო ენაში გაოყენების სიხშირისა და მნიშვნელობის შესახებ...

რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობის ამსახველო ფოტო მასალა:




რუსული ენის ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა შედეგები:
1.ამირან ჭანკვეტაძე-20 ქულა
2.იური ფირცხალია-14 ქულა
3.მირანდა კუპატაძე-10 ქულა
4.ჯემალი ხვედელიძე-9 ქულა

вторник, 21 ноября 2017 г.

გრძელდება რუსული ენის ოლიმპიადისათვის მოსწავლეთა მომზადება.ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის(სასკოლო)ჩატარების თარიღია 25.11.2017