пятница, 19 января 2018 г.

სსიპ საჩხერის რაიონის სოფელ სარეკი საჯარო სკოლის რუსული ენის წრის
პ  რ  ო  გ  რ  ა  მ  ა
2017_2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩატარდება რუსული ენი წრე   IX-X კლასებში მოსწავლეებთან შეთანხმებული განრიგის მიხედვით.
რუსული ენის წრის ფუნქციონირების მიზანია:მოსწავლეებში რუსული ენის მიმართ მოტივაციის გაღრმავება,მათთვის არაპროგრამული,საინტერესო შემეცნებითი თუ მხატვრული მასალის გაცნობა;რუსულ ენაზე მეტყველების გაუმჯობესება;სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების გაცნობა-განხილვა-გაანალიზება;თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის ძირითადი ელემენტების გაცნობა.
რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა ჩატარდება თებერვალში.
წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მისწავლეებს თანამედროვე რუსული სალიტარატურო ენის მნიშვნელობის შესახებ.მოსწავლეებს გააცნობს თემებს:"Лексика устной речи" და "Жаргонная лексика."მოსწავლეები ასევე გაეცნობიან ვ.მაიაკოვსკის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.წაიკითხავენ და გაანალიზებენ მის ლექსებს.
რუსული ენის წრის მეორე მეცადინეობა ჩატარდება მარტში.
წრის ხელმძღვანელი მოსწავლეებეს ესაუბრება რუსულ სალიტერატურო ენაში გავრცელებულ:"Устаревшая и новпя лексика" და "Мир былин и сказок" შესახებ.
მოსწავლეები წაიკითხავენ ზღაპარს: "Добрыня и Змей",გაანალიზებენ ზღაპარს,შემდეგ კი საშუალება ექნებათ პტაქტიკულად უყურონ ამ ზღაპარზე.გადაღებულ ფილმს და მოახდინონ შედარება ნანახსა და წარმოსახულს შორის.
რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობა ჩატარდება აპრილში.
წრის ხწლმძღვანელი მოსწავლეებს გააცნობს ა.პ.ჩეხოვის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.მოსწავლეები წაიკითხავენ ა.პ.ჩეხოვის მოთხრობას"Студент".მოსწავლეებში გაიმართება დისკუსია ნაწარმოების ირგვლივ.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისტ-ის მეშვეობით დაათვალიერონ ა.პ.ჩეხოვის ფოტოგალერეა.
რუსული ენის წრის მეოთხე მეცადინეონა ჩატარდება მაისში.
წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მოსწავლეებს თანამედროვე რუსულ სალიტერატურო ენაში სინონიმების მნიშვნელობის შესახებ.გააცნობს მოსწავლეებს ლექსიკურ და სტილისტიკურ სინონიმებს.
სხვადასხვა ნაწარმოებიდან მოსწავლეები მოიძიებენ სინონიმურ წყვილებს.ერთი მოსწავლე დაასახელებს სიტყვას,მეორე შეეცდება,მიუსადაგოს სინონიმი.
ამავე მეცადინეობაზე მისწავლეები გაეცნობიან ლექსიკონის ტიპებს(ენციკლოპედიური და ლინგვისტური)ლექსიკონი.
წრის მეცადინეობის ბოლოს მოსწავლეები ეწვევიან სკოლის ბინლიოთეკას და შეეცდებიან მოიძიონ მათთვის სასურველი ლექსიკონი ან ნაწარმოები რუსულ ენაზე,რომელსაც ზაფხულის არდადეგებზე წაიკითხავენ.
წრის ხელმძღვანელი:ც.ბოლოთაშვილი
19.01.2018


среда, 17 января 2018 г.

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის(რუსული ენა) მოსამზადებელი მეცადინეობების ხელმძღვანელის  სსიპ საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ცირა ბოლოთაშვილის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებამდე.ერთი თვით ადრე შევადგინე Х კლასელ მოსწავლეთათვის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა რუსულ ენაში.
პროგრამის მიზანი იყოეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში(კერძოდ რუსულ ენაში)დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და რუსული ენისადმი მოტივაციის ამაღლება,მოსწავლეთა მიღწევისა და ცოდნის რეალიზება,უცხოური ენის სტანდარტის განმტკიცება,ელექტრონულ ტესტებზე და გრამატიკულ-ლექსიკურ მასალაზე მუშაობა.
მეცადინეობები ტარდებოდა კვირაში ერთხელ,გაკვეთილების შემდეგ.
რადგან ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ელექტრონულად,მოსწავლეებს ვამეცადინებდი ელექტრონული ტესტებით,რაც მათთვის საკმაოდ სქინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.ისინი ერთობლივად მსჯელობდნენ სხვადასვა სირთულის დავალებების ირგვლივ,რაც კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს მოსწავლეთა ცოდნის რეალიზებას.
გარდა ელექტრონული ტესტებიდა,მოსწავლეებს ვამეცადინებდი გრამატიკული მასალით.განვიხილეთ მეტყველების ნაწილები,დავამუშავეთ სხვადასხვა სავარჯიშო.
მოსწავლეებს ასევე ვამეცადინებდი ლექსიკურ მასალაზე,სხვადასვა თემის შედგენასა და გაანალიზებაზე.
რაც შეეხება ხარვეზებს,უკეთესი იქნება მეტი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს მოსამზადებლად.
გვქონდა ასევე ტექნიკური პრობლემებიც.
ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,რომ მოსწავლეებმა ვერ შეძლეს მეორე ტურში გადასვლა,მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მეცადინეობებმა გარკვეულწილად შეუწყო ხელი მიეღწიათ დასახული მიზნებისათვის. მოსწაეებმა მიიღეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოცდილება.
ც.ბოლოთაშვილი
28.12.2017

вторник, 16 января 2018 г.

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მასწავლებლის ცირა ბოლოთაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრე IX-X კლასებში.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრე წარმატებულად ფუნქციონირებდა 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში. მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვისა და დადებითი შეფასების საფუძველზე გაგრძელდება ამავე სასწავლო წლის მეორე სემესტრშიც.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობები ჩატარდება თვეში ერთხელ,მოსწავლეებთან შეთანხმებით შემუშავებული განრიგის მიხედვით.
რუსული ენის წრის ფუნქციონერების მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება,რუსული ენისადმი ინტერესის გათვისება,მოსწავლეებისთვის სხვადასხვა არასაპროგრამო ,საინტერესო და შემეცნებითი მასალის შეთავაზება,განხილვა,გაანალიზება,პრაქტიკაში გამოყენება.
მშობელთა თხოვნაა,მოსწავლეებს მიეცეთ რუსულ ენაზე მეტყველებისა და ენობრივი ბარიერის გადალახვის მეტი შესაძლებლობა,რაც რუსული ენის წრის მეცადინეობების მთავარი ამოცანაა.
 რუსული ენის წრის მეცადინეობებზე მოსწავლეები გაეცნობიან რამდენიმე რუსი მწერლისა და პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. იმსჯელებენ  და გააანალიზებენ შეთავაზებულ  ნაწარმოებებს, ექნებათ საშუალება პრაქტიკულად მოუსმინონ და უყურონ უკვე დამუშავებულ ნაწარმოებებზე შექმნილ მხატვრულ მულტფილმებს თუ ფილმებს.
პარალელურად მოსწავლეები გაეცნობიან რუსული სალიტერატურო ენისა და ზეპირი მეტყველების  ძირითად ელემენტებს.
"Русский язик-язик великого русского народа, имеющего героическую историю,выдающиея достжения в науке, культуре,общественной мысли,литературе и.т.д.
Во всех этих достижениях-большой вклад русского языка как сдредства общения,как формы национальной культуры. Величие русского народа и языка неотделимы.Прекрасно сказал об этоим И.С. Тургеннев,назвавший русский язык "великим,могучим,свободним"...
წრის ხელმძღვანელი:ცირა ბოლოთაშვილი 10.01.2018 წ.