среда, 17 января 2018 г.

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის(რუსული ენა) მოსამზადებელი მეცადინეობების ხელმძღვანელის  სსიპ საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ცირა ბოლოთაშვილის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებამდე.ერთი თვით ადრე შევადგინე Х კლასელ მოსწავლეთათვის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა რუსულ ენაში.
პროგრამის მიზანი იყოეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში(კერძოდ რუსულ ენაში)დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და რუსული ენისადმი მოტივაციის ამაღლება,მოსწავლეთა მიღწევისა და ცოდნის რეალიზება,უცხოური ენის სტანდარტის განმტკიცება,ელექტრონულ ტესტებზე და გრამატიკულ-ლექსიკურ მასალაზე მუშაობა.
მეცადინეობები ტარდებოდა კვირაში ერთხელ,გაკვეთილების შემდეგ.
რადგან ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ელექტრონულად,მოსწავლეებს ვამეცადინებდი ელექტრონული ტესტებით,რაც მათთვის საკმაოდ სქინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.ისინი ერთობლივად მსჯელობდნენ სხვადასვა სირთულის დავალებების ირგვლივ,რაც კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს მოსწავლეთა ცოდნის რეალიზებას.
გარდა ელექტრონული ტესტებიდა,მოსწავლეებს ვამეცადინებდი გრამატიკული მასალით.განვიხილეთ მეტყველების ნაწილები,დავამუშავეთ სხვადასხვა სავარჯიშო.
მოსწავლეებს ასევე ვამეცადინებდი ლექსიკურ მასალაზე,სხვადასვა თემის შედგენასა და გაანალიზებაზე.
რაც შეეხება ხარვეზებს,უკეთესი იქნება მეტი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს მოსამზადებლად.
გვქონდა ასევე ტექნიკური პრობლემებიც.
ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,რომ მოსწავლეებმა ვერ შეძლეს მეორე ტურში გადასვლა,მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მეცადინეობებმა გარკვეულწილად შეუწყო ხელი მიეღწიათ დასახული მიზნებისათვის. მოსწაეებმა მიიღეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოცდილება.
ც.ბოლოთაშვილი
28.12.2017

Комментариев нет:

Отправить комментарий