რუსული ენისა და ლიტერატურის წრის პ რ ო გ რ ა მ ა
2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობები V კლასში.
მოსწავლეები და მშობლები გაეცნენ სკოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას და სურვილი აქვთ,ჩაერთონ წრის მეცადინეობებში,რომლებიც ჩატრდება თვეში ერთხელ მსობლებთან და მოსწავლეებთან შეთანხმებული გრაფიკით_თვის ბოლო ხუთშაბათს.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მიზანია V კლასელ მოსწავლეებს,რომლებიც რუსული ენის შესწავლას იწყებენ,გაუმარტივოს შესაძლო სირთულეები როგორც წერით უნარ-ჩვევებში,ისე,ზეპირ მეტყველებაში,რისი მეშეობითაც მოსწავლეები შეძლებენ მცირე ზომის ტექსტების გაგებას,სიტყვების,წინადადებების გარკვევით და შესაბაბამისი ინტონაციით წარმოთქმას,განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციას,ზეპირი და წერითი მეტყველების სტრატეგიების გამოყენებას.
მოსწავლეები შეძლებენ მცირე მოცულობის ტექსტების შედგენას ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წრის პირველი მეცადინეობა ჩატარდება 18 ოქტომბერს.მოსწავლეები გაეცნობიან შემეცნებით-სახალისო ვიდეო-რგოლს"Учим русский алфавит".გაითამაშებენ როლებში დიალოგებს:"Знакомство"და " Моя школа".
მოსწავლეები დახვეწენ კითხვის სტრატეგიას ვიდეო-გაკვეთილის "Учимся по слогам
"მიხედვით.მოსწავლეები აღწერენ საკუთარ სკოლას და კლასს.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეორე მეცადინეობა ჩატარდება 22 ნოემბერს.
წრის მეორე მეცადინეობაზე მოსწავლეები წაიკითხავენ ა.ს.პუშკინის მცირე ზომის ზღაპრს"Сказка оирыбаке и рыбке" და შეეცდებიან კონტექსტის მიხედვით შინაარსის ამოცნობას.
მოსწავლეები ისაუბრებენ თემაზე'Семья",დაასახელებენ ოჯახის წევრებს.მოსწავლეები გაითამაშებენ დიალოგს "Кто живет с нами" და დაწერენ პატარა თემას:" Моя семья"
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მესამე მეცადინეობა ჩატარდება 13 დეკემბერს.
მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაცის წრის ხელმძღვანელისგან,თუ თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში.მოსწავლეები გაიაქტიურებენ საახალწლო თემასთან შეშაბამის ლექსიკურ მარაგს სლაიდ-შოუს მიხედვით,რომელზეც ნაჩვენებია შესაბამისი სურათები და მოვლენები.ლექსიკური მარაგის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გადმოსცენ რუსულ ენაზე,თუ როგორ ვხვდებით ახალ წელს საქართველოში.
წრის მეცადინეობის დასასრულს მოსწავლეები შექმნიან საახალწლო მისალოც ბარათებს,რომლებსაც გააფორმებენ წრის მეცადინეობაზე შესწავლილი ლექსით: С Новым годом
За окошком снег идёт
Огоньки сверкают.
Наступает Новый год
Все рб этом знаютю
Придёт Дедушка Мороз
Принесёт подарки
Славный праздник Новый год
Будет самим ярким
წრის მეცადინეობისათვის საჭირო რესურსი:რვეული,წიგნი,კალამი,თაბახის ფურცლები,ფანქრები,წებო,მაკრატელი,კომპიუტერი...
შესაძლებელია საჭირო შეიქნას წრის მეცადინეობების გრაფიკის შეცვლა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
ტექნიკური პირობების არქონის შემთხვევქაში,შესაძლოა მოხდეს აქტივობების ჩანაცვლება და რესურსის შეცვლა.
წრის ხელმძღვანელი:ცირა ბოლოთავილი