четверг, 18 октября 2018 г.

რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა.2018-2019 სასწ.წელი.მეხუთე კლასი





მოსწავლეებს გავაცანი რუსული ენის მნიშვნელობა.ვესაუბრე სახელმწიფოზე.მის დედაქალაქზე.გეოგრაფიულ მდებარეობაზე.ვუჩვენე რუსეთის დროშა.ასევე ვესაუბრე რუსული ენის მნიშვნელობასა და დამწერლობაზე.
ვუყურეთ
 ვიდეო-ჩანაწერს ანბანის შესახებ:მოსწავლეებმა მოისმინეს როგორც ასობგერების ჟღერადობა,ასევე უყურეს,თუ როგორი მართლწერით გამოირჩევა თითოეული ასობგერა.ისინი ისმენდნენ,ხედავდნენ და იმეორებდნენ სათითაო ასობგერაზე შედგენილ სიტვებს.
მოისმინეს ზღაპარი "წითელქუდა".შეეცადნენ ზღაპარში წაეკითხათ ნაცნობი ასობგერები და სიტყვები. სურათებისა და ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობით მოსწავლეები გებულობდნენ ზღაპრის შინაარს.
მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს ნაცნობი სიტყვები.შეეცადნენ დაეცვათ მართლწერის წესები.
ბოლოს მოისმინეს სახალისო სიმღერა ანბანზე,რომელიც წრის მეცადინეობაზე შეისწავლეს.მოსწავლეები ხალისით მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий