пятница, 21 декабря 2018 г.

რუსული ენის პირველი სემესტრის წრის რეფლრქსია და ბოლო მეცადინეობა


რუსული ენის პირველი სემესტრის წრის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩავატარე რუსული ენის წრის მეცადინეობები სსიპ  სარეკის საჯარო სკოლის მეხუთე კლასელ მოსწავლეებთან.
წრის პრველი მეცადინეობა ჩატარდა 2018 წლის 18 ოქტომბერს,წრეს ესწრებოდა ყველა მოსწავლე.
ვინაიდან, რუსული ენის შესწავლა იწყება მეხუთე კლასში და მათთვის ყველაფერი უცხოა ამ ენის ირგვლივ, მოსწავლეებს გავაცანი რუსული ენის მნიშვნელობა. ვესაუბრე სახელმწიფოზე. მის დედაქალაქზე. გეოგრაფიულ მდებარეობაზე.ვუჩვენე რუსეთის დროშა. ასევე , ვესაუბრე რუსული ენის მნიშვნელობასა და დამწერლობაზე.
ვუყურეთ ვიდეო-ჩანაწერს ანბანის შესახებ:მოსწავლეებმა მოისმინეს როგორც ასობგერების ჟღერადობა, ასევე უყურეს, თუ როგორი მართლწერით გამოირჩევა თითოეული ასობგერა. ისინი ისმენდნენ, ხედავდნენ და იმეორებდნენ სათითაო ასობგერაზე შედგენილ სიტვებს.
მოისმინეს ზღაპარი "წითელქუდა". შეეცადნენ ზღაპარში წაეკითხათ ნაცნობი ასობგერები და სიტყვები. სურათებისა და ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობით მოსწავლეები გებულობდნენ ზღაპრის შინაარს.
მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს ნაცნობი სიტყვები. შეეცადნენ დაეცვათ მართლწერის წესები.".გაითამაშეს  როლებში დიალოგებში:"Знакомство"და " Моя школа",ნაცნობ სიტყვებზე დაყრდნობით,რომლემიც პროგრამულად ჰქონდათ ნასწავლი. ასევე მათ აღწერეს საკუთარი სკოლა და კლასი ნასწავლი ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
მოსწავლეებმა დახვეწეს  კითხვის სტრატეგია შემეცნებითი  ვიდეო-გაკვეთილის "Учимся по слогамმიხედვით .
ბოლოს მოისმინეს სახალისო სიმღერა ანბანზე, რომელიც წრის მეცადინეობაზე შეისწავლეს.  მოსწავლეები ხალისით მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
2018 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა წრის მეორე მეცადინეობა .განვიხილეთ თემა Семья . მოსწავლეებმა  წაიკითხავეს  ..პუშკინის მცირე ზომის ზღაპრი"Сказка о рыбаке и рыбке" და ცდილობდნენ  კონტექსტის მიხედვით შინაარსის ამოცნობას.მათ შინაარსის ამოცნობაში  დაეხმარა   წინასწარ ამობეჭდილი სიტყვები და ზღაპარზე შექმნილი მულტფილმის ჩვენება და მოსმენა.
შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს  თემაზეСемья", დაასახელეს  ოჯახის წევრები. გაითამაშეს  დიალოგი "Кто живет с нами" და დაწერეს ნაცნობი და მარტივი გრამატიკული კონსტრუქციისა და ლექსიკური მარაგის გამოყენებით  პატარა თემა:" Моя семья".
2018 წლის 20(13-ის ნაცვლად)  დეკემბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობა საახალწლო განწყობით
მოსწავლეებმა მოისმინეს  ინფორმაცია  წრის ხელმძღვანელისგან, თუ  როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში. მოსწავლეებმა გაიაქტიურეს  საახალწლო თემასთან შეშაბამისი  ლექსიკური  მარაგი სლაიდ-შოუს მიხედვით, რომელზეც ნაჩვენები იყო  შესაბამისი სურათები და მოვლენები. ლექსიკური მარაგის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეები შეეცადნენ  გადმოეცათ  რუსულ ენაზე, თუ როგორ ვხვდებით ახალ წელს საქართველოში.
წრის მეცადინეობაზე შევეცადე მოსწავლეებისათვის შემესწავლა ლექსი ახალ წელზე,რომელიც მოვასმენინე და გავამეორებინე რამდენჯერმე.მოსწავლეებმა შეზლეს ლექსის შესწავლა,რადგან თითოეული მოსწავლე მონდომებითა და გულიყურითაა  ჩართული შემეცნებით პროცესში,რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის,როგორც მასწავლებლისთვის.ამით დიდი დტიმული მეძლევა და მუშაობის პროცესი სასიამოვნო და ნაყოფიერია.
 მეცადინეობის დასასრულს, მოსწავლეებმა შექმნეს და გააფორმეს საახალწლო მისალოცი ბარათები ოჯახის წევრებისათვის,რომლებიც გააფორმეს  წრის მეცადინეობაზე შესწავლილი ლექსით:

  С Новым годом

За окошком снег идёт                     
Огоньки сверкают.
Наступает Новый год
Все об этом знают.

Придёт Дедушка Мороз,
Принесёт подарки...
Славный праздник Новый год
Будет самим ярким!
 ც.ბოლოთაშვილი    22.12.2018 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий