რუსული ენისა და ლიტერატურის 2018-2019 სასწავლო წლის
მ ე ო რ ე
სემესტრის
რ ე ფ ლ ე ქ ს
ი ა
დავგეგმე 2018-2019
სასწავლო წლის მეორე სემესტრის წრის მეცადინეობები
სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის
საჯარო სკოლის მეხუთე კლასში.
გამოვაქვეყნე განცხადება სკოლის სოციალურ facebooc გვერდზე.
მომმართეს მშობლებმა და მოსწავლეებმა წრეში მონაწილეობის
სურვილით და შევადგინე პროგრამა და მეცადინეობების განრიგი მოსწავლეებთან შეთანხმებით,რაც
ასევე ავტვირთე სკოლის სოციალურ გვერდზე.
2019 წლის 7 თებერვალს ჩატარდა რუსული ენის წრის მეორე სემესტრის პირველი მეცადინეობა.
მოსწავლეებს გავაცანი "Снежная
королева" შინაარსი. შემდეგ მათ წაიკითხეს
ნაწარმოები
რუსულ ენაზე და შეეცადნენ
კონტექსისა
და ნაცნობი სიტყვების
მეშვეობით
შინაარსის
ამოცნობას.შემდეგ კი ვუჩვენე მულტფილმი
პაუზებით. მოსწავლეები იშველიებდნენ ნაცნობ სიტყვებს და ცდილობდნენ ნანახის გაანალიზებას.
8 თებერვალს მოსწავლეებმა უყურეს თეატრალურ დადგმას
ჭიათურის თეატრში, მოახდინეს წაკითხულის, ეკრანზე ნანახისა და თეატრალური
დადგმის შედარება, მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა და გაანალიზება.
წრის მეორე მეცადინეობა ჩატარდა 7 მარტს. წრის მეცადინეობას მივეცით ღონისძიების სახე. მოსწავლეებმა შეისწავლეს სარვამარტო და დედისადმი მიძღვნილი ლექსები. ლექსებს
შორის მოსწავლეებმა მოუსმინეს რუსულ სიმღერებს შესაბამის თემატიკაზე და თვითონაც შეისწავლეს სიმღერა “Дорогая Мама“ . შექმნეს მისალოცი ბარეთები საყვარელი დედებიასა და ქალბატონებისათვის.
2019 წლის 25 აპრილს ჩატარდა წრის მესამე მეცადინეობა მეხუთე კლასში, მოხდა პროგრამის მოდიფიცირება.მოსწავლეებმა ესგ-ს მიხედვით შეისწავლეს წელიწადის დროები,აქედან გამომდინარე, რუსული ენის წრეზე მოხდა ამ თემის განმტკიცება.
მოსწავლეებმა უყურეს შემეცნებით მულტფილმს წელიწადის დროებზე. მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად, თუთუეულ ჯგუფს არჩევითობის პრინციპით(ფურცლებზე დავწერე წელიწადის დროები და ავარჩევინე) შეხვდათ წელიწადის დრო, რომელიც გააფორმეს
მხატვრულად და დაურთეს ნასწავლი ლექსი სათითაიო დროზე და ზეპირა წაიკითხეს.
შემდეგ კი მოახდინეს
ნამუშევრების პრეზენტაცია, რაც შეფასებული
იქნა ჩემ მიერ წამახალისებელი კომენტარებით.ასევე მოახდინეს ნამუშევრების თვითშეფასება.
2019 წლის 16 და 17 მაისს ჩატარდა წრის ბოლო მეცადინეობა პროგრამის მოდიფიცირებით(რაც ზემოთაც ვახსენე).ვინაიდან,ესგ-ს
მიხედვით მეხუთე კლასი
გადიოდა ზღაპრების თემას
ამ დროისათვის,ხოლო
აპრილში გავიარეთ წელიწადის დროები,აქედან გამომდინარე მესამე
მეცადინეობაზე განვავრცეთ წელიწადის დროების თემა,
ხოლო მაისის მეცადინეობა მივუძვენით ზღაპრულ სამყაროს.მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი "Теремок",უყურეს
მულტფილმს და გავუნაწილე ზღაპრის გმირების როლები. მოსწავლეებმა გაითამაშეს როლური
თამაში ,რა დროსაც ძალიან
იხალისეს.შემდეგ კი ვესტუმრეთ სკოლის ბიბლიოთეკას, სადაც აარჩიეს სასურველი პატარა ზღაპრები და ლექსები ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად.
მოსწავლეებს ვთხოვე შეეფასებინათ წრის ორივე
სემესტრის მეცადინეობა, გავიხსენეთ განვლილი მეცადინეობების საკითხები...მოსწავლეებს
ახსოვდათ ნასწავლი და ნანახი...ყველამ დადებითად შეაფასა რფუსული ენის წრის მეცადინეობა
და გამოთქვეს მომავალში რუსული ენის წრის ფუნქციონირების სურილი. მე ხალისით და სიყვარულით
ვმუშაობდი ჩემ პატარა მოსწავლეებთან , რადგან მათი აქტიური ჩართულობა და უკუკავშირი
მეტ სტიმულს მაძლევდა და შთამაგონებდა...
ც.ბოლოთაშვილი
20.05.2019
Комментариев нет:
Отправить комментарий