რუსული ენის მასწავლებლის
საზაფხულო სკოლის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2019 წლის 10 ივნისიდან
რუსული ენის პედაგოგებმა ნინელი ცაბაძემ და ცირა ბოლოთშვილმა დავიწყეთ სსიპ
როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მეხუთე-მეექვსე კლასელ მოსწავლეთა ინფორმირება რუსული ენის საზაფხულო
სკოლის ფუნქციონირების შესახებ. განვათავსეთ სკოლია facebook გვერდზე განცხადება და პროგრამა. დავიწყეთ მსურველ მოსწვლეთა აღრიცხვა.
2019 წლის 17 ივნისს ჩატარდა რუსული ენის საზაფხულო სკოლის პირველი
მეცადინეობა. მეცადინეობაზე დიდი მოლოდინით გამოცხადნენ მოსწავლეები, რომლებსაც
გავაცანით საზაფხულო სკოლის
სამუშაო
გეგმა და განვიხილეთ
მუშაობის პრინციპები
: რა
ვაკეთოთ
არდადეგებზე?
როგორ დავისვენოთ
სასარგებლოდ?
თამაში
ზმნებით:
მოსწავლეებმა დაასახელეს ზმნები
რუსულად,დამხმარე
საშუალებად დავუმზადეთ რესურსი და ბეჭდური
მასალა საჭირო ლექსიკის გასამდიდრებლად. ბავშვებმა საკუთარი
წარმოსახვით დახატეს ამ
ზმნებით
გამოხატული
მოქმედება.
შეივსეს
ჩვენი სიტყვათა
მარაგი
ახალი
ზმნებით.
მოსწავლეებს ვთხოვეთ,დავფიქრებულიყვნენ,
თუ
რომელი
არს.
სახელები
გვილამაზებენ
დასვენების
დღეებს. შევქმენით
ნახატების
მხიარული
ვირტუალური
დასვენების
გარემო.მოსწავლეებმა
დაასათაურეს ნახატები რუსულად და ააწვეს დაფაზე
ეს
ნახატები
ანბანის
მიხედვით.
გავარკვიეთ, სად
და
როდის
დაიბადა
სიტყვა „არდადეგები
" - ,, Каникулы " და რას ნიშნავს
ის.
საზაფხულო სკოლის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი ცოდნის გააქტიურებით:
მოსწავლეებმა გაიხსენეს,თუ რა თემაზე ვიმუ/სავეთ პირველ დღეს, გაიხსენეს და ფერად ფურცლებზე ჩამოწერეს ის სიტყვები,რომლებიც შეისწავლეს წინა
მეცადინეობაზე. შემდეგ ვირტუალურად დავესწარით სანახაობებს ცირკში, ზოოპარკში, ატრაქციონზე .მოსწავლეებმა
უყურეს და მოისმინეს რუსულ ენაზე სიუჟეტი „Красная книга „ გაიგეს ინფორმაცია წითელი წიგნის შესახებ ნახეს,წაიკითხეს და გაიგეს შენაარსობრივად სპეციალურად შექმნილი ელექტრონული
რესურსი ,, Красная
книга " .
დაათვალიერეს ინტერნეტის მეშვეობით და შეისწავლეს რუსულად წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველების, მცენარეების სახელები. მოსწავლეებმა იმსჯელეს : ვინ და რატომ ხდება წითელი წიგნის ბინადარი? რატომ ტირის დედაბუნება და რას ითხოვს ჩვენგან? დიახ, შველას ითხოვს, მაგრამ როგორ ვუშველოთ, რა გავაკეთოთ, როგორ გავუფრთხილდეთ მას. შემდეგ შექმნეს ნახატები და მათ შეუსაბამეს წარწერები რუსულ ენაზე და გააკეთეს
საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება.
დღე მესამე.
მესამე დღეს მოსწავლეებმა ფაიაქტიურეს წინრე ცოდნა,მასზე დააშენეს ახალი და ნასწავლი გამოიყენეს
პრაქტიკაში.ინტერნეტის მეშვეობით მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფლორა და ფაუნა, ცხოველები, ფრინველები, მოისმინეს და დაიმახსოვრეს მათი წარმოთქმა სწორი , რუსული ენისათვის დამახასიათებელი, მახვილების გათვალისწინებით, ინტონაციით. მოისმინეს მცირე მოცულობის ტექსტები რუსულად. გამოიცნეს ეკრანზე დედები და მათ შვილები დაასახელეს ისინი რუსულ ენაზე. მოსწავლეებს
შევთავაზეთ ცხოველებისა და მათი ნაშიერების მარტივად დასამახსოვრებლად შემდეგი აქტივობა:დაფაზე
დავუწერეთ გაფანტულად სიტყვები,რომლებიც მოსწავლეებმა დაალაგეს ანბანის მიხედვით და
მიუსადაგეს საჭირო სიტყვა რუსულ ენაზე. ეს აქტივობა ძალიან სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.ზოგადად,
ამ საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობა ჩემთვის,
როგორც მასწავლებლისთვის, უდიდესი სიამოვნება და სტიმულია, რადგან მოსწავლე მოტივირებულია
და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით და გრძნობით იმეცნებს რუსულ ენას.
მოსწავლეებმა მიღებული
ცოდნისა და შთაბეჭდილებების რეალიზება მოახდინეს საინფორმაციო ბუკლეტების შექმნით ,, Планета Земля- наш дом ! Береги свой
дом!",რომლებიც გაავრცელეს სკოლაში_დაურიგეს სკოლის მასწავლებლებსა და მომუშავე
პერსონალს.
პრაქტიკული საქმიანობა: პროგრამის
მიხედვით მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად უნდა დაესუფთავებინათ სკოლის ეზო, მაგრამ მოვახდინეთ
ცვლილება(მოდიფიცირება) :რადგან სკოლის შემოგარენი და ეზო ისედაც მოწესრიგებული და სუფთა იყო ,თან ძალიან ცხელოდა, აქტივობა ასფალტზე ხატვით ჩავანაცვლეთ,
სადაც მოსწავლეებმა დახატეს ცხოველები , მოაწყვეს კონკურსი. გამოავლინეს გამარჯვებული.
დღე მეოთხე: ჩემი ჰობი - ჩემი გატაცება. ვმსჯელობთ რაა ჰობი? შეიძლება თუ არა ბობი და პროფესია ერთიდაიგივე იყოს? ჰობი და პროფესია ერთნაირად საქმის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს თუ მოყვარულის დონეზე კეთებაც საკმარისია? მოსწავლეებს შევასწავლეთ
საჭირო ტერმინოლოგია, რომლებიც ამოვიბეჭდეტ
და დავურიგეთ,რათა უფრო სრულყოფილად ესაუბრათ საკუთარ გატაცებაზე,იმაზე,თუ რა
არის მათთვის საყვარელი საქმიანობა,რითი არიან დაკავებულნი თავისუფალ დროს..მოსწავლეები
დვყავით ჯგუფებში და დავურიგეთ სამუშაოები
თემაზე:რა არის ჩემი საყვარელი საქმიანობა(სახელობითი),რითი ვარ გატაცებული(მოქმედებითი
ბრუნვა).შემდეგ წავაკითხეტ მცირე ზომის წინადადებები
და ტექსტები ნასწავლი ლექსიკის გააქტიურების
მიხნით.
მოსწავლეებმა შეძლეს დაესახელებინათ ,დაეწერათ რუსულ
ენაზე და
მათი გადტაცება და ჰობი.თვითშემოქმედება დაეხმარა ბავშვებს მიცემოდათ სრული თავისუფლება თვითწარმოსახვა გადაეტანათ თვითშემოქმედებაში და ასე ეპასუხათი კითხვისთვის: მაქვს ჰობი? და რა?ვეწვიეთ ბიბლიოთეკას,რადგან
მოსწავლეთა უმრავლესობის ჰობი კითხვა აღმოჩნდა...
დღე
მეხუთე : ,, До
свидания школа! Здравствуй лето!" მოსწავლეები სწავლობენ მხატვრულ კითხვას: პერფორმანსი ლექსის ,, Алфавит " და რუსული ანბანის თითოეულ ასოზე დაწყებული ნახატებით ანბანის სტენდის აწყობას. იყენებენ ანბანის ბეჭდურ და ნაწერ ვერსიებს. მოსწავლეები
საუბრობენ თემებზე:ჩემი საუკეთესო საზაფხულო სურვილი? საჩუქარი, რომელსაც ვისურვებდი; საჩუქარი , რომელსაც საყვარელ ადამიანს ვაჩუქებ. ვესტუმრეთ ბიბლიოთეკას: მოსწავლეებმა წაიკითხეს
მცირე მოცულობის ტექსტები და შეეეცადნენ , გაერკვიათ რა არის საუკეთესო საჩუქარი.საჩუქარი,როგორც
ნივთი,საჩუქარი,როგორც სულიერი საზრდო,საჩუქარი,როგორიცაა სიყვარული,მეგობრობა,იმედი,ერთგულება...და
საჩუქრად_მ ზ ე : ,,Может
быть ,, Солнышко на память?!" –
მოსწავლეები აწყობენ დაფაზე რებუსს: ,, Мы любим лето." სურვილების დაფა: ბავშვებმა სურვილების დაფაზე განათავსვეს საკუთარი სურვილები : ზოგმა დაწერა, ზოგმა დახატა... მოსწავლეებმა გამოიყენეს გამოსახვის სასურველი საშუალებები . სურვილების დაფა სკოლის დერეფნის კედლებზე დარჩება და სექტემბერში ვნახავთ ვინ აიხდენს საზაფხულო სურვილს...
ც.ბოლოთაშვილი
21.06.2019
წ.