вторник, 18 июня 2019 г.

რუსული ენის საზაფხულო სკოლის პროგრამა


საზაფხულო სკოლის პ რ ო გ რ ა მ ა
         დღე: * საზაფხულო სკოლის სამუშაო გეგმისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა-განხილვა. * რა ვაკეთოთ არდადეგებზე? როგორ დავისვენოთ სასარგებლოდ? თამაში ზმნებით: დავასახელოთ ზმნები რუსულად და დავხატოთ ამ ზმნით გამოხატული მოქმედება. შევივსოთ ჩვენი სიტყვათა მარაგი ახალი ზმნებით. * დავფიქრდეთ, რომელი არს. სახელები გვილამაზებენ დასვენების დღეებს. შევქმნათ ნახატების მხიარული ვირტუალური დასვენების გარემო. დავასათაუროთ ნახატები, რა თქმა უნდა რუსულად, და ავაწყოთ დაფაზე ეს ნახატები ანბანის მიხედვით. გავარკვიოთ სად და როდის დაიბადა სიტყვა,, არდადეგები " - ,, Каникулы ", და რას ნიშნავს ის.
დღე          : * ვირტუალურად ვესწრებით სანახაობებს ცირკში, ზოოპარკში, ატრაქციონზე . *შემდეგ ვქმნით ნახატებსა და ნაკვეთებს, ვუკეთებთმათ შესაბამის წარწერებს რუსულ ენაზე, ვაწყობთ ზოოპარკს და ვსწავლობთ მარტივი ინტერაქციით საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას. * ინტერნეტის მეშვეობით ვათვალიერებთ ფლორას და ფაუნას, ცხოველებს, ფრინველებს, ვისმენთ და ვსწავლობთ მათ წარმოთქმას სწორი , რუსული ენისათვის დამახასიათებელი, მახვილების გათვალისწინებით, ინტონაციით. * ვისმენთ მცირე მოცულობის ტექსტებს რუსულად. გამოვიცნობთ ეკრანზე დედებს და მათ შვილებს, და ვასახელებთ რუსულ ენაზე.
დღე მესამე: * ვნახავთ სპეციალურად შექმნილ პინქსტონს ,, Красная книга " .ვისმენთ ინფორმაციებს წითელი წიგნის შესახებ. ვათვალიერებთ ინტერნეტის მეშვეობით და სასწავლო სტენდებით და ვსწავლობთ რუსულად წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველების, მცენარეების სახელებს. *ვმსჯელობთ: ვინ და რატომ ხდება წითელი წიგნის ბინადარი?რატომ ტირის დედაბუნება და რას ითხოვს ჩვენგან? დიახ, შველას ითხოვს, მაგრამ როგორ ვუშველოთ, რა გავაკეთოთ., როგორ გავუფრთხილდეთ მას.
*პრაქტიკული საქმიანობა: ვასუფთავებთ სკოლის ეზოს და შემოგარენს. ვარიგებთ ჩვენს მიერ დამზადებულ ფლაერებს: ,, Планета Земля- наш дом ! Береги свой дом!"


დღე  მ ე ო თ ხ ე: ჩემი ჰობი - ჩემი გატაცება.  ვმსჯელობთ რაა ჰობი? შეიძლება თუ არა ბობი და პროფესია ერთიდაიგივე იყოს? ჰობი და პროფესია ერთნაირად საქმის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს თუ მოყვარულის დონეზე კეთებაც საკმარისია? ვსწავლობთ საჭირო ტერმინოლოგიას, რათა უფრო სრულყოფილად ვისაუბროთ ჩვენს გატაცებაზე. * ჩვენი მხატვრული თვითშემოქმედება დაგვეხმარება და სურვილისადმი წარმოვადგენთ ჩვენს ჰობს( ნახატი, ჩანახატი, მაკეტი, ჰერბარიუმი... და სხვა)   ბავშვებს მიეცემათ სრული თავისუფლება თვითწარმოსახვა თვითშემოქმედებაში გადაიტანონ, და ასე უპასუხონ კითხვას: მაქვს ჰობი? და რა?

დღე   მ ე ხ უ თ ე : ,, До свидания школа! Здравствуй лето!" * ვსწავლობთ მხატვრულ კითხვას: პერფორმანსი ლექსის ,, Алфавит " და რუსული ანბანის თითოეულ ასოზე დაწყებული ნახატებით ანბანის სტენდის აწყობა. ვიყენებთ ანბანის ბეჭდურ და ნაწერ ვერსიებს. * ჩემი საუკეთესო საზაფხულო სურვილი?  საჩუქარი,  რომელსაც ვისურვებდი; საჩუქარი , რომელსაც საყვარელ ადამიანს ვაჩუქებ. *ვსტუმრობთ ბიბლიოთეკას: ვკითხულობთ მცირე მოცულობის ტექსტებს და ვცდილობთ, გავერკვეთ რა არის საუკეთესო საჩუქარი. ,,Может быть  ,, Солнышко на память?!" - მზე, სითბო,  სიკეთე,  იმედი... ვაწყობთ დაფაზე რებუსს: ,, Мы любим лето." * სურვილების დაფა: ბავშვები მასზედ დაიტანენ საკუთარ სურვილს : ვინ წერს, ვინ ხატავს... მოსწავლეები იყენებენ გამოსახვის სასურველ საშუალებას . სურვილების დაფა სკოლის დერეფნის კედლებზე დარჩება და სექტემბერში ვნახავთ ვინ აიხდენს საზაფხულო სურვილს...


Комментариев нет:

Отправить комментарий