воскресенье, 4 февраля 2018 г.

მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციისათვის მოსამზადებელი პ რ ო გ რ ა მ ა რუსულ ენაში
მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია "ილია ჭაჭავაძე ჩვენი თანამედროვე" ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავს.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის შემოქმედებითი წრის მოსწავლეებმა ნინო ჭადაძემ და თამარ თორნიკეს ასულმა აბრამიშვილმა დაიწყეს მუშაობა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილის "რა გითხრათ?რით გაგახაროთ?"თარგმანზე"Что вам  сказать?Чем порадовать?"კონფერენციაზე წარსადგენად.
თემაზე მუშაობა მიზნად ისახავს:მოსწავლეთა ჩართულობას კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად;მოსწავლეების დამოუკიდებელი მუშაობისა დაინფორმაციის სინთეზის უნარის განვითარებას;მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებას რუსული ენის მიმართ;წერილობითი ნაშრომის მომზადებასა და საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაცვას.
მოსწავლეები ნინო ჭადაძე და თამარ აბრამიშვილი კონფერენციაზე წარსადგენად მოამზადებენ თარგმანს ქართულიდან რუსულად.
თემაზე მუშაობის ამოცანებია:
მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება,გრამატიკული და ორთოგრაფიული უნარების ჩამოყალიბება/განმტკიცება,ტექსტის დამუშავებისა და საკუთარი აზრის უცხო ენაზე გადმოცემა,თანმიმდევრული თხრობა,აზრის გადმოცემა,მშობლიურ ლიტერატურასთან მგავსება-განსხვავება და თავისებურებების გაანალიზება.
მეცადინეობები ჩატარდება იანვრის თვეში.გაკვეთილების შემდეგ.
ხელმძღვენელი:ც.ბოლოთაშვილი
15.01.

пятница, 19 января 2018 г.

სსიპ საჩხერის რაიონის სოფელ სარეკი საჯარო სკოლის რუსული ენის წრის
პ  რ  ო  გ  რ  ა  მ  ა
2017_2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩატარდება რუსული ენი წრე   IX-X კლასებში მოსწავლეებთან შეთანხმებული განრიგის მიხედვით.
რუსული ენის წრის ფუნქციონირების მიზანია:მოსწავლეებში რუსული ენის მიმართ მოტივაციის გაღრმავება,მათთვის არაპროგრამული,საინტერესო შემეცნებითი თუ მხატვრული მასალის გაცნობა;რუსულ ენაზე მეტყველების გაუმჯობესება;სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების გაცნობა-განხილვა-გაანალიზება;თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის ძირითადი ელემენტების გაცნობა.
რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა ჩატარდება თებერვალში.
წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მისწავლეებს თანამედროვე რუსული სალიტარატურო ენის მნიშვნელობის შესახებ.მოსწავლეებს გააცნობს თემებს:"Лексика устной речи" და "Жаргонная лексика."მოსწავლეები ასევე გაეცნობიან ვ.მაიაკოვსკის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.წაიკითხავენ და გაანალიზებენ მის ლექსებს.
რუსული ენის წრის მეორე მეცადინეობა ჩატარდება მარტში.
წრის ხელმძღვანელი მოსწავლეებეს ესაუბრება რუსულ სალიტერატურო ენაში გავრცელებულ:"Устаревшая и новпя лексика" და "Мир былин и сказок" შესახებ.
მოსწავლეები წაიკითხავენ ზღაპარს: "Добрыня и Змей",გაანალიზებენ ზღაპარს,შემდეგ კი საშუალება ექნებათ პტაქტიკულად უყურონ ამ ზღაპარზე.გადაღებულ ფილმს და მოახდინონ შედარება ნანახსა და წარმოსახულს შორის.
რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობა ჩატარდება აპრილში.
წრის ხწლმძღვანელი მოსწავლეებს გააცნობს ა.პ.ჩეხოვის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.მოსწავლეები წაიკითხავენ ა.პ.ჩეხოვის მოთხრობას"Студент".მოსწავლეებში გაიმართება დისკუსია ნაწარმოების ირგვლივ.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისტ-ის მეშვეობით დაათვალიერონ ა.პ.ჩეხოვის ფოტოგალერეა.
რუსული ენის წრის მეოთხე მეცადინეონა ჩატარდება მაისში.
წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მოსწავლეებს თანამედროვე რუსულ სალიტერატურო ენაში სინონიმების მნიშვნელობის შესახებ.გააცნობს მოსწავლეებს ლექსიკურ და სტილისტიკურ სინონიმებს.
სხვადასხვა ნაწარმოებიდან მოსწავლეები მოიძიებენ სინონიმურ წყვილებს.ერთი მოსწავლე დაასახელებს სიტყვას,მეორე შეეცდება,მიუსადაგოს სინონიმი.
ამავე მეცადინეობაზე მისწავლეები გაეცნობიან ლექსიკონის ტიპებს(ენციკლოპედიური და ლინგვისტური)ლექსიკონი.
წრის მეცადინეობის ბოლოს მოსწავლეები ეწვევიან სკოლის ბინლიოთეკას და შეეცდებიან მოიძიონ მათთვის სასურველი ლექსიკონი ან ნაწარმოები რუსულ ენაზე,რომელსაც ზაფხულის არდადეგებზე წაიკითხავენ.
წრის ხელმძღვანელი:ც.ბოლოთაშვილი
19.01.2018


среда, 17 января 2018 г.

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის(რუსული ენა) მოსამზადებელი მეცადინეობების ხელმძღვანელის  სსიპ საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ცირა ბოლოთაშვილის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებამდე.ერთი თვით ადრე შევადგინე Х კლასელ მოსწავლეთათვის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა რუსულ ენაში.
პროგრამის მიზანი იყოეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში(კერძოდ რუსულ ენაში)დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და რუსული ენისადმი მოტივაციის ამაღლება,მოსწავლეთა მიღწევისა და ცოდნის რეალიზება,უცხოური ენის სტანდარტის განმტკიცება,ელექტრონულ ტესტებზე და გრამატიკულ-ლექსიკურ მასალაზე მუშაობა.
მეცადინეობები ტარდებოდა კვირაში ერთხელ,გაკვეთილების შემდეგ.
რადგან ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ელექტრონულად,მოსწავლეებს ვამეცადინებდი ელექტრონული ტესტებით,რაც მათთვის საკმაოდ სქინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.ისინი ერთობლივად მსჯელობდნენ სხვადასვა სირთულის დავალებების ირგვლივ,რაც კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს მოსწავლეთა ცოდნის რეალიზებას.
გარდა ელექტრონული ტესტებიდა,მოსწავლეებს ვამეცადინებდი გრამატიკული მასალით.განვიხილეთ მეტყველების ნაწილები,დავამუშავეთ სხვადასხვა სავარჯიშო.
მოსწავლეებს ასევე ვამეცადინებდი ლექსიკურ მასალაზე,სხვადასვა თემის შედგენასა და გაანალიზებაზე.
რაც შეეხება ხარვეზებს,უკეთესი იქნება მეტი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს მოსამზადებლად.
გვქონდა ასევე ტექნიკური პრობლემებიც.
ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,რომ მოსწავლეებმა ვერ შეძლეს მეორე ტურში გადასვლა,მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მეცადინეობებმა გარკვეულწილად შეუწყო ხელი მიეღწიათ დასახული მიზნებისათვის. მოსწაეებმა მიიღეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოცდილება.
ც.ბოლოთაშვილი
28.12.2017

вторник, 16 января 2018 г.

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მასწავლებლის ცირა ბოლოთაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრე IX-X კლასებში.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრე წარმატებულად ფუნქციონირებდა 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში. მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვისა და დადებითი შეფასების საფუძველზე გაგრძელდება ამავე სასწავლო წლის მეორე სემესტრშიც.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობები ჩატარდება თვეში ერთხელ,მოსწავლეებთან შეთანხმებით შემუშავებული განრიგის მიხედვით.
რუსული ენის წრის ფუნქციონერების მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება,რუსული ენისადმი ინტერესის გათვისება,მოსწავლეებისთვის სხვადასხვა არასაპროგრამო ,საინტერესო და შემეცნებითი მასალის შეთავაზება,განხილვა,გაანალიზება,პრაქტიკაში გამოყენება.
მშობელთა თხოვნაა,მოსწავლეებს მიეცეთ რუსულ ენაზე მეტყველებისა და ენობრივი ბარიერის გადალახვის მეტი შესაძლებლობა,რაც რუსული ენის წრის მეცადინეობების მთავარი ამოცანაა.
 რუსული ენის წრის მეცადინეობებზე მოსწავლეები გაეცნობიან რამდენიმე რუსი მწერლისა და პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. იმსჯელებენ  და გააანალიზებენ შეთავაზებულ  ნაწარმოებებს, ექნებათ საშუალება პრაქტიკულად მოუსმინონ და უყურონ უკვე დამუშავებულ ნაწარმოებებზე შექმნილ მხატვრულ მულტფილმებს თუ ფილმებს.
პარალელურად მოსწავლეები გაეცნობიან რუსული სალიტერატურო ენისა და ზეპირი მეტყველების  ძირითად ელემენტებს.
"Русский язик-язик великого русского народа, имеющего героическую историю,выдающиея достжения в науке, культуре,общественной мысли,литературе и.т.д.
Во всех этих достижениях-большой вклад русского языка как сдредства общения,как формы национальной культуры. Величие русского народа и языка неотделимы.Прекрасно сказал об этоим И.С. Тургеннев,назвавший русский язык "великим,могучим,свободним"...
წრის ხელმძღვანელი:ცირა ბოლოთაშვილი 10.01.2018 წ.

пятница, 29 декабря 2017 г.




რუსული ენის წრის ხელმძღვანელის ცირა ბოლოთაშვილის რეფლექსია
2017 წლის 20 სექტემბერს დავგეგმე რუსული ენის წრის მეცადინეობა სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის IX-X კლასებში.მოსწავლეები დროულად იყვნენ ინფორმირებულნი კლასის ხელმძღვანელების მიერ.ასევე ისინი გაეცნენ სკოლის facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებას რუსული ენის წრის ფუნქციონირების შესახებ,რუსული.ენის წრის პროგრამასა და განრიგს.შედგა რუსული ენის წრეში მინაწილე მოსწავლეთა სია.
რუსული ენის წრის პროგრამის მიზანი მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე აგებული ახალი,საინტერესო,შემეცნებითი საკითხების მოძიება,პრეზენტაცია,პრაქტიკაში გამოყენება,ენობრივი ბარიერის გადალახვა იყო.
რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა შედგა 2017 წლის 29 სექტემბერს
მოსწავლეები გაეცნენ ა.ს.პუშკინის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას,განიხილეს ამონარიდები ა.ს.პუშკინის ნაწარმოებებიდან და წაიკითხეს მისი ზღაპრები.უყურეს ამ ზღაპრებზე გადაღებულ მულტფილმებს.მეცადინეობის ბოლოს მოსწავლეებმა უყურეს ფილმს "Спасти Пушкина",ა.ს.პუშკინის თანამედროვეობაში გარდასახვა მოსწავლეებისათვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.მოსწავლეებს დავალებად მიეცათ ინფორმაციის მოძიება ა.ს.პიშკინის საქართველოში მოგზაურობისა და შთაბეჭდილების შესახებ.
2017 წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მეორე მეცადინეობა,რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ა.ს.პუშკინის საქართველოში მოგზაურობის შესახებ,რომლოს მიხედვით გაიმართა დისკუსია მოსწავლეთა შორის.მოსწავლეებმა დაასახელეს კიდევ რამდენიმე რუსი მწერალი თუ პოეტი,რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს(М.Ю.Лермонтов,А.С.Грибоедов,В.Маяковский...) და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით ამ მწერლებისა და პოეტების შთაბეჭდილებები.ამავე მეცადინეობაზე მოსწავლეები გაეცნენ ი.კრილოვისა და სულხან-საბა ორნელიანის ბიოგრაფიებსა და მათ  მიერ შექმნილ იგავებს.გაავლეს პარალელი რუსი და ქართველი მეიგავეების შემოქმედებასა და ლიტერატურულ-მხატვრულ სტილისტიკას შორის.მეცადინეობის დასასრულს მოსწავლეებმა უყურეს  ამ ორი შემოქმედის იგავებზე გადაღებულ მულტფილმებს.მოსწავლეებს დავალებად მიეცათ რუსული"ფრთიანი გამონათქვამებისა" და ანდაზების მოძიება( Крылатые вырожения.Русские народные пословицы и поговорки).
2017  წლის 26 ნოემბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ფრთიანი გამონათქვამები და ანდაზები.ვესაურე მათი მნიშვნელობისა და სალაპარაკო ეანაში გამოყენების შესახებ.წაიკითხეს სხვადასხვა მწერლისა და პოეტის ნაწარმოებებიდან ამოღებული ფრთიანი გამონათქვამები და გაეცნენ რუსულ ხალხურ ანდაზებს.რუსული ანდაზები შეადარეს ქართულს და აღმოაჩინეს,რომ რუსი და ქართველი ეროვნებია მქონე ხალხის მიერ გადმოცემული ანდაზები და გამონათქვამები მათი მნიშვნელობით საერთო შინაარსის მატარებელი იყო.
მეცადინეობის დამთავრებამდე მოსწავლეებმა განიხილეს მასწავლებლის მიერ შემუშავებული საახალწლო ღონისძიების პროგრამა.დავალებად მიეცათ სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წლის შეხვედრის ტრადიციების მოძიება.
2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მეოთხე მეცადინეობა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო ტრადიციების შესახებ.ღონისძიების პროგრამის მიხედვით დაინაწილეს სხვადასხვა რუსი პოეტის ლექსი,მოირგეს როლები რუსულენოვანი სკეტჩის " Новогодний вечер" მიცწდვით,იმეცადინეს რუსულენოვანი საახალწლო სიმღერის შესრულებზე.
ბოლოს მოსწავლეებმა საახალწლო განწყობუს შესაქმნელად უყურეს მოკლემეტრაჟიან რუსულ ფილმს "С новым годом мамы".
2017 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა წრის პროგრამით გათვალისწინებული რუსულენოვანი საახალწლო ღონისძიება:"Ссастья и уснехов в новом году."
ვფიქრობ,რომ მივაღწიე რუსული ენის წრის პროგრამის მიხედვით დასახულ მიზნებს:მოსწავლეებმა შეძლეს საჭირო ინფორმაციის რუსულ ენაზე მოძიება,გაანალიზება და გამოყენება.გამოუმუშავდათ პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარი.მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.მათ გარკვეულწილად გადალახეს ენობრივი ბარიერი.
რაც შეეხება რუსული ენის წრის მუშაობის ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს,აღვნიშნავ,რომ მიუხედავად მკაფიო და გაწერილი განრიგისა,რთული იყო ყველა მოსწავლის მობილიზება,განსაკუთრებით მეათე კლასელი მოსწავლეებისა დროის უქონლობის გამო.
ვაწყდებოდი ტექნიკურ პრობლემებს,თუმცა წინასწარი მზაობით,შევძელი სრულყოფილად და ცვლილებების გარეშე განმეხორციელებინა წრის პროგრამით გთვალისწინებული ყველა აქტივობა.
წრის ხელმძღვანელი:ც.ბოლოთაშვილი
29.12.2017წ.

четверг, 28 декабря 2017 г.

2017 წლის 28 დეკემბერ.ი.რუსული ენის წრის მეოთხე შეხვედრა.საახალწლო.ღონისძიება