пятница, 29 сентября 2017 г.

მასწავლებლის რეფლექსია                           2017 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა რუსული ენისა და ლიტერატურის წრე.მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნენ ა.ს.პუშკინის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.წაიკითხეს ა.ს.პუშკინის ლექსები და პოემები.მოიძიეს ისტ-ის მეშვეობით სხვადასხვა საინტერესო ინფირმაცია ა.ს.პუშკინის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან.მოსწავლებმა დიდი ინტერესით უყურეს ფილმს"Спасти Пушкина".ფილმის ყურებამდე გამოთქვეს ვარაუდი,თუ რის შესახებ შეიძლებიდს ყოფილიყო ფილმი და მისაზრება,თუ როგორ დაასრულებდნენ ფილმს...ფილმის დასასრულმა მოსწავლეებში ა.ს.პუშკინისადმი პატივისცემა და სიყვარული გამოიწვია,ფილმის შინაარსით კი მოსწავლერბმა შეძლეს ამოეცნოთ ა.ს.პუშკინის,როგორც ღირსეული ადამიანის პიროვნული თვისებები...წრის მეცადინეობის დასასრულს მოდწავლეებს მიეცათ დავალებად მოიძიონ ინფორმაცია ა.ს. პუშკინის საქართველოში მოგზაურობის შესახებ.
 წრის ხელმძღვანელი:ც.ბოლოთაშვილი

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის პირველი მეცადინეობა.29.09.2017

вторник, 26 сентября 2017 г.

რუსული ენისა და ლიტერატურის წრეში  მონაწილე მოსწავლეთა სია:
1. აბრამიშვილი თამარ გ.
2. აბრამიშვილი ნინო
3. აბრამიშვილი მარიამ
4. აბრამიშვილი თამარ თ.
5.აბრამიშვილი გიორგი
6. აბრამიშვილი ნანა
7. აბრამიშვილი ზაური
8. გაფრინდაშვილი ნინო
9. კუპატაძე მირანდა
10. კუტალაძე მზია
11. ლაბაძე ქეთი
12. სხირტლაძე მარიამ
13. ფარქოსაძე ნათია
14. ფირცხალია თამთა
15. ჭადაძე ნინო
16. ჭანკვეტაძე ამირან
17. ჭიღლაძე მაგადა




რუსული ენისა და ლიტერატურის წრის განრგი :
1. 2017 წლის 29 სექტემბერი.  15:00—16:30
2. 2017 წლის 22 ოქტომბერი 15:00—16:30
3. 2017 წლის 26 ნოემბერი 15:00—16:00
4. 2017 წლის 19 დეკემბერი 15:00—16:30
                                                      წრის ხელმძღვანელი: ც.ბოლოთაშვლი
                                                      25.09.2017წ.    

понедельник, 25 сентября 2017 г.

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის
IX-X-XI კლასების რუსული ენისა და ლიტერატურის წრის
                           პროგრამა
1.რუსული ენისა და ლიტერატურის წრის პირველი მეცადინეობა:
2017 წლის 29 სექტემბერი.
ვისაუბრებთ რუსული ენისა და ლიტარატურის მნიშვნელობის,წრის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.გავეცნობით დიდი რუსი პოეტის,დრამატურგისა და პროზაიკოსი,რუსული რეალისტური მიმართულების ფუძემდებლის,კრიტიკოსისა და ლიტერატურული თეორეტიკოსის,პუბლიცისტის და IX საუკუნის ერთ-ერთი ყველზე
ავტორიტეტული მოღვაწის_ალექსანდრე სერგის ძე პუშკინის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.
შეხვედრის თეორიული ნაწილის შემდეგ მოსწავლეები ნახავენ ფილმს
„Спасти Пушкина“.
მოსწავლეებს მიეცამათ დავალებად მოიძიონ ინფორმაცია ა.ს.პუშკინის საქართველოში მოგზაურობის შესახებ(წერილები,პუბლიცისტური ჩანაწერები,შმოქმედება).
2.რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეორე მეცადინეობა:
2017 წლის 22 ოქტომბერი
რუსული ენისა და ლიტერატურის წრეზე მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ მასალას ა.ს.პუშკინის საქართველოში მოგზაურობისა და შემოქმედების შესახებ,რის საფუძველზეც გაიმართება დისკუსია მოსწავლეთა შორის და მოსწავლეები აწარმოებენ თვითშეფასებას.
წრის ხელმძღვანელი გააცნობს მოსწავლეებს რუსი ხალხის ანდაზებს,იგავებს,გამონათქვამებს,ესუბრება მოსწავლეებს მათი გამოყენების მნიშვნელობაზე სალაპარაკო ენაში.
მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი რუსი პოეტისა და მეიგავის_ივან ანდრეის ძე კრილოვის ბიოგრაფიასა და იგავებს,რომელსაც შეადარებენ დიდი ქართველი მოღვაწისა და იგავთმწერის_სულხან -საბა ორბელიანის მიერ შექმნილ იგავ-არაკებს.
წრის მუშაობის დასასრულს მოსწავლეებს მიეცემათ დავალებად რუსი ხალხის ანდაზებისა და გამონატქვამთა მოძიება,გაშიფვრა,ქართულ ანდაზებთან შედარება.
3,რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მესამე მეცადინეობა:
2017 წლის 26 ნოემბერი
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მოსწავლებს რუსულ ენაში ფართოდ გამოყენებული „უსრული წინადადებების“შესახებ,რისი ცოდნაცმოსწავლეებს გაუმარტივბს რუსული წინადადებების შედგენასა და სასაუბრო ენაში მათ გამოყენებას,მოსწავლეები გაეცნობიან რამდენიმე ცნობილი რუსი მწერლისა შემოქმედებას,რომლებშიც გამოყენებულია მსგავსი წინადადებები.
მოსწავლები დაწყვილდებიან და შეეცდებიან შეადგინონ დიალოგები უსრული წინადადებების გამოყენებით.
მოსწავლეები შეასრულებენ წრის ხელმძღვანელი მიერ შედგენილ ტესტს განხილული მასალის მიხედვით,რომელიც შეფასდება თავად მოსწავლეთა მიერ.
4.რუსული ენისა და ლიტეტატურის წრის მეოთხე მაცადინეობა:
2017 წლის 19 დეკემბერი
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მოსწავლებს რუსული ხალხური ტრადიციების შესახებ.გააცნობს მოსწავლეებს რუსეთში ახაკი წლის აღნიშვნის ისტორიას.
მოსწავლები დაეცნობიან სხვადასხვა რუსიპოეტის შემოქმედებას ახალ წელზე.
მოეწყობა შემოქმედებითი  ღონისძიება.
წრის მუშაობის დასასრულს მოსწავლეები უყურებენ რუსულ ფილმს
“С Новым годом мамы”.

 სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლისცირა ბოლოთაშვილის
                                      განცხადება
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის 2017-2018 სასწავლო წლისსექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრე IX, X, XI კლასებში. 
 რუსული ენისა და ლიტერატურის წრე მოიცავს ერთ მეცადინეობას თვეში. წრის განრიგი შედგენილი იქნება მოსწავლეებთან  შეთანხმების საფუძველზე. IX, X, XIკლასის მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან კლასის დამრიგებლის მიერ.
 რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მიზანია: მოსწავლეების მოტივირება რუსული ენისა და ლიტერატურისადმი; მოსწავლეებისათვის საინტერესო, არაპროგრამული მასალის მიწოდება რუსულ ენაზე, რის შედეგადაც მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა მოცემულ საგანში, რუსული ენისა და  ლიტერატურის წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარებას.რუსული ენისა და ლიტერატურის წრეს უხელმძღვანელებს სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენისა ლა ლიტერატურისმასწავლებელი ცირა ბოლოთაშვილი.
2017წლის 23.09
ც.ბოლოთაშვილი