понедельник, 25 сентября 2017 г.

 სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლისცირა ბოლოთაშვილის
                                      განცხადება
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის 2017-2018 სასწავლო წლისსექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრე IX, X, XI კლასებში. 
 რუსული ენისა და ლიტერატურის წრე მოიცავს ერთ მეცადინეობას თვეში. წრის განრიგი შედგენილი იქნება მოსწავლეებთან  შეთანხმების საფუძველზე. IX, X, XIკლასის მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან კლასის დამრიგებლის მიერ.
 რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მიზანია: მოსწავლეების მოტივირება რუსული ენისა და ლიტერატურისადმი; მოსწავლეებისათვის საინტერესო, არაპროგრამული მასალის მიწოდება რუსულ ენაზე, რის შედეგადაც მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა მოცემულ საგანში, რუსული ენისა და  ლიტერატურის წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარებას.რუსული ენისა და ლიტერატურის წრეს უხელმძღვანელებს სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენისა ლა ლიტერატურისმასწავლებელი ცირა ბოლოთაშვილი.
2017წლის 23.09
ც.ბოლოთაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий