понедельник, 25 сентября 2017 г.

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის
IX-X-XI კლასების რუსული ენისა და ლიტერატურის წრის
                           პროგრამა
1.რუსული ენისა და ლიტერატურის წრის პირველი მეცადინეობა:
2017 წლის 29 სექტემბერი.
ვისაუბრებთ რუსული ენისა და ლიტარატურის მნიშვნელობის,წრის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.გავეცნობით დიდი რუსი პოეტის,დრამატურგისა და პროზაიკოსი,რუსული რეალისტური მიმართულების ფუძემდებლის,კრიტიკოსისა და ლიტერატურული თეორეტიკოსის,პუბლიცისტის და IX საუკუნის ერთ-ერთი ყველზე
ავტორიტეტული მოღვაწის_ალექსანდრე სერგის ძე პუშკინის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.
შეხვედრის თეორიული ნაწილის შემდეგ მოსწავლეები ნახავენ ფილმს
„Спасти Пушкина“.
მოსწავლეებს მიეცამათ დავალებად მოიძიონ ინფორმაცია ა.ს.პუშკინის საქართველოში მოგზაურობის შესახებ(წერილები,პუბლიცისტური ჩანაწერები,შმოქმედება).
2.რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეორე მეცადინეობა:
2017 წლის 22 ოქტომბერი
რუსული ენისა და ლიტერატურის წრეზე მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ მასალას ა.ს.პუშკინის საქართველოში მოგზაურობისა და შემოქმედების შესახებ,რის საფუძველზეც გაიმართება დისკუსია მოსწავლეთა შორის და მოსწავლეები აწარმოებენ თვითშეფასებას.
წრის ხელმძღვანელი გააცნობს მოსწავლეებს რუსი ხალხის ანდაზებს,იგავებს,გამონათქვამებს,ესუბრება მოსწავლეებს მათი გამოყენების მნიშვნელობაზე სალაპარაკო ენაში.
მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი რუსი პოეტისა და მეიგავის_ივან ანდრეის ძე კრილოვის ბიოგრაფიასა და იგავებს,რომელსაც შეადარებენ დიდი ქართველი მოღვაწისა და იგავთმწერის_სულხან -საბა ორბელიანის მიერ შექმნილ იგავ-არაკებს.
წრის მუშაობის დასასრულს მოსწავლეებს მიეცემათ დავალებად რუსი ხალხის ანდაზებისა და გამონატქვამთა მოძიება,გაშიფვრა,ქართულ ანდაზებთან შედარება.
3,რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მესამე მეცადინეობა:
2017 წლის 26 ნოემბერი
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მოსწავლებს რუსულ ენაში ფართოდ გამოყენებული „უსრული წინადადებების“შესახებ,რისი ცოდნაცმოსწავლეებს გაუმარტივბს რუსული წინადადებების შედგენასა და სასაუბრო ენაში მათ გამოყენებას,მოსწავლეები გაეცნობიან რამდენიმე ცნობილი რუსი მწერლისა შემოქმედებას,რომლებშიც გამოყენებულია მსგავსი წინადადებები.
მოსწავლები დაწყვილდებიან და შეეცდებიან შეადგინონ დიალოგები უსრული წინადადებების გამოყენებით.
მოსწავლეები შეასრულებენ წრის ხელმძღვანელი მიერ შედგენილ ტესტს განხილული მასალის მიხედვით,რომელიც შეფასდება თავად მოსწავლეთა მიერ.
4.რუსული ენისა და ლიტეტატურის წრის მეოთხე მაცადინეობა:
2017 წლის 19 დეკემბერი
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის ხელმძღვანელი ესაუბრება მოსწავლებს რუსული ხალხური ტრადიციების შესახებ.გააცნობს მოსწავლეებს რუსეთში ახაკი წლის აღნიშვნის ისტორიას.
მოსწავლები დაეცნობიან სხვადასხვა რუსიპოეტის შემოქმედებას ახალ წელზე.
მოეწყობა შემოქმედებითი  ღონისძიება.
წრის მუშაობის დასასრულს მოსწავლეები უყურებენ რუსულ ფილმს
“С Новым годом мамы”.

Комментариев нет:

Отправить комментарий