пятница, 21 декабря 2018 г.

რუსული ენის პირველი სემესტრის წრის რეფლრქსია და ბოლო მეცადინეობა


რუსული ენის პირველი სემესტრის წრის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩავატარე რუსული ენის წრის მეცადინეობები სსიპ  სარეკის საჯარო სკოლის მეხუთე კლასელ მოსწავლეებთან.
წრის პრველი მეცადინეობა ჩატარდა 2018 წლის 18 ოქტომბერს,წრეს ესწრებოდა ყველა მოსწავლე.
ვინაიდან, რუსული ენის შესწავლა იწყება მეხუთე კლასში და მათთვის ყველაფერი უცხოა ამ ენის ირგვლივ, მოსწავლეებს გავაცანი რუსული ენის მნიშვნელობა. ვესაუბრე სახელმწიფოზე. მის დედაქალაქზე. გეოგრაფიულ მდებარეობაზე.ვუჩვენე რუსეთის დროშა. ასევე , ვესაუბრე რუსული ენის მნიშვნელობასა და დამწერლობაზე.
ვუყურეთ ვიდეო-ჩანაწერს ანბანის შესახებ:მოსწავლეებმა მოისმინეს როგორც ასობგერების ჟღერადობა, ასევე უყურეს, თუ როგორი მართლწერით გამოირჩევა თითოეული ასობგერა. ისინი ისმენდნენ, ხედავდნენ და იმეორებდნენ სათითაო ასობგერაზე შედგენილ სიტვებს.
მოისმინეს ზღაპარი "წითელქუდა". შეეცადნენ ზღაპარში წაეკითხათ ნაცნობი ასობგერები და სიტყვები. სურათებისა და ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობით მოსწავლეები გებულობდნენ ზღაპრის შინაარს.
მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს ნაცნობი სიტყვები. შეეცადნენ დაეცვათ მართლწერის წესები.".გაითამაშეს  როლებში დიალოგებში:"Знакомство"და " Моя школа",ნაცნობ სიტყვებზე დაყრდნობით,რომლემიც პროგრამულად ჰქონდათ ნასწავლი. ასევე მათ აღწერეს საკუთარი სკოლა და კლასი ნასწავლი ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
მოსწავლეებმა დახვეწეს  კითხვის სტრატეგია შემეცნებითი  ვიდეო-გაკვეთილის "Учимся по слогамმიხედვით .
ბოლოს მოისმინეს სახალისო სიმღერა ანბანზე, რომელიც წრის მეცადინეობაზე შეისწავლეს.  მოსწავლეები ხალისით მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
2018 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა წრის მეორე მეცადინეობა .განვიხილეთ თემა Семья . მოსწავლეებმა  წაიკითხავეს  ..პუშკინის მცირე ზომის ზღაპრი"Сказка о рыбаке и рыбке" და ცდილობდნენ  კონტექსტის მიხედვით შინაარსის ამოცნობას.მათ შინაარსის ამოცნობაში  დაეხმარა   წინასწარ ამობეჭდილი სიტყვები და ზღაპარზე შექმნილი მულტფილმის ჩვენება და მოსმენა.
შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს  თემაზეСемья", დაასახელეს  ოჯახის წევრები. გაითამაშეს  დიალოგი "Кто живет с нами" და დაწერეს ნაცნობი და მარტივი გრამატიკული კონსტრუქციისა და ლექსიკური მარაგის გამოყენებით  პატარა თემა:" Моя семья".
2018 წლის 20(13-ის ნაცვლად)  დეკემბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობა საახალწლო განწყობით
მოსწავლეებმა მოისმინეს  ინფორმაცია  წრის ხელმძღვანელისგან, თუ  როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში. მოსწავლეებმა გაიაქტიურეს  საახალწლო თემასთან შეშაბამისი  ლექსიკური  მარაგი სლაიდ-შოუს მიხედვით, რომელზეც ნაჩვენები იყო  შესაბამისი სურათები და მოვლენები. ლექსიკური მარაგის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეები შეეცადნენ  გადმოეცათ  რუსულ ენაზე, თუ როგორ ვხვდებით ახალ წელს საქართველოში.
წრის მეცადინეობაზე შევეცადე მოსწავლეებისათვის შემესწავლა ლექსი ახალ წელზე,რომელიც მოვასმენინე და გავამეორებინე რამდენჯერმე.მოსწავლეებმა შეზლეს ლექსის შესწავლა,რადგან თითოეული მოსწავლე მონდომებითა და გულიყურითაა  ჩართული შემეცნებით პროცესში,რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის,როგორც მასწავლებლისთვის.ამით დიდი დტიმული მეძლევა და მუშაობის პროცესი სასიამოვნო და ნაყოფიერია.
 მეცადინეობის დასასრულს, მოსწავლეებმა შექმნეს და გააფორმეს საახალწლო მისალოცი ბარათები ოჯახის წევრებისათვის,რომლებიც გააფორმეს  წრის მეცადინეობაზე შესწავლილი ლექსით:

  С Новым годом

За окошком снег идёт                     
Огоньки сверкают.
Наступает Новый год
Все об этом знают.

Придёт Дедушка Мороз,
Принесёт подарки...
Славный праздник Новый год
Будет самим ярким!
 ც.ბოლოთაშვილი    22.12.2018 წ.

воскресенье, 18 ноября 2018 г.

აღნაგობა(რესურსი)

https://www.goconqr.com/en-US/flash_card_decks/15777049?utm_campaign=Auto%20Gen%20emails&utm_source=SendGrid&utm_medium=Email

რესურსი

კროსვორდი

  2018-2019 სასწავლო წლის  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი
                                          პ რ ო გ რ ა მ ა
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მიერ განხორციელდება X კლასელ მოსწავლეთა მომზადება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის(საგანი:რუსული ენა).
პროგრამის მიზანია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტულ საგანში(რუსული ენა) დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისა და ცოდნის გაღრმავებისადმი მოტივაციის ამაღლება,მოსწავლეების  მომზადება სასურველი შედეგის მიღწევისა და  შესწავლილი მასალის რეალიზებასათვის.
როგორც ცნობილია,ეროვნული საწავლო ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს:
ა)პირველი ტური_სასკოლო,რომელიც ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ბ)მეორე ტური_რეგიონალური,რომელიც ტარდება პირველი ტურის შედეგების დათვალისეინებით,ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქებში;
გ)მესამე ტური_დასკვნითი,რომელიც ტარდება მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქში ან ქალაქებში.
 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რუსული ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა_40.
2017-2018 სასწვლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა ელექტრონულად.შესაბამისად,პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ უცხოური ენისათვის მისაღწევ სტანდარტებთან ერთად,  მოიცავს ელექტრონულ ტესტებზე მუშაობას.
პროგრამა ითვალისწინებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ შემდეგ ენობრივ უნარებსა და მისაღწევ შედეგებს:უცხ.სVI1, სVI2, სVI3, სVI4                   

საკითხთა ჩამონათვალი საკითხის დაზუსტება  
არსებითი სახელი ჯგუფები: სულიერი და უსულო, საკუთარი და საზოგადო, კონკრეტული და აბსტრაქტული,კრებითი, ნივთიერებათა.სქესი, რიცხვი, ბრუნვა. ბრუნების ტიპები; თავისებურ სახელთა ბრუნება; უცვლელი არსებითი სახელები.  
ზედსართავი სახელი სქესი, რიცხვი, ფუძე, ბრუნება, შეთანხმება არსებით სახელებთან. ჯგუფები. შედარების ხარისხები. სრული და მოკლე ფორმა.  
რიცხვითი სახელი მარტივი, რთული, შედგენილი. რაოდენობითი, რიგობითი, კრებითი, წილობითი. ბრუნება. ბრუნების თავისებურებანი. რიცხვითი სახელი არსებით სახელთან ერთად.  
ნაცვალსახელი ჯგუფები: პირის, კუთვნილებითი, კითხვითი, მიმართებითი, ჩვენებითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი, უარყოფითი, უკუქცევითი. ბრუნება. შეთანხმება არსებით სახელთან.  
ზმნა ინფინიტივი, ასპექტი, დრო, პირი და რიცხვი, კილო. გარდამავალი, გარდაუვალი. უკუქცევითი. უღლება. თავისებურ ზმნათა უღლება. უპირო ზმნები. მოძრაობის აღმნიშვნელი ზმნები.  
მიმღეობა მოქმედებითი და ვნებითი. დრო. ვნებითი მიმღეობის მოკლე ფორმა. მიმღეობის წარმოება და გამოყენება. ბრუნება. მიმღეობის კონსტრუქცია.  
ზმნიზედა ჯგუფები, შედარების ხარისხები, ზმნიზედის წარმოება.  
კავშირი შემაერთებელი, მაპირისპირებელი, განმაცალკევებელი,მაქვემდებარებელი კავშირები. მაკავშირებელი სიტყვები.  
წინდებული მარტივი  წინდებულები. წინდებულიანი  ბრუნვები.
ნაწარმოები წინდებულები და მათი გამოყენება.  
ნაწილაკი უარყოფითი, მოდალური, ფორმაწარმომქმნელი.  
წინადადება მარტივი წინადადება: წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით. წინადადების მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები. მარტივი და რთული, გავრცობილი და გაუვრცობელი, სრული და არასრული წინადადება. წინადადების ერთგვარი წევრები.
რთული წინადადება: რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადება. დამოკიდებული წინადადების სახეები. უკავშირო რთული წინადადება. პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. ციტატები, ციტირების ხერხები.  
სიტყვათწარმოება სიტყვათწარმოების ძირითადი ხერხები. ფუძე, დაბოლოება;
აფიქსების ტიპები და მნიშვნელობები.  
ორთოგაფია  და პუნქტუაცია ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში.

პროგრამა განხორციელდება 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე ყოველი კვირის სამშაბათს და პარასკევს.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ X  და XI კლასელ მოსწავლეთა სია:
სხირტლაძე მარი-X
ჭადაძე ნინო-X
ჭანკვეტაძე ამირან-XI



четверг, 18 октября 2018 г.

რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა.2018-2019 სასწ.წელი.მეხუთე კლასი





მოსწავლეებს გავაცანი რუსული ენის მნიშვნელობა.ვესაუბრე სახელმწიფოზე.მის დედაქალაქზე.გეოგრაფიულ მდებარეობაზე.ვუჩვენე რუსეთის დროშა.ასევე ვესაუბრე რუსული ენის მნიშვნელობასა და დამწერლობაზე.
ვუყურეთ
 ვიდეო-ჩანაწერს ანბანის შესახებ:მოსწავლეებმა მოისმინეს როგორც ასობგერების ჟღერადობა,ასევე უყურეს,თუ როგორი მართლწერით გამოირჩევა თითოეული ასობგერა.ისინი ისმენდნენ,ხედავდნენ და იმეორებდნენ სათითაო ასობგერაზე შედგენილ სიტვებს.
მოისმინეს ზღაპარი "წითელქუდა".შეეცადნენ ზღაპარში წაეკითხათ ნაცნობი ასობგერები და სიტყვები. სურათებისა და ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობით მოსწავლეები გებულობდნენ ზღაპრის შინაარს.
მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს ნაცნობი სიტყვები.შეეცადნენ დაეცვათ მართლწერის წესები.
ბოლოს მოისმინეს სახალისო სიმღერა ანბანზე,რომელიც წრის მეცადინეობაზე შეისწავლეს.მოსწავლეები ხალისით მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

четверг, 11 октября 2018 г.

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის პ რ ო გ რ ა მ ა
2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდება რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეცადინეობები V კლასში.
მოსწავლეები და მშობლები გაეცნენ სკოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას და სურვილი აქვთ,ჩაერთონ წრის მეცადინეობებში,რომლებიც ჩატრდება თვეში ერთხელ მსობლებთან და მოსწავლეებთან შეთანხმებული გრაფიკით_თვის ბოლო ხუთშაბათს.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მიზანია V კლასელ მოსწავლეებს,რომლებიც რუსული ენის შესწავლას იწყებენ,გაუმარტივოს შესაძლო სირთულეები როგორც წერით უნარ-ჩვევებში,ისე,ზეპირ მეტყველებაში,რისი მეშეობითაც მოსწავლეები შეძლებენ  მცირე ზომის ტექსტების გაგებას,სიტყვების,წინადადებების გარკვევით და შესაბაბამისი ინტონაციით წარმოთქმას,განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციას,ზეპირი და წერითი მეტყველების სტრატეგიების გამოყენებას.
მოსწავლეები შეძლებენ მცირე მოცულობის ტექსტების შედგენას ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
წრის პირველი მეცადინეობა ჩატარდება 18 ოქტომბერს.მოსწავლეები გაეცნობიან შემეცნებით-სახალისო ვიდეო-რგოლს"Учим русский алфавит".გაითამაშებენ როლებში დიალოგებს:"Знакомство"და " Моя школа".
მოსწავლეები დახვეწენ კითხვის სტრატეგიას ვიდეო-გაკვეთილის "Учимся по слогам
"მიხედვით.მოსწავლეები აღწერენ საკუთარ სკოლას და კლასს.
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეორე მეცადინეობა ჩატარდება 22 ნოემბერს.
წრის მეორე მეცადინეობაზე მოსწავლეები წაიკითხავენ ა.ს.პუშკინის მცირე ზომის ზღაპრს"Сказка оирыбаке и рыбке" და შეეცდებიან კონტექსტის მიხედვით შინაარსის ამოცნობას.
მოსწავლეები ისაუბრებენ თემაზე'Семья",დაასახელებენ ოჯახის წევრებს.მოსწავლეები გაითამაშებენ დიალოგს "Кто живет с нами" და დაწერენ პატარა თემას:" Моя семья"
რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მესამე მეცადინეობა ჩატარდება 13 დეკემბერს.
მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაცის წრის ხელმძღვანელისგან,თუ თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში.მოსწავლეები გაიაქტიურებენ საახალწლო თემასთან შეშაბამის ლექსიკურ მარაგს სლაიდ-შოუს მიხედვით,რომელზეც ნაჩვენებია შესაბამისი სურათები და მოვლენები.ლექსიკური მარაგის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გადმოსცენ რუსულ ენაზე,თუ როგორ ვხვდებით ახალ წელს საქართველოში.
წრის მეცადინეობის დასასრულს მოსწავლეები შექმნიან საახალწლო მისალოც ბარათებს,რომლებსაც გააფორმებენ წრის მეცადინეობაზე შესწავლილი ლექსით: С Новым годом
За окошком снег идёт
Огоньки сверкают.
Наступает Новый год
Все рб этом знаютю

Придёт Дедушка Мороз
Принесёт подарки
Славный праздник Новый год
Будет самим ярким


წრის მეცადინეობისათვის საჭირო რესურსი:რვეული,წიგნი,კალამი,თაბახის ფურცლები,ფანქრები,წებო,მაკრატელი,კომპიუტერი...

შესაძლებელია საჭირო შეიქნას წრის მეცადინეობების გრაფიკის შეცვლა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
ტექნიკური პირობების არქონის შემთხვევქაში,შესაძლოა მოხდეს აქტივობების ჩანაცვლება და რესურსის შეცვლა.
წრის ხელმძღვანელი:ცირა ბოლოთავილი

пятница, 22 июня 2018 г.

დ ღ ე   მ  ე  ხ  უ  თ  ე

   მოვაწყვეთ ლაშქრობა ჯრუჭის ხეობაში.
   საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ჯადოსნური ბუნება დაუკავშირეს ჯადოსნურ სამყაროს და გამოხატეს იგი სასურველი ფორმით.
  ვისაუბრეთ ეკოლოგიაზე,ბუნებრივ მოვლენებზე,გავეცანით შესაბამის სტატიებს რუსულ ენაზე....
  მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოიმუშავეს ბუნებაში წახემსებისა და შემდეგ მისი დასუფთავების კულტურა.
   ნახეს წყლის წისქვილი,რომელიც ეკოლოგიურად სუთა პროდუქტს სთავზობდა სოფლის მოსახლეობას და გარკვეული ბუნებრივი თუ ტექნიკური დარღვევების გამო დღეს იგი უმოქმედოა,საჭიროებს ყურადღებასა და მუშა მდგომარეობაში დაბრუნებას....
   იბანავეს მდინარეში,რომელიც სისუფთავესა და გაფრთხილებას მოითხოვს...
   ვისაუბრეთ საჭირო და სპეციფიკური რუსული ტერმინოლოგიით მისი პრაქტიკაში გამოყენების გზით.
   მომავალმა თაობამ უნდა იზრუნოს  ბუნებაზე,ეკოლოგიაზე,ჯანსაღ საკვებზე....
   ჩვენი მომავალი თითოეული ჩვენი მოსწავლის ჯანსაღი ხედვის ხელშია,მათი დამოკიდებულებებისა და უნარების  განვითარება კი,ჩვენში_პედაგოგებისა და              მშობლებისაგან სწორი მიმართულებების მიცემის გზით....
  პირადად მე,როგორც პედაგოგმა,გაკვეთილისაგან განსხვავებით,არაპროგრამულ აქტივობებსა და სიტუაციებში სრულიად სხვაგვარად დავინახე და შევიცანი თითოეული მოსწავლე თავისი სათუთი და შთამბეჭდავი,მართლაც რომ ჯადოსნური სამყაროთი...მათთან არასაგაკვეთილო დროის გატარებამ და მათმა შინაგანად შეცნობამ უდუდესი სიამოვნება და პრაქტიკული გამოცდილება მომანიჭა!მათთან ურთიერთობა უბრალოდ,ადამიანური თვალსაზრისით, დიდი ბედნიერებაა!
   ასე პოზიტიურად,ხალისიანად და ჯანსაღი მომავლის იმედით დამათავრეთ ჩვენი საზახულო სკოლა!ვაჩუქეთ მოსწავლეებსა  და საკუთარ  თავს  თითოეული ჩვენს მიერ განხორციელებული  შემეცნებით-ესთეტიკური აქტივობით  გაჯერებული ჯადონური ხუთი დღე...
   ბევრი გამოხმაურება და პოზიტიური დამოკიდებულება მივიღეთ მსობლებისაგან; მოვისმინეთ მშობელთა და მოსწავლეთა სურვილები სამომავლოდ მუშობის გაგრძელებისა და მოსწავლეებისათვის მომავალი საზაფხულო სკოლის მოწყობის შესახებ,რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ!