четверг, 29 июня 2017 г.

საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ" მონაწილე მოსწავლის დავით აბაშიძის მიერშექმნილი ლოგო:ევროპა-საქართველო


საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ" მონაწილე მოსწავლის დავით აბაშიძის მიერ შექმნილი ლოგო:ევროპა-საქართველო






среда, 28 июня 2017 г.





















საზაფხულო სკოლა."გზა ევროპისაკენ" დღე მესამე
რეფლექსია
საზაფხულო სკოლის "გზა ევროპისკენ!" მესამე დღის გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სკოლის მიზანი: სასწავლო პროგრამის მიღმა მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება; სახალისო, ამავდროულად, შემეცნებითი ხასიათის მასალის გაცნობა- შესწავლის თანადროულად რუსულად მეტყველების გაუმჯობესება, ენობრივი ბარიერის დაძლევის გზების ძიება- სწავლება არატრადიციული მეთოდებით, და მოსწავლეთა ადაპტირება ახალ სასწავლო სიტუაციებში.

პირველივე აქტივობის შედეგი თვალსაჩინოა: მოსწავლეები თანხმდებიან ,რომ ენათა ცოდნა გვიადვილებს მსოფლიოს ხალხებთან ურთიერთობის გზების ძიებას. ბავშვებმა მოიძიეს ისტ-ის მეშვეობით ინფორმაცია რუსული ენის პოპულარობის შესახებ მსოფლიოში, და აღმოაჩინეს, რომ რუსულად მეტყველებს თითქმის მეოთხედი მსოფლიო, ხოლო 140 მილიონი ადამიანისათვის რუსული ენა არის ოფიციალური სახელმწიფო ენა. მიღწეულია მთავარი მიზანი: ბავშვებმა ინფორმაცია მოიძიეს და აზრთა გაცვლა ერთმანეთში მოახერხეს რუსულ ენაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არის სირთულეები, ბავშვები შეიძლება ცოდნის არასაკმარისი დონის, შეიძლება სიმორცხვის. ( იქნებ სწორად ვერ წარმოვთქვა) ,

გამო ფრთხილობენ რუსულ ენაზე აზრის დაფიქსირების დროს. მიგვაჩნია,რომ ამ სორთულის აღმოსაფხვრელად დს ენობრივი ბარიერის სრულად დაძლევის მიზნით უნდა გავზარდოთ სიტუაციური სასაუბროების რიცხვი დაშევეცადოთ სისტემატიური სახე მივცეთ ბავშვებისათვის რუსული გარემოს შექმნას, ამავე დროს ვეცადოთ ეს გარემო იყოს სახალისო, გასართობი და ახლო ყოველდღიურობასთან.

მეორე აქტივობა დაგვეხმარა უკეთ შეგვეცნო ევროპული ფასეულობების სიკეთე. ბავშვებს არ გასჭირვებიაY გარკვეულიყვნენ ჩვენი წინაპრების სწრაფვის აზრში " რატომ ევროპა". გაეცნენ მასალებს ტარას შევჩენკოსა და აკაკი წერეთლის ურთიერთობის ისტორიას.შეისწავლეს ახალი ტერმინოლოგია, და ,შედარებით იოლად დაამყარეს ერთმანეთთან კომუნიკაცია რუსულ ენაზე აქამდე მათთვის უცნობ სიტუაციებში.

მესამე აქტივობა განსაკუთრებით მომხიბვლელი და საინტერესო აღმოჩნდა საზაფხულო სკოლის მონაწილეთათვის. ბავშვებმა აღადგინეს მარინა მასწავლებლის დახმარებით ძველი ქართული საბავშვო თამაშები, ისტ-ის მეშვეობით მოიძიეს და ნახეს ძველი რუსული და უკრაინული საბავშვო გასართობი თამაშები. ყველანი მივედით დასკვნამდე: ეს თამაშები გვიჯანსაღებს სხეულს და სულს, და რაც შეიძლება მეტი დრო უნდა მოვტაცოთ კომპიუტერს, დავაინტერესოთ მეტი ბავშვი ჩვენთან ერთად ითამაშოს ლახტი, წრეში ბურთი,ორდროშობია, კენჭაობა და სხვა. ბავშვებმა შეისწავლეს და გამოიყენეს სპორტული ტერმინოლოგია რუსულად.
კიდევ ერთმა ერთად სახალისოდ,თუმცა საქმიანად გატარებულმა დღემ ბავშვებს გაუიოლა ურთიერთობა რუსული ენის მეშვეობით. მათ სამეტყველო ლექსიკაში გაჩნდა ახალი,თუმცა ხშირი მოხმარების ფრაზები. თვალნათელი გახდა პრობლემები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ. უმთავრესი კვლავ რჩება ლექსიკური მარაგი,სიტუაციის აღქმა , დროული რეაქცია და ყველაფრის რუსულ ენაზე გადმოცემა თამამად, იმის გათვალისწინებით, რომ არაუშავს ,თუ შეგვეშალა. ჩვენ ხომ ახლა ვსწავლობთ, ჩვენ ჩვენს შეცდებზე ვიზრდებით.მიზნად დავისახეთ, შევეცადოთ და აღარ გავიმეოროთ უკვე დაშვებული შეცდომები, ვეტყველოთ უფრო მეტად რუსულად, ყურადღება მივაქციოთ საუბრის დროს ინტონაციას,ახვილს...

საზაფხულო სკოლა."გზა ევროპისაკენ" დღე მესამე
გეგმა
I საათი: კომუნიკაცია-უპირველესი საშუალებაა მეგობრების შესაძენად. ენა-კომუნიკაციის უტყუარი იარაღია. საზაფხულო სკოლაში ვსაუბრობთ ენის მნიშვნელობაზე ხალხთან საურთიერთობოდ. ვსაუბრობთ რუსულად, ვცდილობთ ენის ბარიერის დაძლევას. მოვიძევთ ინტერნეტში რამდენ მილიონ ადამიანთან საკომუნიკაციოდ დაგვეხმარება რუსული ენის ცოდნა,რამდენ ქვეყანაში შევძლებთ მოგზაურობას რუსული ენის ცოდმის დახმარებით ისე,რომ კომუნიკაციის პრობლემა არ შეგვექმნება?!

გავარკვევთ რუსულად თავისუფლად მეტყველების მეშვეობით რამდენად ადვილად და რამდენ ქვეყანაში შევძლებთ გარემოსთან ადაპტირებას და დამკვიდრებას?!
ჩვენ ვიცით,რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარ. ჩვენმა საზაფხულო სკოლამ არჩევანი შეაჩერა უახლოეს მეზობელზე. გზად ევროპისაკენ ჩვენი პირველი გაჩერებაა უკრაინა- ტარას შევჩენკოს სამშობლო.

რატომ უკრაინა? რატომ ტარას შევჩენკო? ვკამათობთ, ვეძიებთ ჭეშმარიტებას: უკრაინა- ესაა ნამდვილად უახლოესი მეზობელი და მეგობარი საქართველოსი, პირველი გაჩერება გზად ევროპისაკენ. ტარას შევჩენკოს სამშობლო,- რადგან გვსურს განვაახლოთჩვენი უახლოესი წარსული,აღვადგინოთ მეგობრობა საჩხერესა და მორინიცს (დაბადების ადგილი,1814.25 02), კირილოვკას (სადაც გაატარა ბავშვობა) შორის.

დავინტერესდეთ, რა სულიერი კავშირი არსებობდა აკაკისა და ტარას შევჩენკოს შორის? რატომ მიაჩნდა აკაკის ტარას შევჩენკო პროგრესულად მოაზროვნე, დემოკრატიული პრინციპების მატარებელ და სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად, და თვლიდა, რომ დიდი კობზარის მიერ განვლილი გზა იყო უტყუარი გზა პროგრესისაკენ.

II საათი: ვმართავთ კითხვა- პასუხს: " რატომ ევროპა?!" ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხი მთავარ კითხვაზე: - რატომ ესწრაფოდნენ ოდითგან, და რატომ ვესწრაფვით დღესაც, პროგრესულად მოაზროვნე ქართველები ევროპისაკენ? ვინ იყვნენ ისინი? რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ მეგობრებს? რა იყო ის, რამაც განსაზღვრა აკაკი წერეთლის განსაკუთრებული პატივისცემა ტარას შევჩენკოსადმი, რამაც შემდგომ განაპირობა არა მხოლოდ ამ ორი მგოსნის,არამედ მათი მშობლიური კუთხეების დამეგობრება?! ვსაუბრობთ რუსულად, შევისწავლით ახალ ტერმინოლოგიას, ურთიერთობაში ვცდილობთ ენის ბარიერის დაძლევას, ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენებას,ჯერ აქამდე ჩვენთვის უცნობი სიტუაციების გამკლავებას უცხო( მაგ.: რუსულ) ენაზე.

III- საათი: ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს-ჯანმრთელობას ვიკაჟებთ სპორტდარბაზში. ვთამაშობთ ინტერნეტით მოძიებულ და განახლებულ ძველ ქართულ და უკრაინულ თამაშებს. ვინტერესდებით, როგორ ერთობოდნენ ჩვენი თანატოლი აკაკი წერეთელი და ტარას შევჩენკო. ამ მიზნით ვიხსენებთ აკაკი წერეთლის " ჩემს თავგადასავალს" და ტარას შევჩენკოს მოგონებებს. თამაშების უკეთ შეცნობის მიზნით კონსულტაციისთვის ვიწვევთ დაწყებითი კლასების პედაგოგს, ქალბატონ მარინა წერეთელს. ვიასპარეზებთ მასთან ერთად, ამავე დროს შევისწავლით სპორტულ ტერმინოლოგიას რუსულ ენაზე და პრაქტიკულად გამოვიყენებთ თეორიულ ცოდნას. ვერთობით, ვისვენებთ, შევიმეცნებთ... სასიამოვნოდ და სასარგებლოდ ვატარებთ არდადეგებს.



















საზაფხულო სკოლა „გზა ევროპისაკენ“რეფლექსია
დღე_მეორე
2017 წლის 27 ივნისს სსიპ საჩერის მუნიციპა;ოტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში მოეწყო საზაფხულო სკოლა  „გზა ევროპისაკენ“მეორე სამუშაო დღე.
მოსწავლეებს ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების გაცნობის მიზნით, ვესაუბრეთ საქართველოს იტორიაზე,გავიხსენეთ,თუ რა დროიდან ესწრაფოდა ქართველი ერი  გამხდარიყო ევროპული ფასეულობების თანაზიარი.გავიხსენეთ,თუ ვინ იყვნენ ის პირველი დიპლომატი ქართველები,რომლებიც ევროპასთან დაახლოებას ცდილობდნენ.გამოვიყენეთ დიპლომატიური ლექსიკა რუსულ ენაზე და ავხსენით მათი მნიშვნელობა.მოსწავლეთა მიერ მოცემული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით გავიხსენეთ მუხრან მაჭავარიანის ლექსი“საბა“.
გავიხსენეთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა,უკრაინა_პირველი სადგური გზად ევროპისაკენ.რათა უკეთ ჩაწვდომოდნენ ევროპასთან დაახლოების მეზეზ-მიზნებს,ვესუბრეთ მოსწავლეებს ქართველი ერის  დიდი მგოსნის,საქართველოს ბულბულის,საჩხერელი აკაკი წერეთელისა და უკრაინის ღირსეული შვილის,უკრაინლი ხალხის მიერ „Великий кобзар”-ად წოდებული,ტარას შევჩენკოს ურთიერთობების შესახებ.
მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლების მიზნით,ვესტუმრეთ სკოლის ბიბლიოთეკას,სადაც მოსწავლეებმა მოიძიეს და წაიკითხეს  აკაკი წერეთელისა და ტარას შევჩენკოს ლექსები.
დღის შეჯამებისა და მოსწავლეთა გახალისების მიზნით,მოსწავლეებმა იმღერეს აკაკი წერეთელისა და ტარას შევჩენკოს ლექსებზე შექმნილი  წინასაწარ მოძიებული სიმღერები.
მოსწავლეთა წახალისებისა  დ მოტივაციის ამაღლების მიზნით,ყველაზე სხარტი და საზრიანი მოსწავლე დავაჯილდოვეთ მათ მიერვე სახელდახელოდ მომზადებული სიგელებით.