понедельник, 18 февраля 2019 г.


სასწავლო პროექტის“პროფესიული ორიენტაცია“ გეგმა


სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი,გვარი
ცირა ბოლოთაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა,სოფელი
საჩხერის მუნიციპალიტეტი
სკოლა
სოფელ სარეკის საჯარო სკოლა
პროექტისმონახაზი
პროექტისდასახელება
პროფესიული ორიენტაცია
პროექტის შინაარსი
პროფესიულ ორიენტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის და განსაკუთრებით,საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები გამოიკვლევენ,თუ როგორ ავირჩიოთ პროფესია.რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას.როგორი გავლენა აქვს პროფესიის არჩევისას ოჯახურ ტრადიციას.რა მოთხოვნა აქვს შრომით ბაზარს-ეს ის ძირითადი საკითხებია,რომლებსაც განვიხილავთ პროექტის ფარგლებში.
საგანი/საგნები
რუსული ენა
საფეხური/კლასი
მესამე საფეხური.მეთერთმეტე კლასი
პროექტის განხორციელების დრო
7 დღე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ.,უცხოურ ენაზე გაზეთის შექმნა და გავრცელება; შეხვედრის მოწყობა ხელოვანთან; ვებგვერდის შექმნა და სხვა);
·           ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს;        
·           აკეთებს უცხოენოვანი ტექსტისჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირაგადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
·           თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
1.მოსწავლე შეძლებს პროექტის განხორციელებას რუსულ ენაზე
2.მოსწავლე შეძლებს რუსულ ენაზე ინფორმაციის მოძიებას,დამუშავებას,თარგმნასდა ინტრევიუს აღებას სხვადასხვა მოთხოვნადი პროფესიის შესახებ.
3.მოსწავლეები შეძლებენ ბლოგის შექმნას,სადაც წარმოადგენენ პროფესიების შესახებ საკუთარ და თანატოლთა ხედვას.
4.მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიაში მონაწილეობას და არგუმენტირებულ მსჯელობას.
შედეგადმოსწავლეებსდანუვითარდებათ:
             საღი მსჯელობა და აღქმა;
             იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
             სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
             საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
             პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
             ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
             ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
.როგორ გავაკეთო სწორი არჩევანი?
თემატური კითხვები

.როგორ ავირჩიოთ პროფესია?

.რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?

შინაარსობრივი კითხვები
.რომელი პროფესია თუ საქმიანობა მოგწონთ ყველაზე მეტად?
.რომელ უმაღლეს სასწავლებელში აპირებთ ჩაბარებას?
.რომელ კონკრეტულ პროფესიას ანიჭებთ უპირატესობას?
.რამდენად ანაზრაურებადია შენ მიერ შერჩეუკლი პროფესია?
.არის თუ არა მოთხოვნადი შენ მიერ შერჩეული პროფესია შრომით ბაზარზე?
.არის თუ არა ჩვენს რაიონში აქ პროფესიით დასაქმების შანსი?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
გრაფიკულიორგანაიზერი



სტრუქტუირებულიინტერვიუები






ვმვ

პროექტისკონფერენციისკითხვები



კლასტერულირუკა_-W-L ცხრილი -  გამოვიყენებ პროექტის დაწყებამდე და  დასრულების შემდეგ. იგი დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის მიგრაციის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ და  რა ისწავლეს . ცხრილი მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ, რომ დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მას. წინასწარ მომზადებულ და ამობეჭდილ ცხრილებს მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ.

თვალსაჩინოდდაწერილისაკითხითაბახის ფურცლებზე




პროექტის მსვლელობისას
პროექტისგეგმა

ჯგუფებზედაკვირვება

თვით-შეფასებადარეფლექსია

სტრუქტურირებულიინტერვიუებიდადაკვირვებები






პროექტის გეგმის ფორმა


ჩეკლისტი

რუბრიკები


პროექტისკონფერენციისკითხვები
კითხვები

 

პროექტის დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ სტრუქტუირებული ინტერვიუები და გამოკითხვები
ვმვ

გრაფიკული ორგანაიზერი

პროდუქტები  და  შესრულებები (პრეზენტაციები, პუბლიკაციები)

პროექტის კონფერენციი სკითხვები

ვმვ ცხრილი ფურცელზე

მიზეზშედეგობრივი რუკა


რუბრიკები

 

შეფასების მოკლე მონახაზი

პროექტის დაწყებამდე
მოსწავლეთაწინარეცოდნისადასაჭიროებებისშეფასებისსტრატეგიები
K-W-L ცხრილი - გამოვიყენებპროექტისდაწყებამდედადასრულებისშემდეგ. იგიდაეხმარებამოსწავლეებსიმისგააზრებაში, თურაიციანსაკითხისმიგრაციისშესახებ, რისიცოდნაუნდათდარაისწავლეს . ცხრილიმოსწავლეებსსაშუალებასმისცემენ, რომდაინტერესდნენსაკითხითმანამ, სანამსიღრმისეულადშეისწავლიანმას. წინასწარმომზადებულდაამობეჭდილცხრილებსმოსწავლეებიინდივიდუალურადშეავსებენ.
სტრატეგიებიგაგებისშემოწმებისადამეტაშემეცნებისწახალისებისათვის  
პროექტისკონფერენციისკითხვები-შევაფასომოსწავლეთაშესაძლებლობებითუროგორიაზრებენისინითავიანთისწავლებისპროცესს. კითხვებიდაეხმარებამოსწავლეებსიფიქრონთავიანთიაზროვნებისგანვითარებაზედათვალყურიმიადევნონმას.  პროექტისდაწყებამდე, მიმდინარეობისასდადასრულებისშემდეგდავგეგმავშეხვედრებსმოსწავლეებთანრათა
პროექტის მიმდინარეობისას
პროგრესისმონიტორინგისსტრატეგიები
დაკვირვებისჩეკლისტი - გამოვიყენებპროექტისმიმდინარეობისასმოსწავლეთაპროგრესისმონიტორინგისათვის,  გამოვიყენებჯგუფურიმუშაობისდროს.  იგიდამეხმარებათვალყურიმივადევნომოსწავლეებსდაშევაფასომოსწავლეთაუნარჩვევები.
წახალისების, თვითრეგულირებადისწავლისადათანამშრომლობისუნარისშესაფასებელისტრატეგიები  
მოსწავლისპროექტისგეგმა - მთელიპროექტისგანმავლობაშიმოსწავლებიიყენებენ, ავსებენდასრულყოფენმოსწავლისპროექტისგეგმისფორმას. შეფასებისამინსტრუმენტსიყენებენმიზნებისდასახვისათვის, მოქმედებისგეგმისშემუშავებისათვის,  განხორციელებისმონტორინგისათვის, თვითშეფასებისადარეფლექსიისათვის.
კვლევისთვითშეფასებისრუბრიკა - პროექტისმიმდინარეობისასმოსწავლეებიატარებენკვლევასდაახდენენთავიანთიკვლევითიუნარჩვევებისშეფასებას. ესრუბრიკამათეხმარებაკვლევისსწორადდაგეგმვასადაგანხორციელებაში.
თანამშრომლობისთვითშეფასებისრუბრიკა - პროექტისმიმდინარეობისასმოსწავლეებიმუშაობენჯგუფებში.  იმისათვისრომთანამშრომლობანაყოფიერიიყოსმათდაეხმარებათანამშრომლობისთვიტშეფასებისრუბრიკა.
მიზეზ-შედეგობრივირუკა-სტრატეგიაგამოიყნებაპროექტისმიმდინარეობისას,   პროცესებისმიზეზ-შედეგობრივიკავშირებისვიზუალურადწარმოსადგენად.ესხელსუწყობსპრობლემურისიტუაციებისგაანალიზებას.
პროექტის დასრულებისას
გაგებისადაუნარებისდემონსტრირებისსტრატეგიები  
მულტიმედიურიპრეზენტაციის, ზეპირიპრეზენტაციის,  შეფასებისრუბრიკები -  საბოლოონამეშევრებიდაშესრულებებიშეფასდებამულტიმედიურიპრეზენტაციისდაბუკლეტისშეფასებისრუბრიკისსაშუალებით, ესრუბრიკებიმოსწავლეებსასევეშეუძლიათგამოიყენონთვითშეფასებისათვისპრეზენტაციაზედამუშაობისდროსდასრულყონთავიანთინამუშევრები.

სხვა საკითხები
წინარეცოდნა
               კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
               ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
               საპროექტო თემის საკითხების ცოდნა და  მნიშვნელობის გაცნობიერება
               ინფორმაციის შესწავლის და სინთეზირების უნარი;
               ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;
სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისი
ნაბიჯი 1 (დრო 1 დღე)
საპროექტო თემის შერჩევაში მოსწავლეთა ჩართულობის და მათი დაინეტრესების მიზნით  აკეთებს შემდეგ აქტივობებს:
საკლასო განხილვის  შემდეგ მასწავლებელი აკეთებს მოდელირებას,ხმამაღლა მსჯელობს და ხსნის თავისი  ფიქრის პროცესის ყველა ეტაპს. ხმამაღალი  ფიქრის პროცესში ხსნის იმ პრობლემას რომელიც საპროექტო თემასთანაა დაკავშირებული.
მასწავლებელს პროცესი მიჰყავს იქით რომ მოსწავლეებში გაჩნდეს თემატური კითხვები   რომელზედაც მოსწავლეებს მოუწევთ პასუხის გაცემა.
შემდეგ მასწავლებლი დაფაზე წერს  თემატურ შეკითხვას/შეკითხვებს. მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვამენ მოსაზრებებს საპროექტო თემასთან დაკავშირებით.
მსჯელობის შემდეგ მასწავლებლი წარადგენს პროექტის თემას . 
მოსწავლეებთან ერთად  უნდა მოხდეს  ზოგადი და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბებაც,  რომელზეც მოსწავლეებს მთელი პროექტის განმავლობაში მოუწევთ პასუხის გაცემა.ნაბიჯი 2. (დრო 2 დღე)
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად გამოიყენება ვ მ ვ ცხრილი . იგი დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საპროექტო თემაზე, რისი ცოდნა უნდათ და  რა ისწავლეს . ვ მ ვ ცხრილები მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ, რომ დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მას.
ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეებთან
პროექტის სამივე ეტაპზე: მსვლელობის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ, იგეგმება ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეებთან. შეხვედრების მიზანია მასწავლებელმა  შეაფასოს მოსწავლეთა შესაძლებლობები გაიაზრონ თავიანთი სწავლების პროცესი .ამისათვის გამოიყენება წინასწარ მომზადებული პროექტის კონფერენციის კითხვები . კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს იფიქრონ თავიანთი აზროვნების განვითარებაზე და თვალყური მიადევნონ  მას. მოსწავლთა აზროვნების მიმართულებით პრობლემების არსებობის შემთხვევაში მასწავლებელს საშუალება ექნება დროულად მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.პროექტის მსვლელობა
ნაბიჯი 1 (დრო 1 დღე)
მასწავლებელი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს პროექტის ძირითად ასპექტებს.ამავე დროს მოსწავლეებს აუხსნის, რომ პროექტზე მუშაობის დროს მუშაობა მოუწევთ ჯგუფებში და შეფასებას ერთობლივ, ჯგუფურ ნამუშევარში მიიღებენ.
მოსწავლეებისგან შეიქნება სამი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში არის 4 მოსწავლე.    ჯგუფების დაკომპლექტებისას მასწავლებელი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ჯგუფი იყოს თანაბრად გადანაწილებული სქესის, წარმომავლობისა და უნარების მიხედვით, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ტოლერანტობის, თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის გრძნობის გამომუშავებაში. ამის შემდეგ ჯგუფებში მოხდება ე.წ. ჯგუფის ხელმძღვანელის (ლიდერის) არჩევა, რომელიც პასუხისმგებლი იქნება მუშაობის პერიოდში ჯგუფის მობილიზებაზე და მუშაობაზე.
მასწავლებელი  მოსწავლეებს უხსნის რომ პროექტის მიმდინარეობისას, აუცილებელია აქტიურად ჩავრთოთ მშობლები, ოჯახის წევრები და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანები რომლებიც დახმარებას გაუწევენ მოსწავლეებს დავალებების შესრულების დროს.
 მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მათ უნდა გამოიყენონ კვლევის  შემდეგი მეთოდები: ინტერვიუს აღება, გამოკითხვა, ანკეტირება. ინტერნეტ და ბეჭდურ წყაროებში მასალის ძიება, ფოტო და ვიდეო გადაღება.
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს თავისუფალ არჩევანს კვლევის მეთოდების შერჩევის მხრივ.
  დავალებების  ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ფასილიტაციას პროექტის მიმდინარეობის,   კვლევის,   ანკეტირების   და   ინტერვიუს  შესახებ.
 მოსწავლეებმა კვლევით მოპოვებული ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული  სახით.
დავალებები გადანაწილებულია ისე რომ ყველა მოსწავლის მიერ დავალების შესრულების შემდეგ პასუხი გაეცეს ყველა შინაარსობრივ კითხვას.
 მოსწავლეები ადგენენ პროექტის გეგმებს და ანაწილებენ დროში შესასრულებელ სამუშაობს, ამ გეგმების შევსება და სრულყოფა მიმდინარეობს მთელი პროექტის განმავლობაში
დავალებები:1. ჯგუფი:ინტერვიუ სასუალო საფეხურის მოსწავლეებთან.
2. ჯგუფი:ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიების მოძიება.
3. ჯგუფი:blogger-ზე მუშოაბა.პრეზენტაცია..


ნაბიჯი 2 (დრო 1დღე)
მოსწავლეები კვლევის მათ მიერ შერჩეული მეთოდების გამოყენებით ასრულებენ დავალებებს. კვლევის დროს მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენენ ელექტრონული მასალის სახით.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეები პროექტის მსვლელობისას აკეთებენ თვითშფასებას და რეფლექსიას. ამისათვის იყენებენ კვლევისა და თანამშრომლობის თვითშეფასების რუბრიკებს .  ამ რუბრიკების შემუშავებაში მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად თვითონაც ღებულობენ მონაწილეობას.
ნაბიჯი 3 (დრო 2 დღე)
შემდეგ მოსწავლეები დასამუშავებელ თემას ერთ მთლიანობად მოიაზრებენ. ამისათვის თითოეული ჯგუფი გამართავს  მსჯელობას და  მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სინთეზის  საფუძველზე დაადგენს საპროექტო თემის მთავარ პრობლემებს .  ჯგუფები ამავე დროს შეიმუშავებენ იმ რეკომენდაციებისა და ღონისძიებების ნუსხას რომელმაც უნდა გადაჭრას საპროექტო პრობლემა. ამ დროს მოსწავლეები პასუხს ცემენ თემატურ და ზოგად კითხვებს. ჯგუფური მსჯელობის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ მიზეზ-შედეგობრივ რუკას. შედეგობრივი კავშირების ვიზუალურად წარმოსადგენად.ეს ხელს შეუწყობს პრობლემური სიტუაციების გაანალიზებას.
 ჯგუფური მსჯელობის დროს მოსწავლეთა მოქმედებებზე და მოსწავლეთა მიერ პრობლემების დაძლევის და სხვა უნარებზე დაკვირვებისათვის მასწავლებელი იყენებს  დაკვირვების ჩეკლისტებს.

ნაბიჯი 4 (დრო 1 დღე )თითოეულ ჯგუფს მიეცემათ დრო  თავიანთი მუშაობის შედეგების წარმოსადგენადშემდგომში blogger-ში ასატვირთად. პრეზენტაცია blogger-ზე შეფასდება პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით  ეს რუბრიკა მოსწავლეებს დაეხმარება პრეზენტაციის მომზადებაშიც. სულ მზადდება 2 პრეზენტაცია.  ჯგუფში  ყოველი წევრი პასუხისმგებელი blogger-ის გამზადებაზე. ხოლო ჯგუფის ლიდერი პასუხისმგებელი იქნება მთლიანი პრეზენტაციის სრულყოფაზე. პრეზენტაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ნამუშევრები წარადგინონ სხვა ჯგუფების წინაშე.

პროექტის დასკვნითი ნაწილი დრო (1 დღე)
პროეტის ბოლოს გაიმართება მოსწავლეთა ნაშრომების წარდგენა   სასკოლო საზოგადოების.  ისინი  განიხილავენ მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეაფასებენ მათ გაწეულ მუშაობას, შეფასება მოხდება წინასწარ მომზადებული ზეპირი პრეზენტაციის რუბრიკით.
 გადაღებულ ფოტო , ვიდეო მასალას და პროექტის ყველა  რესურსს ატვირთავს blogger-ზესკოლის ფეისბუკის გვერდზე.. სთხოვს მოსწავლეებს გაუზიარონ  მისამართი მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს რათა მათ გააკეთონ უკუკავშირი .

რუსული ენის წრის მეორე სემესტრის პირველი მეცადინეობა

https://www.youtube.com/watch?v=Y_mTPTBLIpo
С

пятница, 21 декабря 2018 г.

რუსული ენის პირველი სემესტრის წრის რეფლრქსია და ბოლო მეცადინეობა


რუსული ენის პირველი სემესტრის წრის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩავატარე რუსული ენის წრის მეცადინეობები სსიპ  სარეკის საჯარო სკოლის მეხუთე კლასელ მოსწავლეებთან.
წრის პრველი მეცადინეობა ჩატარდა 2018 წლის 18 ოქტომბერს,წრეს ესწრებოდა ყველა მოსწავლე.
ვინაიდან, რუსული ენის შესწავლა იწყება მეხუთე კლასში და მათთვის ყველაფერი უცხოა ამ ენის ირგვლივ, მოსწავლეებს გავაცანი რუსული ენის მნიშვნელობა. ვესაუბრე სახელმწიფოზე. მის დედაქალაქზე. გეოგრაფიულ მდებარეობაზე.ვუჩვენე რუსეთის დროშა. ასევე , ვესაუბრე რუსული ენის მნიშვნელობასა და დამწერლობაზე.
ვუყურეთ ვიდეო-ჩანაწერს ანბანის შესახებ:მოსწავლეებმა მოისმინეს როგორც ასობგერების ჟღერადობა, ასევე უყურეს, თუ როგორი მართლწერით გამოირჩევა თითოეული ასობგერა. ისინი ისმენდნენ, ხედავდნენ და იმეორებდნენ სათითაო ასობგერაზე შედგენილ სიტვებს.
მოისმინეს ზღაპარი "წითელქუდა". შეეცადნენ ზღაპარში წაეკითხათ ნაცნობი ასობგერები და სიტყვები. სურათებისა და ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობით მოსწავლეები გებულობდნენ ზღაპრის შინაარს.
მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს ნაცნობი სიტყვები. შეეცადნენ დაეცვათ მართლწერის წესები.".გაითამაშეს  როლებში დიალოგებში:"Знакомство"და " Моя школа",ნაცნობ სიტყვებზე დაყრდნობით,რომლემიც პროგრამულად ჰქონდათ ნასწავლი. ასევე მათ აღწერეს საკუთარი სკოლა და კლასი ნასწავლი ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
მოსწავლეებმა დახვეწეს  კითხვის სტრატეგია შემეცნებითი  ვიდეო-გაკვეთილის "Учимся по слогамმიხედვით .
ბოლოს მოისმინეს სახალისო სიმღერა ანბანზე, რომელიც წრის მეცადინეობაზე შეისწავლეს.  მოსწავლეები ხალისით მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
2018 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა წრის მეორე მეცადინეობა .განვიხილეთ თემა Семья . მოსწავლეებმა  წაიკითხავეს  ..პუშკინის მცირე ზომის ზღაპრი"Сказка о рыбаке и рыбке" და ცდილობდნენ  კონტექსტის მიხედვით შინაარსის ამოცნობას.მათ შინაარსის ამოცნობაში  დაეხმარა   წინასწარ ამობეჭდილი სიტყვები და ზღაპარზე შექმნილი მულტფილმის ჩვენება და მოსმენა.
შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს  თემაზეСемья", დაასახელეს  ოჯახის წევრები. გაითამაშეს  დიალოგი "Кто живет с нами" და დაწერეს ნაცნობი და მარტივი გრამატიკული კონსტრუქციისა და ლექსიკური მარაგის გამოყენებით  პატარა თემა:" Моя семья".
2018 წლის 20(13-ის ნაცვლად)  დეკემბერს ჩატარდა რუსული ენის წრის მესამე მეცადინეობა საახალწლო განწყობით
მოსწავლეებმა მოისმინეს  ინფორმაცია  წრის ხელმძღვანელისგან, თუ  როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში. მოსწავლეებმა გაიაქტიურეს  საახალწლო თემასთან შეშაბამისი  ლექსიკური  მარაგი სლაიდ-შოუს მიხედვით, რომელზეც ნაჩვენები იყო  შესაბამისი სურათები და მოვლენები. ლექსიკური მარაგის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეები შეეცადნენ  გადმოეცათ  რუსულ ენაზე, თუ როგორ ვხვდებით ახალ წელს საქართველოში.
წრის მეცადინეობაზე შევეცადე მოსწავლეებისათვის შემესწავლა ლექსი ახალ წელზე,რომელიც მოვასმენინე და გავამეორებინე რამდენჯერმე.მოსწავლეებმა შეზლეს ლექსის შესწავლა,რადგან თითოეული მოსწავლე მონდომებითა და გულიყურითაა  ჩართული შემეცნებით პროცესში,რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის,როგორც მასწავლებლისთვის.ამით დიდი დტიმული მეძლევა და მუშაობის პროცესი სასიამოვნო და ნაყოფიერია.
 მეცადინეობის დასასრულს, მოსწავლეებმა შექმნეს და გააფორმეს საახალწლო მისალოცი ბარათები ოჯახის წევრებისათვის,რომლებიც გააფორმეს  წრის მეცადინეობაზე შესწავლილი ლექსით:

  С Новым годом

За окошком снег идёт                     
Огоньки сверкают.
Наступает Новый год
Все об этом знают.

Придёт Дедушка Мороз,
Принесёт подарки...
Славный праздник Новый год
Будет самим ярким!
 ც.ბოლოთაშვილი    22.12.2018 წ.