вторник, 18 июня 2019 г.

რუსული ენის საზაფხულო სკოლის პროგრამა


საზაფხულო სკოლის პ რ ო გ რ ა მ ა
         დღე: * საზაფხულო სკოლის სამუშაო გეგმისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა-განხილვა. * რა ვაკეთოთ არდადეგებზე? როგორ დავისვენოთ სასარგებლოდ? თამაში ზმნებით: დავასახელოთ ზმნები რუსულად და დავხატოთ ამ ზმნით გამოხატული მოქმედება. შევივსოთ ჩვენი სიტყვათა მარაგი ახალი ზმნებით. * დავფიქრდეთ, რომელი არს. სახელები გვილამაზებენ დასვენების დღეებს. შევქმნათ ნახატების მხიარული ვირტუალური დასვენების გარემო. დავასათაუროთ ნახატები, რა თქმა უნდა რუსულად, და ავაწყოთ დაფაზე ეს ნახატები ანბანის მიხედვით. გავარკვიოთ სად და როდის დაიბადა სიტყვა,, არდადეგები " - ,, Каникулы ", და რას ნიშნავს ის.
დღე          : * ვირტუალურად ვესწრებით სანახაობებს ცირკში, ზოოპარკში, ატრაქციონზე . *შემდეგ ვქმნით ნახატებსა და ნაკვეთებს, ვუკეთებთმათ შესაბამის წარწერებს რუსულ ენაზე, ვაწყობთ ზოოპარკს და ვსწავლობთ მარტივი ინტერაქციით საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას. * ინტერნეტის მეშვეობით ვათვალიერებთ ფლორას და ფაუნას, ცხოველებს, ფრინველებს, ვისმენთ და ვსწავლობთ მათ წარმოთქმას სწორი , რუსული ენისათვის დამახასიათებელი, მახვილების გათვალისწინებით, ინტონაციით. * ვისმენთ მცირე მოცულობის ტექსტებს რუსულად. გამოვიცნობთ ეკრანზე დედებს და მათ შვილებს, და ვასახელებთ რუსულ ენაზე.
დღე მესამე: * ვნახავთ სპეციალურად შექმნილ პინქსტონს ,, Красная книга " .ვისმენთ ინფორმაციებს წითელი წიგნის შესახებ. ვათვალიერებთ ინტერნეტის მეშვეობით და სასწავლო სტენდებით და ვსწავლობთ რუსულად წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველების, მცენარეების სახელებს. *ვმსჯელობთ: ვინ და რატომ ხდება წითელი წიგნის ბინადარი?რატომ ტირის დედაბუნება და რას ითხოვს ჩვენგან? დიახ, შველას ითხოვს, მაგრამ როგორ ვუშველოთ, რა გავაკეთოთ., როგორ გავუფრთხილდეთ მას.
*პრაქტიკული საქმიანობა: ვასუფთავებთ სკოლის ეზოს და შემოგარენს. ვარიგებთ ჩვენს მიერ დამზადებულ ფლაერებს: ,, Планета Земля- наш дом ! Береги свой дом!"


დღე  მ ე ო თ ხ ე: ჩემი ჰობი - ჩემი გატაცება.  ვმსჯელობთ რაა ჰობი? შეიძლება თუ არა ბობი და პროფესია ერთიდაიგივე იყოს? ჰობი და პროფესია ერთნაირად საქმის სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს თუ მოყვარულის დონეზე კეთებაც საკმარისია? ვსწავლობთ საჭირო ტერმინოლოგიას, რათა უფრო სრულყოფილად ვისაუბროთ ჩვენს გატაცებაზე. * ჩვენი მხატვრული თვითშემოქმედება დაგვეხმარება და სურვილისადმი წარმოვადგენთ ჩვენს ჰობს( ნახატი, ჩანახატი, მაკეტი, ჰერბარიუმი... და სხვა)   ბავშვებს მიეცემათ სრული თავისუფლება თვითწარმოსახვა თვითშემოქმედებაში გადაიტანონ, და ასე უპასუხონ კითხვას: მაქვს ჰობი? და რა?

დღე   მ ე ხ უ თ ე : ,, До свидания школа! Здравствуй лето!" * ვსწავლობთ მხატვრულ კითხვას: პერფორმანსი ლექსის ,, Алфавит " და რუსული ანბანის თითოეულ ასოზე დაწყებული ნახატებით ანბანის სტენდის აწყობა. ვიყენებთ ანბანის ბეჭდურ და ნაწერ ვერსიებს. * ჩემი საუკეთესო საზაფხულო სურვილი?  საჩუქარი,  რომელსაც ვისურვებდი; საჩუქარი , რომელსაც საყვარელ ადამიანს ვაჩუქებ. *ვსტუმრობთ ბიბლიოთეკას: ვკითხულობთ მცირე მოცულობის ტექსტებს და ვცდილობთ, გავერკვეთ რა არის საუკეთესო საჩუქარი. ,,Может быть  ,, Солнышко на память?!" - მზე, სითბო,  სიკეთე,  იმედი... ვაწყობთ დაფაზე რებუსს: ,, Мы любим лето." * სურვილების დაფა: ბავშვები მასზედ დაიტანენ საკუთარ სურვილს : ვინ წერს, ვინ ხატავს... მოსწავლეები იყენებენ გამოსახვის სასურველ საშუალებას . სურვილების დაფა სკოლის დერეფნის კედლებზე დარჩება და სექტემბერში ვნახავთ ვინ აიხდენს საზაფხულო სურვილს...


საზაფხულო სკოლის მეორე დღე

სსიპ როსტომ აბრამისვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენის საზაფხულო სკოლის მეორე მეცადინეობა

Nineli Cabadze-ს ფოტო.
Nineli Cabadze-ს ფოტო.

რუსული ენის საზფხულო სკოლის პირველი დღე

სსიპ როსტომ აბრამისვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა რუსული ენის წრის პირველი მეცადინეობა
სარეკის საჯარო სკოლა-ს ფოტო.

სარეკის საჯარო სკოლა-ს ფოტო.

სარეკის საჯარო სკოლა-ს ფოტო.


სარეკის საჯარო სკოლა-ს ფოტო.

სარეკის საჯარო სკოლა-ს ფოტო.

სარეკის საჯარო სკოლა-ს ფოტო.

სარეკის საჯარო სკოლა-ს ფოტო.


четверг, 23 мая 2019 г.

რუსული ენის წრის მეორე სემესტრის რეფლექსია და ბოლო მეცადინეობა




რუსული ენისა და ლიტერატურის 2018-2019 სასწავლო წლის     სემესტრის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა                             
 დავგეგმე 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის  წრის მეცადინეობები სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის  სარეკის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში.
გამოვაქვეყნე განცხადება სკოლის სოციალურ facebooc გვერდზე.
მომმართეს მშობლებმა და მოსწავლეებმა წრეში მონაწილეობის სურვილით და შევადგინე პროგრამა და მეცადინეობების განრიგი მოსწავლეებთან შეთანხმებით,რაც ასევე ავტვირთე სკოლის სოციალურ გვერდზე.
2019 წლის 7 თებერვალს ჩატარდა რუსული ენის წრის მეორე სემესტრის პირველი მეცადინეობა.
მოსწავლეებს გავაცანი "Снежная королева" შინაარსი. შემდეგ მათ წაიკითხეს ნაწარმოები რუსულ ენაზე და შეეცადნენ კონტექსისა და ნაცნობი სიტყვების მეშვეობით შინაარსის ამოცნობას.შემდეგ კი ვუჩვენე მულტფილმი პაუზებით. მოსწავლეები იშველიებდნენ ნაცნობ სიტყვებს და ცდილობდნენ ნანახის გაანალიზებას.
8 თებერალს მოსწავლეებმა უყურეს თეატრალურ დადგმას ჭიათურის თეატრში, მოახდინეს წაკითხულის, ეკრანზე ნანახისა და თეატრალური დადგმის შედარება, მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა და გაანალიზება.
წრის მეორე მეცადინეობა ჩატარდა 7 მარტს. წრის მეცადინეობას მივეცით ღონისძიების სახე. მოსწავლეებმა შეისწავლეს სარვამარტო და დედისადმი მიძღვნილ ლექსებ. ლექსებს შორის მოსწავლეებმა მოუსმნე რუსულ სიმღერებს შესაბამის თემატიკაზე და თვითონაც შეისწავლეს სიმღერა Дорогая Мама . შექმნეს მისალოც ბარეთებ საყვარელი დედებიასა და ქალბატონებისათვის.
2019 წლის 25 აპრილს ჩატარდა წრის მესამე მეცადინეობა მეხუთე კლასში, მოხდა პროგრამის მოდიფიცირება.მოსწავლეებმა ესგ-ს მიხედვით შეისწავლეს წელიწადის დროები,აქედან გამომდინარე, რუსული ენის წრეზე მოხდა ამ თემის განმტკიცება.
მოსწავლეებმა უყურეს შემეცნებით მულტფილმს წელიწადის დროებზე. მოსწავლეები დავყავი  4 ჯგუფად, თუთუეულ ჯგუფს არჩევითობის პრინციპით(ფურცლებზე დავწერე წელიწადის დროები და ავარჩევინე) შეხვდა წელიწადის დრო, როელიც გააფორმეს მხტვრულად და დაურთეს ნასწავლი ლექსი სათითაიო დროზე და  ზეპირა წაიკითხეს.
ემდეგ კი მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია, რაც შეფასებული იქნა ჩემ მიერ წამახალისებელი კომენტარებით.ასევე მოახდინეს ნამუშევრების თვითშეფასება.
2019 წლის 16 და 17  მაისს ჩატარდა წრის ბოლო მეცადინეობა პროგრამის მოდიფიცირებით(რაც ზემოთაც ვახსენე).ვინაიდან,ესგ-ს მიხედვით მეხუთე კლასი გადიოდა ზღაპრების თემას ამ დროისათვის,ხოლო აპრილში გავიარეთ წელიწადის დროები,აქედან გამომდინარე მესამე მეცადინეობაზე განვავრცე წელიწადის დროების თემა, ხოლო მაისის მეცადინეობა მივუძვენით ზღაპრულ სამყაროს.მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი "Теремок",უყურეს მულტფილმს და გავუნაწილე ზღაპრის გმირების როლები. მოსწავლეებმა გაითამაშეს როლური თამაში ,რა დროსაც ძალიან იხალისეს.ემდეგ კი ვესტუმრეთ სკოლის ბიბლიოთეკას,  სადაც  აარჩიეს სასურველი პატარა ზღაპრები და ლექსები ზაფხულის არადეგებზე წასაკითხად.
მოსწავლეებს ვთხოვე შეეფასებინათ წრის ორივე სემესტრის მეცადინეობა, გავიხსენეთ განვლილი მეცადინეობების საკითხები...მოსწავლეებს ახსოვდათ ნასწავლი და ნანახი...ყველამ დადებითად შეაფასა რფუსული ენის წრის მეცადინეობა და გამოთქვეს მომავალში რუსული ენის წრის ფუნქციონირების სურილი. მე ხალისით და სიყვარულით ვმუშაობდი ჩემ პატარა მოსწავლეებთან , რადგან მათი აქტიური ჩართულობა და უკუკავშირი  მეტ სტიმულს მაძლევდა და შთამაგონებდა...
ც.ბოლოთაშვილი
20.05.2019