პროექტის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა ახალგაზრდა თაობის წიგნიერება და კულტურულ-ესთეტიკური განვითარება დღეს აქტუალური პრობლემაა. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ მოსწავლე, და არა მარტო, დააშორა წიგნს, და ხელოვნების სხვა დარგებს. მათ შორის არც კინოხელოვნებაა გამონაკლისი. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე დავგეგმეთ და განვახორციელეთ პროექტი. მიზანი იყო მოსწავლეებში მხატვრული შემოქმედებისადმი, კერძოდ კინოსადმი, ინტერესის გაღვივება. კინო - ესაა საინტერესო ფენომენი, - ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნების, მუსიკის სინთეზი, დაფუძნებული პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე, სპეციფიური დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კი ემსახურება ადამიანის ესთეტიკურ, და არა მარტო, განვითარებას. პროექტით დაგეგმილი ყველა აქტივობა გათვლილი იყო მთავარი მიზნის მისაღწევად. მოსწავლეები გაეცნენ კინოს ისტორიას, ჰოლივუდისა და ოსკარის შესახებ ინფორმაციებს, ინტერნეტით მოძიებულ მასალას. ლოგიკურად გაჩნდა ინტერესი ენახათ უხმო ფილმი,, მოძრავი ნახატების "პროეცირებით ეკრანზე. ემოცია, შთაბეჭდილება, გაოცება უხმო ფილმის ჩვენების შემდეგ მოსალოდნელიც იყო. მოსწავლეებმა სათანადოდ აღიქვეს ტექნიკური პროგრესის, და ზოგადად განვითარების, წინსვლის, მნიშვნელობა. ანკეტურმა გამოკითხვამ, დისკუსიამ, კითხვა - პასუხის სისტემატურ რეჟიმში მუშაობამ, კინოსთან კავშირში საპროგრამო მასალის შესწავლამ მოსწავლეებს გაუღვივა ინტერესი კინოხელოვნებისადმი, არა მხოლოდ როგორც ესთეტიკური გართობის, არამედ პრობლემებზე ეფექტურად საუბრის საშუალებისადმი. პრაქტიკული დავალება შეასრულეს პასუხისმგებლობით და წარმოადგინეს პრეზენტაციაზე სასურველი ფილმის სარეკლამო პლაკატი. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს უნარი : შექმნან პროდუქტი, ამ შემთხვევაში რეკლამა, მოთხოვნის შესაბამისად, შედეგზე გათვლილი. შედეგად შეირჩა ფილმი მოსწავლეთა მიერ შექმნილი უნიკალური შეფასების სქემის მიხედვით. არჩევანმა ცხადყო, რომ მოსწავლეები ასე თუ ისე გაერკვნენ კინოხელოვნების არსში და შეიმეცნეს, რომ კარგი კინო - ესაა სრულყოფილი სიუჟეტის, რეჟისურის, სამსახიობო ხელოვნების, მუსიკის, სპეცეფექტების,... ერთობლიობა. დიდ ეკრანზე საყურებლად შეირჩა ფილმი აქტუალური სიუჟეტით. სენსიტიურ პრობლემაზე შექმნილი ფილმის,, საოცრება" კინოთეატრში ყურებამ მოსალოდნელი შედეგი გამოიღო. :ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული მოსწავლეები მეორე დღეს კვლავ დაესწრნენ იგივე ფილმის ჩვენებას. ეს არის ყველაზე ძლიერი შეფასების ინდიკატორი ამ ფილმისთვის დამზადებული გამარჯვებული სარეკლამო პლაკატისა. პროექტის დასასრულს ჩატარებული ტესტირებით ვენის დიაგრამისა და სტრატეგიის,, ვიცი-მინდა ვიცოდე - გავიგე " გამოყენებით შევაფასე პროექტის განხორციელების აქტუალურობა მთავარი მიზნის მისაღწევად. მოსწავლეებმა ტესტირების პროცესში შეძლეს შესწავლილი მასალის შეჯერება, დახარისხება, შედარება, განსხვავებისა და მსგავსების აღმოჩენა, გაუჩნდათ ინტერესი კონკრეტული თემის ირგვლივ მეტის გაგების, და გაიაზრეს მთავარი : თითოეული მათგანის უნარ - ჩვევები უნდა ვითარდებოდეს სწრაფად შედეგზე ორიენტირებული, XXI საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისად და ამისთვის უმთავრესია მრავალმხრივი ინტელექტუალური განვითარება. კინოხელოვნება, ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, სწორედ რომ მრავალმხრივი ინტელექტის განვითარება - წარმოჩენას უწყობს ხელს. პროექტის მონაწილეებმა თემატურად სწორად შერჩეული რესურსი კარგად გამოიყენეს. პროექტზე მუშაობის პროცესმა მასწავლა, რომ ყოველი აქტივობის განხორციელების შემდეგ აუცილებელია კონკრეტული შეფასების რუბრიკა და შეფასების ფონზე ანალიზი, მომდევნო აქტივობის სწორად დასაგეგმად და განსახორციელებლად. მშობელთა დაინტერესება პროექტის დასაწყისშივე გამოიკვეთა, თუმცა ვფიქრობ, უნდა უზრუნველყო მათი მეტი ჩართულობა, რაც უფრო საინტერესოს გახდიდა მუშაობის პროცესს, მოსწავლეებს კი მეტად მოტივირებულს, ვინაიდან ეს გაზრდიდა მათი აქტიური შემფასებლის რიცხვს.