понедельник, 18 февраля 2019 г.


სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკა 1. პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე : * თეორიული მასალის პაუზებით კითხვა, კინოს შესახებ ინფორმაციის უკეთ გაცნობის, პრობლემის ეფექტურად წარმოჩენის მიზნით. * კითხვარი (ანკეტური გამოკითხვა) კინოს შესახებ სახელმძღვანელოში მოცემული თეორიული და ინტერნეტით მოძიებული მასალების თემატურად და საკმარისად შერჩევის შესახებ. 2. პროექტზე მუშაობა და დავალებების შესრულება : * თითოეული აქტივობა ჩემს მიერ ფასდება როგორც ვერბალური, ასევე არავერბალურად, მოსწავლეები აგრეთვე აფასებენ ერთმანეთს. * ფაქტობრივი ცოდნის, უცხო ტექსტზე მუშაობის, პრაქტიკული დავალების შესრულების ხარისხის მონიტორინგი და ქულებით შეფასება მხატვრულ-ესთეტიკური უნარების განვითარების (პროექტის მიმდინარეობის პროცესში) ზრდის შესაბამისად. 3. პროექტზე მუშაობის დამთავრება : * ტესტირება პროექტით მიღებული ცოდნისა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში წარმოჩენილი პრობლემების დასადგენად : ) ვენის დიაგრამის მეშვეობით ვადგენ სხვაობას და მსგავსებას ძველ და ახალ კინოს შორის ტექნიკური პროგრესის თვალსაჩინოების მიზნით, 21- საუკუნის მიღწევების ეფექტური დემონსტრირებისათვის. ) ვიყენებ სტრატეგიას,, ვიცი - მინდა ვიცოდე - გავიგე "და ვადგენ, რა იცოდნენ მოსწავლეებმა კინოს შესახებ პროექტის დაწყებამდე ; რა სურთ გაიგონ, რომ უკეთ ჩაწვდნენ კინოს დანიშნულებას ; რა გაიგეს, რის შესწავლაში და როგორ დაეხმარა მათ პროექტზე მუშაობის პროცესი, რა პრაქტიკული უნარ - ჩვევები განუვითარდათ. * მინიკითხვარი - პროექტის მიმდინარეობის, საჭიროებისა და ხარვეზების დასადგენად. .


Комментариев нет:

Отправить комментарий