понедельник, 18 февраля 2019 г.


სასწავლო პროექტი პედაგოგები : ნინელი ცაბაძე ცირა ბოლოთაშვილი სსიპ სარეკის საჯარო სკოლა. საგანი: რუსული ენა დონე /კლასი : საშუალო საფეხური, lV კლასი: Vlll, lX. განხორციელების დრო: 7 აკადემიური საათი, 3 კვირა.
თემის დასახელება: "ცოტა რამ კინოს შესახებ". Немного о кино. ,, კინო - მხოლოდ გართობის საშუალება, თუ ცხოვრების მასწავლებელიც. "
თემის შინაარსი : მოსწავლეები ეცნობიან კინოს ისტორიას:როდის, სად, ვის მიერ იქნა პირველი კინო ნაჩვენები. როგორი იყო პირველი კინო, განვითარების რა გზა გაიარა, ვიდრე დღევანდელ დონეს მიაღწევდა. გაეცნობიან როდის დაწესდა და როგორ დაერქვა კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ოსკარი, სად და ვის მიერ აშენდა ჰოლივუდი - ყველაზე მდიდრული, პრესტიჟული და სასურველი დასახლება. იმსჯელებენ რაა მნიშვნელოვანი კინო რომ იყოს სრულყოფილი- სიუჟეტი, მსახიობთა თამაში, მუსიკა, სპეცეფექტები..., რა როლი ითამაშა კინოს წარმოშობამ თანემედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, კომპიუტერის მეშვეობით უყურებენ უხმო ძველ კინოფილმს, სადაც შინაარსი გადმოცემულია სურათების აჩქარებული მოძრაობით, და მუშაობენ ტესტზე, რომლის დასკვნით ნაწილში არგუმენტირებული მსჯელობით აყალიბებენ მოსაზრებას : რაში დაეხმარა მათ კინოს ისტორიის დასაწყისში გადაღებული ფილმის ნახვა, განვითარების რა გზა გაიარა კინომ, რაა კინო- უბრალოდ გართობის საშუალება თუ სულიერი საზრდო, სტიმული და ცხოვრების მასწავლებელი. ეცნობიან თანატოლების მოსაზრებებს კინოს შესახებ და სწავლობენ, როგორ განიხილონ ესა თუ ის ფილმი, ასრულებენ პრაქტიკულ საშინაო დავალებას : ქმნიან სასურველი ფილმის სარეკლამო პლაკატს და აკეთებენ პრეზენტაციას. თვითონვე ქმნიან ამ კონკრეტული დავალების შეფასების უნიკალურ რუბრიკას: საუკეთესოა ის, რომლის ნახვის მსურველიც მეტი მოსწავლე აღმოჩნდება. ეს კი სპეციალური ფერადი ბარათების მეშვეობით შეირჩა :გაიმარჯვა იმ რეკლამამ, რომელმაც ყველაზე მეტი ბარათი მოაგროვა წარწერით : გთხოვთ მომცეთ ბილეთი ამ ფილმზე. ბავშვები პრაქტიკულ უნარ - ჩვევებს გამოიმუშავებენ: რეკლამა ხომ მასაზეა გათვლილი. ასე შეირჩა პროექტის ძირითადი აქტივობის, დიდ ეკრანზე საყურებელი ფილმის სახელი -,, საოცრება ". კინოში დიდ ეკრანზე ფილმის ნახვით გამოწვეული შთაბეჭდილებები და ფილმის მოკლე მიმოხილვა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული გულმოდგინებით იდებატეს მოსწავლეებმა ფილმში დასმულ პრობლემაზე და აღნიშნეს, რომ ბევრად უფრო მარტივად აღიქმება მასალა ნახვის შემდეგ. მხედველობითი აღქმის უნარის განვითარებისთვის კი კინო საუკეთესო საშუალებაა.
თემის საფუძველი : სტანდარტები და ინდიკატორები. უცხ. IV. 2. სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით მოსმენილი ტექსტის შინაარსის გააზრება. უცხ. . IV. 4. მხატვრულ - ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა, გაგება, გაანალიზება. უცხ. . IV. 5. ტექსტის სტრუქტურულ - ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება. უცხ. . IV. 6. სქემატური და ქრონოლოგიური ჩანაწერების ტექნიკის ფლობა. უცხ. . IV. 10. ტექსტის, სასვენი ნიშნებისა და მახვილის გამოყენებით, ინტონაციით კითხვა და ემოციის გამოხატვა, მეტყველება გარკვევით და მკაფიოდ. უცხ. . IV. 12.სხვადასხვა სახის ტექსტების წერა (ხელნაწერი და ელექტრონული ვერსიების შექმნა). უცხ. . IV. 13. მცირე ზომის ტექსტის შედგენა, თვითგამოხატვის უნარის გამოვლენა. უცხ. . IV 14.წერისას ტექსტის სტრუქტურის დაცვა, საბაზისო ენობრივი უნარ - ჩვევების ფლობა და გამოყენება. უცხ. . IV. 20. სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრა და ზეპირი მეტყველების უნარის გაუმჯობესება. უცხ. . IV. 23. ტოლერანტული დამოკიდებულება სხვადასხვა ერების კულტურათა მიმართ. უცხ. . IV. 24. უცხო ენაზე სხვადასხვა პროექტების განხორციელება (მედიაცია). უცხ. . IV. 27. რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. უცხ. . IV. 28. ინფორმაციის დამუშავება დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით. უცხ. . IV. 29. თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან, შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
თემის შინაარსობრი საფუძვლები. 21- საუკუნის ძირითადი სტანდარტები და ინდიკატორები : * მუშაობის ორიგინალობა, შემოქმედებითობა, გამომგონებლობის განხორციელება და დემონსტრირება. * ახალი იდეების, მრავალფეროვანი პერსპექტივების აღმოჩენა, ახალი საქმეების დაწყებისათვის მზაობა. * თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელება, ინოვაციური იდეების თამამი რეალიზაცია. * სამეტყველო და სოციალური ურთიერთობების დახვეწა. * ლოგიკური აზროვნება, ინფორმაციის დახარისხება - გაცვლა, აღწერა - დახასიათება, გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. * თანამედროვე, XXl საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება და მათი განხორციელებისათვის უმოკლესი ეფექტური გზების ძიება. * თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა, word- ში მუშაობა, სლაიდებით პრეზენტაციის კეთება. * კითხვების დასმა თემასთან კავშირში, თემატური მასალისა და რესურსების დახარისხება, სწორად შერჩევა და გამოყენება. * შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის აუცილებლობის შეგრძნება მომავალი წარმატების მისაღწევად.
პროექტის მიზანი : * კინოს წარმოშობის ისტორიის გაცნობის ფონზე კონკრეტული თემის ირგვლივ მოკლე ისტორიული ექსკურსის წარმართვის, კვლევა - ძიების, ინფორმაციის დახარისხების და თემატურად შერჩევის უნარების განვითარება. * მოვლენათა ქრონოლოგიურად დალაგებისა და წინა მოვლენიდან მომდევნოზე ლოგიკური გადასვლის სწავლება. * თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში. * პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევების გამომუშავება სარეკლამო პლაკატის და შეფასების რუბრიკის შექმნის გზით.
* თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის, არგუმენტირებული მსჯელობის, პრიორიტეტების შერჩევის, თემის აქტუალობის გათვალისწინებით, ხელოვნების ნიმუშებისა და ესთეტიკური აღქმის უნარების გამომუშავება.
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტული თემის ირგვლივ ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, თემასთან დაკავშირებას, ლოგიკური მსჯელობით მოვლენათა თანმიმდევრობით დალაგებას, პრიორიტეტების შერჩევას, საკითხის აქტუალობის განსაზღვრას, კომპიუტერული ტექნიკის საჭიროებისამებრ გამოყენებას, პასიური თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გადატანას, მხატვრული ნაწარმოების(ამჯერად კინოფილმის) აღქმას, პრობლემის აღმოჩენას და გაანალიზებას, ესთეტიური გემოვნების დახვეწას, იმ მთავარი ღირსებების განსაზღვრას, რაც საუკეთესოს სტატუსს სძენს ამა თუ იმ მხატვრულ ფილმს.
პროექტით განსაზღვრული აქტივობები : * ინფორმაციული ხასიათის მასალა:,, Немного о кино ": წაკითხვა, ძირითადი ინფორმაციული მასალის ამოკრება, კინოს ისტორიის მოკლედ თხრობა. * პოლილოგის როლური გათამაშების ფონზე თანატოლთა აზრების გაცნობა კინოს შესახებ. * კინოს დაბადების, ოსკარისა და ჰოლივუდის შესახებ სახელმძღვანელოში მოცემული მასალის გამრავალფეროვნების მიზნით ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. * კომპიუტერის გამოყენებით ინტერნეტით მოძიებული ძველი, უხმო კინოს ჩვენება და შთაბეჭდილებების გაზიარება. *ანკეტური გამოკითხვა საგაკვეთილო მასალის მაგალითზე :რომელი ფილმი მომწონს? საშინაო დავალება : პრაქტიკული სამუშაო სარეკლამო პლაკატების შექმნა ფილმისთვის, რომლის ნახვასაც ურჩევ მაყურებელს. შეფასების რუბრიკის შექმნა. * რეკლამის პრეზენტაცია და ფილმის შერჩევა დიდ ეკრანზე სანახავად, კინოთეატრში. * ფილმის ნახვა კინოში. * პროექტის დასკვნითი ტესტირება : რატომ შეირჩა ეს ფილმი? რა პრობლემას ეხმაურება იგი და რამდენად გვეხმარება კინო ამ პრობლემის უკეთ აღქმასა და გადაჭრის გზების ძიებაში? რა განსხვავებაა და რა უპირატესობა აქვს ფილმის დიდ ეკრანზე ყურებას, თუ თვლით, რომ ეს უპირატესობა არსებობს? რა შეგვძინა პროექტმა?...
პროექტის განხორციელების გზები : * სამუშაო ჯგუფის შექმნა, სამოქმედო გეგმის (გათვალისწინებული აქტივობების) განხილვა. * საუბარი ხელოვნებაზე. ინფორმაციული ხასიათის მასალის გაცნობა კინოს შესახებ. * დისკუსია :ხელოვნება, კერძოდ კინო, - გართობის საშუალება თუ პრობლემების უკეთ წარმოჩენის ეფექტური საშუალება?! * საგაკვეთილო მასალისა და ინტერნეტის საშუალებით მოძიებული ინფორმაციის გაცნობა კინოს შესახებ. * ერთერთი პირველი უხმო კინოფილმის ჩვენება კომპიუტერით. * ანკეტური გამოკითხვა ,, რა ვიცი კინოს ისტორიიდან"?... პრაქტიკული მუშაობა : სარეკლამო პლაკატის დამზადება - სასურველი კინოს რეკლამირება და პრეზენტაცია. * ფილმის ყურება დიდ ეკრანზე, კინოთეატრში. პროექტის შემაჯამებელი ტესტირება.
პროექტის დეტალური აღწერა : სამუშაო ჯგუფი გადაინაწილებს ფუნქციებს, მოიძევს კინოს განვითარების ისტორიულ მასალას და მოსწავლეები გაეცნობიან მას. შეისწავლიან საპროგრამო თემებს,, Немного о кино ",,Рождение кино",,Голивуд",, Оскар". გამართავენ დისკუსიას აქტუალური საკითხების ირგვლივ :რა პროგრესი განიცადა კინომ პირველი კინოკადრებიდან დღემდე, რა როლს ასრულებს კინოინდუსტრია ქვეყნების სოციო - კულტურულ - ეკონომიკურ ყოფაზე, აგრეთვე ტექნიკურ პროგრესზე, რაა კარგი კინოსთვის მთავარი,... და . . უყურებენ ძველ უხმო კინოს, ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და გააკეთებენ შედარებას ძველ და თანამედროვე კინოს შორის პროგრესის თვალსაჩინოდ აღქმის მიზნით. აწარმოებენ ანკეტურ გამოკითხვას: კინოს შესახებ შესწავლილი ინფორმაციები რაში დაეხმარება მათ, არის თუ არა კინო ესთეტიკური გემოვნების დახვეწის, პრობლემების ეფექტური წარმოჩენის, სულიერი მდგომარების გაჯანსაღების გზა და გონების საზრდო წიგნთან ერთად. ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს :თითოეული მათგანი სარეკლამო პლაკატით რეკლამირებას უწევს მისთვის სასურველ ფილმს. ნამუშევრის შეფასებას მოახდენენ მათ მიერ მოფიქრებული შეფასების რუბრიკით. შერჩეულ ფილმს უყურებენ დიდ ეკრანზე საჩხერის კინოთეატრში; პროექტი დასრულდება შემაჯამებელი ტესტირებით : რა მოგვცა პროექტმა?



Комментариев нет:

Отправить комментарий