среда, 13 июня 2018 г.

რუსული ენისა და ლიტერატურის საზაფხულო სკოლის "ჯადოსნური სამყარო“ პ რ ო გ რ ა მ ა და მ ი ზ ნ ე ბ ი
საზაფხულო სკოლის სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს რუსული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლებას, სასაუბრო ენის დახვეწას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას მრავალფეროვანი, არასაპროგრამო საინტერესო აქტივობებით. მოსწავლეთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი, ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა - დახვეწას, უცხო ენის (რუსული ენის) პოპულარიზაციას, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ - ჩვევების გამომუშავებას.
საზაფხულო სკოლა დაეხმარება მოსწავლეებს ესთეტიკურ-შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა-განვითარებაში, გემოვნების დახვეწაში, მხატვრულ- შემოქმედებითი მსჯელობის უნარის განვითარებაში, რუსულ ენაზე საუბრის დროს ენის არასაკმარისად ცოდნის გამო წარმოშობილი შესაძლო კომპლექსებისაგან განთავისუფლებაში, ენობრივი ბარიერის დაძლევაში, პიროვნების შემოქმედებით-ესთეტიკურ მომზადებაში.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს რუსული ენისა და ლიტერატურის განმტკიცებას, სალაპარაკო ენის დახვეწასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. მისი მიზანია გამოავლინოს მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭი და მრავალმხრივი შესაძლებლობები.
საზაფხულო სკოლის ამოცანებია მოსწავლეთა შემოქმედებით-ესთეთიკური გემოვნების ჩამოყალიბება, შემოქმედებითი ნიჭის განვითარება და მხატვრული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება რუსულ ენაზე. პიროვნების მომზადება შემოქმედებითად და ესთეთიკურად.
პროგრამა შექმნილია VI-VII კლასის მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით და 2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს მოწყობილი საზაფხულო სკოლის ,,გზა ევროპისაკენ“ გამოცდილების გათვალისწინებით. საზაფხულო სკოლა ხელს შუწყობს მოსწავლეთა კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას. ხელოვნებასთან კავშირის გზით, მოსწავლეთა საჭიროებების გამოკვეთას შემოქმედებით თვითრეალიზებაში გამომსახველობითი აქტივობების საშუალებით.
,,ზ ღ ა პ რ ი ს სამყარო“
მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი რუსი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტის, პოეტის ა.ს. პუშკინის ზღაპრებს, წაიკითხავენ, გაანალიზებენ. ამასთანავე გაეცნობიან ქართველი მწერლების მიერ დაწერილ ზღაპრებს, ნახავენ ზღაპრების მიხედვით გადაღებულ ფლმებს, მოახდენენ შედარებას, გაიმართება დესკუსია, წაკითხულისა და ნანახის შედარება , გაიმართება მუშაობა ჯგუფებში, სადაც მოსწავლეები პრაქტიკული მეცადინეობით (ხატვა, ძერწვა, ისტ-ის გამოყენება) მოახდენენ ტრანსფორმაციას- შექმნიან მხატვრულ კომპოზიციებს ზღაპრებიდან და გააფორმებენ მათთვის სასურველი ჯადოსნური ხედვით, გააკეთებენ პრეზენტაციას რუსულ ენაზე.
მოცემული აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები შეისწავლიან და განიმტკიცებენ რუსულ ტერმინოლოგიას ფერთა დასახელების, ფერების შექმნის, ძირითადი ფერების გამორჩევის სფეროში, რაშიც დაეხმარებიან მოსწავლეები სამხატვრო სკოლიდან, რომლებიც რჩევებს და რეკომენდაციებს გაუწევენ მოსწავლეებს რუსულ ენაზე. შეიქმნება დიალოგები, მსჯელობა, არგუმენტირებული მიდგომები. მოსწავლეებს, რომლებსაც ხელეწიფებათ ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, ნამუშევრებს შექმნიან ტექნოლოგიის გამოყენებით და დაურთავენ წერილობით პრეზენტაციას რუსულ ენაზე.
პრაკტიკული სწავლების პროცესში მოსწავლეები გამოიყენებენ პლასტელინს, ფანქრებს, გუაშს, თაბახის ფურცლებს, ფორმატს... , შექმნიან ზღაპრულ გმირებს და იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც მათ წარმოსახვას გახდის შთამბეჭდავს.
მეცადინეობები ჩატარდება წყვილებში (დიალოგები), ჯგუფებში, ინდივიდუალურად. მოიცავს ჯგუფური მუშაობის პრინციპის სწავლებასადა ინდივიდუალური მიდგომის გზების დახვეწას. ხელს შეუწყობს მსმენელის და პრეზენტატორისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებასა და ტრანსფორმაციის უნარის განვითარებას.
,,წ ი გ ნ ი ს სამყარო“
მოსწავლეები გაეცნობიან ,,წიგნის სამყაროს“, რომლის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლება, კითხვის მნიშვნელობის გაანალიზება, ინდივიდუალური ხედვის, წვრილი მოტორიკის განვითარება.
მოსწავლეები ერთმანეთს დაუკავშირებენ ლიტერატურასა და ვიზუალურ ხელოვნებას. მოსწავლეები საყვარელ წიგნსა და ნაწარმოებს გამოიყენებენ თვითრეალიზებისათვის.
შექმნიან საყვარელი წიგნის უნიკალურ მაკეტს საკუთარი ხედვით: ფორმა, კონსტრუქცია, ვიზუალი, შესრულების ტექნიკა და ნებისმიეერი ორიგინალური მიდგომა (სიუჟეტი).
ეს უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლეებს შეუქმნის საკუთარ ისტორიას საყვარელი წიგნის ან ნაწარმოების მიხედვით და მოახდენს მის ვიზუალიზაციას ჭეშმარიტ ხელოვნურ სამყაროში.
მოეწყობა გამოფენა , სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ წიგნის საკუთარ უნიკალურ მაკეტს, ის მოსწავლეები რომლებსაც სურვილი აქვთ იმუშაონ ტექნიკურად გამოიყენებენ ისტ-ს.
გამარჯვებული მაკეტი დაჯილდოვდება სამახსოვრო წიგნით საზაფხულო სკოლის პედაგოგებისაგან.
,, ბუ ნ ე ბ ა და ფ ა ნ ტ ა ზ ი ა“
საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართება დისკუსია ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის თემაზე, რომლის მიზანია, მოსწავლეებს განუვითაროს ჩვენი ქვეყნის ჯადოსნური ბუნების აღქმის უნარი, ჩამოუყალიბოს ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის გაფრთხილების სურვილი.
მოეწყობა ლაშქრობა ჯრუჭის ხეობაში, ნახავენ ჯადოსნური სილამაზის ბუნებას, რის შედეგადაც ვიზუალურ სამყაროს დაუკავშირებენ ხელოვნებას და განახორციელებენ ნანახის შთაბეჭდილების გამოხატვას სასურველი გზით: ჩანახატი, ნახატი, ვიდეორგოლი,ფოტო-კოლაჟი,რომელსაც შემდეგ განათავსებენ მოსწავლეების მიერ შექმნილ"ჯადოსნურ კუთხეზე".
შექმნიან დიალოგებს რუსულ ენაზე, გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს ნანახისა და საზაფხულო სკოლაში განვლილი დღეებთან დაკავშირებით როგორც ერთმანეღთს, ისე ხელმძღვანელ მასწავლებლებს.
საზაფხულო სკოლა ,,ჯადოსნური სამყარო“ მოიცავს ხუთ დღეს (18..06-დან 22.06-მდე)
დღე პირველი- ,,ზღაპრული სამყარო“ _ 18.06(10.00-13.00)
დღე მეორე- მხატვრულ-ესთეთიკური შემოქმედება_ 19.06(10.00-13.00)
დღე მესამე-,,წიგნის სამყარო“ _20.06(10.00-13.00)
დღე მეოთხე- გამოფენა-,,საყვარელი წიგნის მაკეტი“ დაჯილდოვება _21.06(10.00-13.00)
დღე მეხუთე- ,,ბუნება და ფანტაზია“.ლაშქრობა ჯრუჭის ხეობაში_22.06
საგანი :რუსული ენა.
პედაგოგები :ცირა ბოლოთაშვილი, ნინელი ცაბაძე.

пятница, 8 июня 2018 г.

четверг, 7 июня 2018 г.

მასწავლებლის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა   ჩატრებულ შიდა დაკვირვების გაკვეთილზე
2018 წლის 27 აპრილს სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ.სარეკის საჯარო სკოლის VI კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე:"Мои друзья" და გრამატიკული მასალა:ნაცვალსახელები"Мой, моя, моё, мои. Чей, чья,чьё, чьи." 
გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს შეძლებოდათ:წერა,კითხვა,მოსმენა,მეტყველება.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი და თვალსაჩინო ადგილას გამოვუკარი გაკვეთილის თემა,მიზნები და ნაცვალსახელების ცხრილი.
გაკვეთილი ჩავატარე სამფაზიანი მოდელით:1.გამოწვწა;2.სიღრმისეული წვდომა;3.გააზრება,რეფლექსია.
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს გავახსენებინე სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი ლექსები,რის შემდეგაც გადმომცეს ზეპირად დავალებად მიცემული ლექსი:"Поссорились".შემდეგ მოსწავლეებს წავაკითხე სამუშაო რვეულებში შესრულებული საშინაო წერითი დავალება.
შემდეგი აქტივობა ტექსტის"Мостик" მოსმენა და გაგება იყო,რომლის დროსაც გამოვიყენე ჩემს მიერ შედგენილი რესურსი:ჩემი საკუთარი ხმის აუდიო-ჩანაწერი შინაარსის მიხედვით სლაიდებით გაფორმებული,რამაც მოსწავლეებს გაუმარტიუვა ახალი ტექსტის გაგება,აღქმა და შინაარსობრივად გაანალიზება.ტექსტის მოსმენისა და შესაბამისი სლაიდების ნახვის შემდეგ მათ ადვილად გაართვეს თავი ტექსტის შესაბამის შინაარსობრივ დავალებებს:"Соедини две части предложения"და" Прочитай и отметь  Да или Нет".
სიღრმისეული წვდომის ფაზაზე მოსწავლეებს ავუხსენი ახალი გრამატიკული მასალა:ნაცვალსახელი"Чей, чья,чьё, чьи" ,რის შემდეგაც ნასწავლი ახალი და განვლილი მასალის განსამტკიცებლად ვამუშავე წყვილებში ჩემს მიერ შედგენილ ლექსიკურ-გრამატიკულ ტესტებზე.მოსწავლეებს დაფაზე შევავსებინე ჩემს მიერ შედგენილი გაკვეთილის თემასთან შესაბამისი კროსვორდი:"Дружба" და ასევე დაფაზე ვაწერინე წერილობითი დავალება წიგნიდან "Собери предложения",რითიც მოსწავლეებმა დანიმტკიცეს ახალი ლექსიკური მარაგი.
გააზრების ფაზაზე მოსწავლეებს წავაკითხე და ვათარგმნინე ტექსტი"Мостик"და დავასათაურებინე ტექსტის თითოეული აბზაცი.
გაკვეთილის მიწურულს მოსწავლეებს შევუფასე ტესტი ტესტზე მუშაობის შეფასების რუბრიკით,სადაც მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს.მოსწავლეები შევაფასე სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ჩართულობის,ლექსიკური მარაგის გამოვლინებისა და გრამატიკული მასალის ათვისების,წერითი და მეტყველებითი უნარების მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი,ასევე განმავითარებელი შეფასებით.ასევე მოსწავლეებმა აწარმოეს თვითშეფასება კომენტარებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი დავალება:ტექსტი"Мостик"მოყოლით.წერილობითი დავალება სამუშაო რვეულში გვ.68,#8.ასევე თდასაწერად თემა:"Мой друг"ან" Моя подруга".
ვფიქრობ ,რომ მივაღწიე გაკვეთილის გეგმის მიხედვით დასახულ მიზნებს,ამოცანებს და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
გაკვეთილის მსვლელობისას არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება,დროც ზუსტად გამოვიყენე.
სამომავლოდ გავიუმჯობესებდი ტექნიკურ პირობებს,რადგან ყოველთვის ვაწყდები პატარა პრობლემას მის სასწავლო პროცესი გამოყენებისას.
ც.ბოლოთაშვილი
27.04.2018 წ.

среда, 2 мая 2018 г.

1.პროექტის სახელწოდება:სოციალური პროექტი ,,ჯანსაღი კვება- ჯანმრთელი თაობა“
2.პროექტის ხანგრძლივობა:2 თვე (მარტი-აპრილი)
3.ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი:სსიპ. საჩხერის მუნიციპ. სოფ. სარეკის საჯარო სკოლა
4.ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ: სარეკის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები. კლასის ხელ-ლი ც. ბოლოთაშვილი
5.პროექტის აღწერა:  ჯანსაღი თაობის აღზრდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ადამიანებისა და კერძოდ, სკოლის მოსწავლეების ცხოვრებაში; ჯანმრთელობა დაკავშირებულია მოზარდის როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებასთან. მოსწავლეთა ინფორმირება ჯანასაღი კვების შესახებ ხელს შეუწყობს მათი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ჯანსაღ კვებასთან მიმართებაში. მოსწავლეთა უმრავლესობისათვის ჯანსაღი კვება წარმოადგენს პრობლემას, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია გემრიელი,მშრალი, ტკბილი, შემწვარი საკვები, რაც ხშირად მოზარდთა არასიჯანსაღისა და მათში სხვადასხვა დაავადებების განვითარების ხელშემწყობია. მოსწავლეთა ჩართვა პროექტში ,,ჯანსაღი კვება- ჯანმრთელი თაობა“ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებას ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და არასწორ კვებასთან დაკავშირებულ პრობლემების პრევენციას.

6.სოციალური პროექტის (,,ჯანსაღი კვება-ჯანმრთელი თაობა“) მიზანი :         • მოსწავლეებისათვის ჯანსაღი კვების შესახებ საბაზო ცოდნის მიწოდება
მოსწავლეთა ჩართვა ჯანსაღი კვების შესახებ საინფორმაციო კამპანიაში
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
ჯანსაღი ცხოვრებისთვის  ხელშემწყობი პროდუქტების გაცნობა
პროექტში ჩართული მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ჯანსაღი კვების შესახებ

7.სოციალური პროექტის (,,ჯანსაღი კვება-ჯანმრთელი თაობა“) ამოცანები:              • წინამოსამზადებელი სამუშაოები;
საინფორმაციო კამპანია;
კვლევის ჩატარება;
ინტერვიუ ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებთან;
შეხვედრა ექიმთან;
საინფორმაციო ბუკლეტების გამოშვება;
პროექტის მონიტორინგი და შეფასება;
პროექტის პრეზენტაცია;
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ჯანსაღი კვების, როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჩამოყალიბების შესახებ. მიიღებენ ჯანსაღი პროდუქტების ორგანიზმზე დადებითი გავლენის შესახებ ინფორმაციას.
9.განხორციელების გზები:                         • სამუშაო ჯგუფების შექმნა
ლექცია-სემინარის ჩატარება.
დოკუმენტური ფილმის ჩვენება ჯანსაღი კვების შესახებ და დისკუსიის მოწყობა
დავალებების განაწილება ჯგუფებში
I ჯგუფი- ინფორმაციის მოძიება ჯანსაღი პროდუქტების შესახებ
II ჯგუფი- ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
III ჯგუფი- ინტერვიუ ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებთან
ჯგუფის ყველა წევრი: შეხვედრა ექიმთან
პროექტის მიმდინარეობისა და შეფასების კრიტერიუმების შედგენა
პროექტის შეფასება-პრეზენტაცია.
10.რისკფაქტორები:                                 • ტექიკური პრობლემები
ექიმთან ვიზიტის შეთანხმება
11. პროექტის დეტალური აღწერა:  მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ მინილექციითა და დოკუმენტური ფილმით, ისინი განაწილდნენ ჯგუფებში, რომლის თითოეული წევრი აქტიურად ჩაერთო და შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მუშაობდნენ ინფორმაციის მოძიებაზე, ბუკლეტების დამზადებასა და გამოშვებაზე, ინტერვიუს მომზადებაზე, ექიმთან ვიზიტის დაგეგმვაზე. დროდადრო აჯამებდნენ შესრულებულ სამუშაოს,მსჯელობდნენ და მართავდნენ დისკუსიას. საინტერესო იყო ინტერვიუები ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებთან,რომლებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ჯანსაღი პროდუქტების ბიოლოგიურ მნიშვნელობასა და ქიმიური შედგენილობის შესახებ. მოაწყვეს ვიზიტი რაიონული მედიციის ცენტრში ექიმებთან, რომლებისგანაც მიიღეს მნიშვნელოვანი პროფესიული რჩევები ჰიჰიენისა და სწორი კვების შესახებ. დროდადრო ითვალისწინებდნენ მასწავლებლის რეკომენდაციებს, რომელიც მონიტორინგს უწევდა მათ მუშაობას. მოსწავლეები პარალელურად ერთმანეთსაც უწევდნენ მონიტორინგს პროექტის მსვლელობის გაუმჯობესებისა და წარმატებულად განხორციელების მიზნით.
12.საჭირო რესურსები: კომპიუტერები, პროექტორი, თაბახის ფურცლები, ქსეროქსი, მეცნიერების ენციკლოპედია, სატელეფონო ვიდეო-გადამღებები, ინტერნეტი.
13.პასუხისმგებელი პირი : ცირა ბოლოთაშვილი. სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი, IX კლასის ხელმძღვანელი.
ელ-ფოსტა:cbolotashvili@gmail.com

вторник, 1 мая 2018 г.

რუსული ენისა და ლიტერატურის წრის მეორე სემესტრის მესამე მეცადინეობა

понедельник, 2 апреля 2018 г.

2018 წლის 30 მარტს ჩატარდა რუსული ენისა და ლიტწრატურის წრი მეორე სემესტრის მეორე მეცადინეობა.განვიხილეთ ზღაბრები და თქმულებები.
"Мир былин и сказок".

пятница, 23 марта 2018 г.

მოსწავლეთა 72-ე კონფერენციაში"ილია ჭავჭავაძე ჩვენი თანამედროვე"მონაწილე მოსწავლეთა ხელმძღვანელის,სსიპ სარეკის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ცირა ბოლოთაშვილის
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2017-2018 სასწავლო წლის თებერვალში გავეცანი 72-ე კინფერენციის დებულებას,რომელიც გავაცანი რუსული ენის შემოქმედებითი წრის მოსწავლეებს და მათთან შეთანხმებით შევარჩიე საკონფერენციო თემა: ილია ჭავჭავაძის პუპლიცისტური წერილის"რა გითხრათ?რით გაგახაროთ?თარგმანი რუსულ ენაზე:Что вам сказать?Чем порадовать?"
თემაზე მუშაობის სურვილი გამოთქვა ორმა მოსწავლემ:ნინო ჭადაძე,თამარ აბრამიშვილი(IX  კლასი).
შევადგინე თემაზე მუშაობის პროგრამა,განრიგი და გავაცანი მოსწავლეებს.
მუშაობა საკმაოდ შრომატევადი იყო.მოსწავლეებმა გამოიყენეს ლექსიკურ-გრამატიკული უნარები;მოახდინეს რუსულ ენაში შესწავლილი მასალების გაანალიზება და საჭიროებისამებრ გამოყენება.
მოსწავლეებს მოუწიათ საკმაოდ რთული ტერმინოლოგიების გადათარგმნა,გრამატიკულად და სტილისტურად გამართვა.
საკონფერენციო თემა განხილულ იქნა სსიპ საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის კათედრაზე,დაედო რეზოლუცია და გადაგზავნილ იქნა 2018 წლის 30 იანვარს.
2018 წლის 15 მარტს ცნობილი გახდა საკონფერენციო თემის"რა გითხრათ?რით გაგახაროთ?"Что вам сказать?Чем порадовать? ქ.ქუთაისში დაცვის შესახებ,სადაც 18 მარტს გაემგზავრნენ თემაზე მომუშავე მისწავლეები:ნინო ჭადაძე და თამარ აბრამიშვილი,რომლებმაც დაიმსახურეს სიგელები.
ც.ბოლოთაშვილი
23.03.2018წ.