მასწავლებლის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა ჩატრებულ შიდა დაკვირვების გაკვეთილზე
2018 წლის 27 აპრილს სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ.სარეკის საჯარო სკოლის VI კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე:"Мои друзья" და გრამატიკული მასალა:ნაცვალსახელები"Мой, моя, моё, мои. Чей, чья,чьё, чьи."
გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს შეძლებოდათ:წერა,კითხვა,მოსმენა,მეტყველება.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი და თვალსაჩინო ადგილას გამოვუკარი გაკვეთილის თემა,მიზნები და ნაცვალსახელების ცხრილი.
გაკვეთილი ჩავატარე სამფაზიანი მოდელით:1.გამოწვწა;2.სიღრმისეული წვდომა;3.გააზრება,რეფლექსია.
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს გავახსენებინე სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი ლექსები,რის შემდეგაც გადმომცეს ზეპირად დავალებად მიცემული ლექსი:"Поссорились".შემდეგ მოსწავლეებს წავაკითხე სამუშაო რვეულებში შესრულებული საშინაო წერითი დავალება.
შემდეგი აქტივობა ტექსტის"Мостик" მოსმენა და გაგება იყო,რომლის დროსაც გამოვიყენე ჩემს მიერ შედგენილი რესურსი:ჩემი საკუთარი ხმის აუდიო-ჩანაწერი შინაარსის მიხედვით სლაიდებით გაფორმებული,რამაც მოსწავლეებს გაუმარტიუვა ახალი ტექსტის გაგება,აღქმა და შინაარსობრივად გაანალიზება.ტექსტის მოსმენისა და შესაბამისი სლაიდების ნახვის შემდეგ მათ ადვილად გაართვეს თავი ტექსტის შესაბამის შინაარსობრივ დავალებებს:"Соедини две части предложения"და" Прочитай и отметь Да или Нет".
სიღრმისეული წვდომის ფაზაზე მოსწავლეებს ავუხსენი ახალი გრამატიკული მასალა:ნაცვალსახელი"Чей, чья,чьё, чьи" ,რის შემდეგაც ნასწავლი ახალი და განვლილი მასალის განსამტკიცებლად ვამუშავე წყვილებში ჩემს მიერ შედგენილ ლექსიკურ-გრამატიკულ ტესტებზე.მოსწავლეებს დაფაზე შევავსებინე ჩემს მიერ შედგენილი გაკვეთილის თემასთან შესაბამისი კროსვორდი:"Дружба" და ასევე დაფაზე ვაწერინე წერილობითი დავალება წიგნიდან "Собери предложения",რითიც მოსწავლეებმა დანიმტკიცეს ახალი ლექსიკური მარაგი.
გააზრების ფაზაზე მოსწავლეებს წავაკითხე და ვათარგმნინე ტექსტი"Мостик"და დავასათაურებინე ტექსტის თითოეული აბზაცი.
გაკვეთილის მიწურულს მოსწავლეებს შევუფასე ტესტი ტესტზე მუშაობის შეფასების რუბრიკით,სადაც მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს.მოსწავლეები შევაფასე სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ჩართულობის,ლექსიკური მარაგის გამოვლინებისა და გრამატიკული მასალის ათვისების,წერითი და მეტყველებითი უნარების მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი,ასევე განმავითარებელი შეფასებით.ასევე მოსწავლეებმა აწარმოეს თვითშეფასება კომენტარებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი დავალება:ტექსტი"Мостик"მოყოლით.წერილობითი დავალება სამუშაო რვეულში გვ.68,#8.ასევე თდასაწერად თემა:"Мой друг"ან" Моя подруга".
ვფიქრობ ,რომ მივაღწიე გაკვეთილის გეგმის მიხედვით დასახულ მიზნებს,ამოცანებს და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
გაკვეთილის მსვლელობისას არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება,დროც ზუსტად გამოვიყენე.
სამომავლოდ გავიუმჯობესებდი ტექნიკურ პირობებს,რადგან ყოველთვის ვაწყდები პატარა პრობლემას მის სასწავლო პროცესი გამოყენებისას.
ც.ბოლოთაშვილი
27.04.2018 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий