среда, 13 июня 2018 г.

 გაკვეთილის გეგმა საგანი:რუსული ენა.
კლასი:VI მოსწავლეთა პროფილი:21 მოსწავლე სსსმ მოსწავლე:არა
რესურსი:სახელმძღვანელო,სამუშაო რვეულები,კლმები,უბრალო ფანქრები,დაფა,ცარცი, მასწავლებლის მიერ შექმნილი ილუსტრირებული აუდიო-ჩანაწერი,გრამატიკული ტესტები,სქემა, პროექტორი.
გაკვეთილის თემა:" Мои друзья". გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლექსის ზეპირად გადმოცემას; მოსწავლე შეძლებს ტექსტის მოსმენას,გაგებას და მოსასმენ ტექსტთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას; მოსწავლე შეძლებს მოცემული თემის ირგვლივ მარტივ ინტერაქციას; მოსწავლე შეძლებს არჩევითპასუხიანი ტესტის შევსებას; მოსწავლე შეძლებს კროსვორდის შევსებას; მოსწავლე შეძლებს კითხვებზე პასუხის გაცემას; მოსწავლე შეძლებს ტექსტის წაკითხვას და გადათარგმნას; მოსწავლე შეძლებს წყვილებში მუშაობას. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგი: .მიმართულება მოსმენა:უცხ.დ.II.3.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის ტექსტის გაგება. მიმართულება :კითხვა:უცხ.დ.II.5.მოსწავლეს შეუძლია წინადადების გაშიფრვა-წაკითხვა; მიმართულება:წერა.უცხ.დ.II.9.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების,წინადადებების დაწერა. მიმართულება:ლაპარაკი.უცხ.დ.II.11.მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა. მიმართულება:სწავლის სწავლა.უცხ.დ.II.20.მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. უცხ.დ.II.23.მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,მასწავლებელთან,ჯფუფის წევრებთან თანამშრომლობა. გაკვეთილის ამოცანები: წინარე ცოდნის გააქტიურება:ლექსის "Поссорились "ზეპირად თქმა; საშინაო დავალების გამოკითხვა; კითხვა-პასუხი: გრამატიკულ ტესტზე მუშაობა წყვილებში:გრამატიკული კონსტრუქციის"Мой, моя,моё, мои.Чей,чья,чьё,чьи" გაგება და გამოყენება. მოსასმენი ანიმაციური აუდიო-ჩანაწერის მოსმენა და შესაბამისი დავალებების მეშვეობით გაანალიზება; კროსვორდის შევსება; ტექსტის წაკითხვა და გადათარგმნა,აბზაცების მიხედვით დასათაურება გაკვეთილის აღწერა: გაკვეთილი ჩატარდება სამფაზიანი მოდელით: 1.გამოწვევა და პროვოცირება; 2.სიღრმისეული წვდომა; 3.გააზრება ანუ რეფლექსია. გაკვეთილის მსვლელობა: I ფაზა-გამოწვევა ანუ პროვოცირება. I აქტივობა:.მისალმება,კლასის ორგანიზება-2 წთ.
მოსწავლეთა დასწრების შემოწმება;გაკვეთილის მიზნების გაცნობა;ქცევის წესების შეხსენება;შეფასების რუბრიკის გაცნობა.
II აქტივობა_წინარე ცოდნის გაღრმავება-3 წთ.მთელი კლასი
კლასის გასააქტიურებლად გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეები გაიხსენებენ განვლილ მასალას,შესწავლილ ლექსებს,რის შემდეგაც ზეპირად წაიკითხავენ ლექსს"Поссорились"და სამუშაო რვეულებში შესრულებულ საშინაო დავალებას.
III აქტივობა_აუდიო-ტექსტის მოსმენა-15 წთ.მთელი კლასი
აღწერა:მოსწავლეებს მოვასმენინებ ჩემს მიერ ჩაწერილ ილუსტრირებულ აუდიო-ექსტს"Мостик"და ორჯერ მოსმენის შემდეგ შეასრულებენ შესაბამის დავალებებს:შეაერთებენ წინადადების ორ ნაწილს:"Соедини две части предложения";წაიკითხე და აღნიშნე "კი" თუ "არა" Прочитай и отметь Да или Нет.
ახალი გრამატიკული მასალის ახსნა:მოსწავლეებს ავუხსნი ახალ გრამატიკულ მასალას: ნაცვალსახელი" Чей,чья,чьё,чьи".
II ფაზა:სიღრმისეული წვდომა: IV აქტივობა_გრამატიკულ ტესტებზე მუშაობა წყვილებში_6-8 წთ.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეებს დავურიგებ წყვილებში სამუშაოდ ჩემს მიერ შედგენილ გრამატიკულ ტესტებს შესწავლილი და ახალი გრამატიკული კონსტრუქციის:"Мой,моя,моё,мои.Чей,чья,чьё,чьи"მიხედვით.
Vაქტივობა:დაფაზე წერა.მთელი კლასი_5 წთ. აქტივობის აღწერა:მოსწავლეები შეადგენენ წინადადებებს და დაწერენ დაფაზე სახელმძღვანელოში მოცემული დავალების მიხედვიშეადგინე წინადადებები-Собери предложения,განიმტკიცებენ ახალ გრამატიკულ მასალას.მოსწავლეები შეავსებენ დაფაზე დახაზულ კროსვორდს.
III ფაზა-გააზრება და რეფლექსია VI აქტივობა:წაკითხვა და გადათარგმნა.მთელი მკლასი.5-7 წთ.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეებს წავაკითხებ ტექსტს"Мостик",გადავათარგმნინებ და დავასათაურებინებ ტექსტის თითოეულ აბზაცს.
VII აქტივობა:საშინაო დავალება.2წთ.მთელი კლასი
აქტივობის აღწერა:მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად მოსწავლეებს დავალებად მივცემ ტექსტს"Мостик" მოსაყოლად, სამუშაო რვეულში წერილობით დავალებას :გვ.62.დავალებაNo8.ასევე დასაწერად თემა:"Мой друг"ან" Моя подруга"
ნაცნობი სიტყვების გამოყენებით.
VIII აქტივობა:შეფასება.4-5წთ.მთელი კლასი აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით,წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკით და განმავითარებელი შეფასებით. მოსწავლეთა თვითშეფასება კომენტარების მიხედვით.




Комментариев нет:

Отправить комментарий