რეფლექსია
რუსული ენისა და ლიტერატურის საზაფხულო სკოლის"ჯადოსნური სამყარო“ ხელმძრვანელის
რ ე ფ ლ ე ს ი ა
2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მოეწყო საზაფხულო სკოლა"ჯადოსნური სამყარო"
საზაფხულო სკოლის სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავდა რუსული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლებას, სასაუბრო ენის დახვეწას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას მრავალფეროვანი, არასაპროგრამო საინტერესო აქტივობებით. მოსწავლეთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი, ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა - დახვეწას, უცხო ენის (რუსული ენის) პოპულარიზაციას, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ - ჩვევების გამომუშავებას, რუსული ენისა და ლიტერატურის განმტკიცებას, სალაპარაკო ენის დახვეწასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაა, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და მრავალმხრივი შესაძლებლობების გამოვლენას ,რასაც განხორციელებული აქტივობების შესაბამისად, ვფიქრობ,რომ სრულყოფილად მივაღწიეთ.
საზაფხულო სკოლამ გადაჭრა დასახული ამოცანები : მოსწავლეთა შემოქმედებით-ესთეთიკური გემოვნების ჩამოყალიბება, შემოქმედებითი ნიჭის განვითარება და მხატვრული მსჯელობის უნარის განვითარება რუსულ ენაზე. პიროვნების მომზადება შემოქმედებითად და ესთეთიკურად.
პროგრამა შეიქმნა VI-VII კლასის მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით და 2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს მოწყობილი საზაფხულო სკოლის ,,გზა ევროპისაკენ“ გამოცდილების გათვალისწინებით. საზაფხულო სკოლამ ხელი შუწყო მოსწავლეთა კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას ხელოვნებასთან კავშირის გზით, მოსწავლეთა საჭიროებების გამოკვეთას შემოქმედებით თვითრეალიზებაში გამომსახველობითი აქტივობების საშუალებით.
დროულად იქნა განცხადება და პროგრამა განთავსებული სარეკის საჯარო სკოლის სოციალურ გვერდზე.მოსწავლეთაგან მივიღეთ განცხადებები საზაფხულო სკოლაში გაწევრიანების შესახებ.
პირველი დღე(18.06) დაეთმო ზ ღ ა პ რ ე ბ ი ს სამყაროს
საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელებმა მონაწილე მოსწავლეებს ცნობილი რუსი მოღვაწის, შემოქმედისა და, უბრალოდ რუსი ხალხის საყვარელი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის ზღაპრები გავაცანით:"Сказка о золотом петушке"."Сказка о рыбаке и рыбке"."Сказка о попе и о работнике его Балде"...
,მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია ამ ჟანრის შესახებ. ზღაპარი ეთნოსის ერთ - ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი იდეით, თემატიკით, მოტივებით, სიუჟეტით, ენობრივი თავისებურებებით წარმოაჩენს ამა თუ იმ ერის ყოფის კოლორიტულ სურათს. ეთნოგრაფია კი, თავის მხრივ,გვიქმნის მკაფიო წარმოდგენას მსოფლიოს ხალხთა ცხოვრების, კულტურის ისტორიის, თვითმყოფადობისა და ინდივიდუალიზმის, იმ წვლილის შესახებ, რომელიც კონკრეტულმა ეთნოსმა შეიტანა მსოფლიო კულტურის საგანძურში.
პუშკინის ზღაპრები რუსი ერის წიაღში იშვა.თვით ავტორი მშობლიური ხალხური შემოქმედების ნიმუშებს კარგად იცნობდა საყვარელი ძიძის წყალობით. მისი ზღაპრების გაცნობამ მოსწავლეებს წარმოდენა შეუქმნა წარმოდგენა მეზობელი რუსი ერის კულტურაზე.
ამავდროულად მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში წაიკითხეს რუსული ზღაპრები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართულ ხალხური ზღაპრები, შეძლეს პარალელების გავლება ქართულ და რუსულ ეთნოგრაფიას შორის, მსგავსებისა და განსხვავებების აღმოჩენა ამ ორი ერის ისტორიულ - კულტურულ წარსულსა და აწმყოს შორის.
მეორე სამუშაო დღეს მოსწავლეებმა ნახეს რუსული და ქართული ზღაპრების ეკრანიზებული ვერსიები;ა.ს.პუშკინის "მებადური და ოქროს თევზი"."Сказка о рыбаке и рыбке",ქართული ხალხური ზღაპარი:"ჭკვიანი ღარიბი გლეხი". მოახდენეს წაკითხულისა და ნანახის შედარება,შექმნეს T დიაგრამა მასწავლებლების დახნმარებით,აღმოაჩინეს მსგავსება-განსხვავებები ამ ორი ერის ეთნოგრაფიას შორის, გამართეს დისკუსია.საზაფხულო სკოლაში შეთავაზებული აქტივობების მეშვეობით ბავშვებმა გაიმდიდრეს და გაიმტკიცეს ლექსიკური მარაგი რუსულ ენაში, შეისწავლეს ზღაპრებისათვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია, ფერთა დასახელება, მიიღეს კონსულტაციები ძირითადი ფერების გამორჩევის, ფერთა პალიტრის შეხამების შესახებ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისაგან რუსულ ენაზე შეიქმნა დიალოგები, სიტუაციები არგუმენტირებული მსჯელობისათვის.
მესამე სამუსაო დღე მიეძღვნა "ჯადოსნური კუთხის" შექმნას.მოსწავლეეებმა იმუშავეს ჯგუფებში პრაქტიკულად (ხატვა, ძერწვა, ისტ-ს გამოყენება), შექმნეს მხატვრული კომპოზიციები ნანახი,წაკითხული თუ საყვარელი ზღაპრების მიხედვით, მოახდინეს ტრანსფორმაცია მათთვის სასურველი ჯადოსნური ხედვით, გააკეთეს პრეზენტაცია რუსულ ენაზე.მოსწავლეები, რომლებსაც შეეძლოთ, ისტ-გამოყენება, შექმნეს თავიანთი ჯადოსნური სამყარო ტექნიკურად და დაურთეს წერილობით პრეზენტაცია რუსულ ენაზე.მოეწყო ნამუშევრების გამოფენა მოსწავლეების საკუთარი ხელით შექმნილ ჯადოსნურ კუთხეზე"ЧУДЕСНЫЙ УГОЛОК",რომელიც განთავსდა სკოლის კორიდორში.

მეოთხე დღეს ვუწოდეთ,, წ ი გ ნ ი ს ს ა მ ყ ა რ ო " :მოსწავლეებს ვესაუბრეთ წიგნზე მუშაობის მეთოდების,ზოგადად,კითხვის მნისვნელობის შესახებ.მათ გამოთქვეს სურვილი,აიმაღლონ წიგნიერების დონე.მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს ლიტერატურა და ხელოვნება, საყვარელი წიგნი და ნაწარმოები გამოიყენებეს თვითრეალიზებისათვის და შექმნეს საყვარელი წიგნის მაკეტი საკუთარი ხედვით : ფორმა, კონსტრუქცია, ვიზუალი, შესრულების ტექნიკა და სიუჟეტი- ამ უნიკალური შესაძლებლობით მოსწავლეებმა მოახდინეს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია, შექმნეს დიდი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით საყვარელი წიგნის საკუთარი,ინდივიდუალური ისტორია და ეზიარნენ ჭეშმარიტი ხელოვნების სამყაროს.
მოეწყო ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შთამბეჭდავი ნამუშევრები მათთვის სასურველ ფორმატში. საუკეთესო ნამუშევრები დაჯილდოვდა საჩუქრებით_ სამახსოვრო წიგნები საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი პედაგოგებისაგან.

მეხუთე დღე მივუძღვენით " ბ უ ნ ე ბ ასა და ფ ა ნ ტ ა ზ ი ას ":მოსწავლეებს ვესაუბრეთ საქართველოს უმსვენიერესი ბუნების შესახებ:საქართველოს ბუნება განსაკუთრებულია მისი არსებული მცედნარეთა და ცხოველტა იშვიათი სახეობებით.მრავალი მხატვრულ-ლიტერატურული ნაწარმოები მიეძღვნა საქართველოს ბუნებას.გავიხსენეთ ბუნების დიდი მოამადგე და მგოსანი გენიალურა ვაჟა-ფშაველა. ვისაუბრეთ ეკოლოგიაზე.გავეცანით სტატიას"Новости об экологическOй ситуации в Грузии, нацпарках, заповедниках, флоре и фауне".მოსწავლეთა შორის გაიმართა დისკუსია ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ამ აქტივობით განვუვითარეთ ბავშვებს ჩვენი ქვეყნის ჯადოსნური ბუნების აღქმის, დაცვისა და ეკოლოგიური საფრთხეების აცილებისთთვის საჭირო აქტივობების ძიებისა და განხორციელების უნარი.
მოეწყო ლაშქრობა მდინარე ჯრუჭულას ხეობაში.
მოსწავლეებს წავუკითხეთ სტატიები რუსულ ენაზე საქართველოს ბუნების შესახებ:
"Природные красоты Грузии – страны сказочных пейзажей и лечебных курортов."
ჯრუჭის ხეობაში მოსწავლეებმა ნახწეს ჩვენი სოფლის ეთნოგრაფიის ნუმუში_წყლის წისქვილი,რომელიც გვაძლევდა ჯანსაღ პროდუქტს და თასნაც ისე,რომ საფრთხეს არ უქმნიდა გარემოს.
მიიღეს მონაწილეობა დიალოგებსა და პოლილოგებში და ერთმანეთს რუსულ ენაზე გაუზიარეს შთაბეჭდილებები ლაშქრობის, და ზოგადად საზაფხულო სკოლაში გატარებული დღეების შესახებ.
ყველა მოსწავლე დარჩა კმაყოფილი და აღტაცებული საზაფხულო სკოლაში განვლილი დღეებით,საინტერესო აქტივობებით და აქ მიღებული გამოცდილებებით.
ვფიქრობ,რომ მივაღწიეთ დასახულ ამოცანებსა და მიზნებს.ჩვენი მუსაობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,რასაც აუცილებლად გავაგრზელებთ შემდეგ წლებში მოსწავლეთა და მშობელთა დიდი დაინტერესებისა და სურვიულების შესაბამისად.
საზაფხულო სკლის მუშაობის ამსახველი მასალა იხილეთ ვებ.გვერდზე cbolotashvili.blogspot.com
საზაფხულო სკლის მუშაობის ამსახველი მასალა იხილეთ ვებ.გვერდზე cbolotashvili.blogspot.com
საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი,რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებალი
ცირა ბოლოთაშვილი
22.06.2018წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий