среда, 13 июня 2018 г.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა განხორციელებული პროექტის "ჯანსაღი კვება_ჯანმრთელი თაობაა" შესახებ
2018 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით სარეკის საჯარო სკოლის IX კლაში განხორციელდა სასწავლო პროექტი"ჯანსაღი კვება_ჯანმრთელი თაობაა" .
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთათვის საბაზო და პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდებას ჯანსაღი კვების შესახებ:მოსწავლეთა ჩართულობას,თანამსრომლობას,პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი აღმოფხვრის გზების ძიებას.
მოსწავლეებს მოეწონათ ჩემს მიერ შეთავაზებული პროექტის განხორციელების იდეა;მოტივაციის ასამაღლებლად და დასაინტერესებლად ვაყურებინე დოკუმენტური ფილმი:"სწორი კვება ჩვენი ჯანმრთელობისთვის".
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროექტის განხორციელებაში.ისინი დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუს გავუნაწილე შესაბამისი დავალებები.
პირველმა ჯგუფგმა მოიძია ინფორმაცია ჯანსაღი პროდუქტების შესახებ და წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია,რაც დადებითად იქნა შეფასებული თანატოლთა მიერ.თუმცა,აზრთა სხავდასახვაობასაც ჰქონდა ადგილი,რადგან ჯანსაღი პროდუქტების ჩამონათვალიდან ზოგიერთი პროდუქტი რამდენიმე მოსწავლისათვის არაგემრიელი და მიუღებელი  იყო,თუმცა საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ სეეცდებიან გასინჯონ და შეიტანონ ეს პროდუქტები კვების რაციონში.
მეორე ჯგუფი მუშაობდა ბუკლეტების შექმნაზე,დაბეჭდვასა და დარიგებაზე.მოსწავლეებმა გაავრცელეს სკოლაში ბუკლეტები სახელწოდებით:"სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ბუნებრივი მკურნალები",რომლებსაც ყურადღებით ეცნობოდა ყველა მოსწავლე.
მესამე ჯგუფს დავალებად მიეცა ინტერვუი ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთან,რომლებისგანაც მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს ჯანსაღი პროდუქტების როგორც ქიმიური შემადგენლობის,ისე ადამიანის ორგანიზმზე მისი დადებითი გავლენის შესახებ.
ჯგუფის მთლიანი შემადგენლობა,IX კლასიიმყოფებოდა ქ.საჩხერის მედიცინის ცენტრში ექიმტან სესახვედრად და პროფესიული რჩევების მოსასმენად.
პროექტის მსვლელობისას მიმდინარეობდა თითოეული ჯგუფის ნამუშევრის შეფასება,ფოტო  და ვიდეო ჩანაწერების განხილვა,ვაწარმოებდით მონიტორინგს.მოსწავლ;ეებს ეტაპობრივად ვაძლევდი საჭირო  მითითებებს და რჩევებს.
ვფიქრობ,რომ ერთობლივი მუშაობით მე და ჩემმა მოსწავლეებმა მივაღწიეთ დასახულ მიზანს.ვაწარმოეთ ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაცია,მოსწავლეებს მივაწოდეთ მეტი ინფორმაცია ჯანბსაღი პროდუქტების დადებითი გავლენის შესახებ ჯანმრთელობაზე.
სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოგვიხდა გეგმის მოდიფიცირება:საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გვეწვია ექიმი,რომელსაც უნდა გაეწია მედიცინის ცენტრში ჯანსაღი კვების პროექტი და მისი განხორციელების შემადგენელი ნაწილი უნდა ვყოფილიყავით ჩვენც,მაგრამ აღნიშნული პროექტი აღარ განხორციელდა და მე და ჩემმა მოწავლეებმა ინდივიდუალურად დავგეგმეთ და ვეწვიეთ ექიმს სასარგებლო რჩევების მოისაღებად და  წარმატებულად განვახორციელეთ პროექტი.
ც.ბოლოთაშვილი
03.05.2018წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий