დღე მეოთხე- რეფლექსია. პირველი აქტივობა ითვალისწინებდა ხალისით, თამაშ-თამაშით შეძენილი ცოდნის განმტკიცებას, ახლის შეცნობას. ბავშვებმა წარმოთქვეს ანბანი ზეპირად, ლექსები, მონტაჟი...შემდეგ ასფალტზე ხატეს საგნები, რომელთა დასახელებაც რუსულად იციან. მათ შეძლებისდაგვარად შეძლეს ანბანის აწყობა ნახატებით საწყისი ასოების მიხედვით. თუმცა მათ გამოხატეს უკმაყოფილება ფერადი ცარცების არ ქონის გამო. ჩვენ მივიღეთ მათი შენიშვნა და შემდგომისათვის გავითვალისწინებთ მოსწავლეების სურვილებს. ხატვის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ,მართლაც ობიექტურად, შეაფასეს საკუთარი და მეგობრების ნამუშევრები, და ხმათა უმრავლესობით გამოავლინეს გამარჯვებული- ანა აბაშიძე. მას ასფალტზე სახელდახელოდ ასფალტზე დაუხატეს ჯილდოდ სიგელი. ამ აქტივობით მოსწავლეებმა შეიხსენეს და გაიუმჯობესეს ლექსიკური მარაგი რუსულ ენაში, არამედ შეიძინეს გაბედულება ობიექტურად შეფასების და თვითშეფასებისა. ვფიქრობ ამ უნარის გამომუშავება მნიშვნელოვანია პრაქტიკულ საქმიანობაში.
четверг, 29 июня 2017 г.
სსიპ
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკი საჯარო სკოლისა და ამავე სკოლაში მოწყობილი
სსაზაფხულო სკოლის „გზა ევროპისაკენ“ მონაწილე მოსწავლეთა_ანა და დავით აბაშიძეების
მშობლის,ცირა ბოლოთაშვილის შთაბეჭდილება-შეფასება.
მე,როგორც ამ სკოლის
მოწყობის ართ-ერთი ორგანიზატორი,მოხარული ვარ,რომჩემმა შვილებმა მონაწილეობა მიიღეს
ამ სკოლაში და მოხვდნენ იმ ასაკობრივ ჯგუფში,რომელსაც ვითვალისწინებდით.
ანამ და დავითმა
საზაფხულო სკოლის დახმარებით ნაყოფიერად გაატარეს საზაფხულო არდადეგების 5 დღე,როგორც
შემეცნებითი თვალსაზრისით,ასევე მხიარული აქტივობების დახმარებით.
სურვილი მაქვს,მსგავსი
საზაფხულო სკოლების მოწყობა მოხდეს სხვადასხვა საგნების პედაგოგების მიერ,რაც ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას,საკუთარი შესაზლებლობების განსხვავებულ
სიტუაციებში გამომჟღავნებას,უკვე შესწავლილი მასალის პრაქტიკაში რეალიზებას და განათლების
მიღებას არაპროგრამული,საინტერესო რესურსით.
საზაფხულო სკოლა“გზა ევროპისაკენ“ხელმძღვანელი მასწავლებლის_ცირა
ბოლოთაშვილის ხუთი დღის მუშაობის შემაჯამებელი რეფლექსია
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფელ სარკის საჯარო სკოლაში ამავე სკოლის, დირექტორთან,ქალბატონ ლალი აბჟანდაძესთან
შეთანხმებით,ორგანიზება გავუკეთეთ საზაფხულო სკოლის „გზა ევროპისაკენ“მოწყობას რუსული
ენის პედაგოგებმა_ცირა ბოლოთაშვილმა და ნინელი ცაბაძემ.
გამოვაქვეყნეთ საკუთარ
ბლოგზე და ჩვენს მიერ შექმნილი სარეკის საჯარო
სკოლის facebook
გვერზე განაცხადი სკოლის
შექმნის შესახებ,რომელშიც მივუთითეთ საზაფხულო სკოლის მიზნები,ამოცანები,სკოლაში მისაღებ
მოსწავლეთა კლასი(5,6,7),მშობლისა და მოსწავლის განაცხადის ფორმები,თარიღი(2017 წლის
26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით).
მკაფიოდ და ზუსტად
გავწერეთ საზაფხულო სკოლის პროგრამა,სათითაო სამუშაო დღის გეგმა და თითეული დღის მუშაობის მასწავლებელთა თვითშეფასების რეფლექსია,რომლებსაც
ყოველდღიურად ვტვირთავდით სკოლის ოფიციალურ გვერდძე_eshool სისტემაში.ასევე ვტვირთავდით facebook-სა და საკუთარ ბლოგებზე,რასაც ვურთავდით ყოველი განხორციელებული
აქტივობის ფოტო-ვიდეო მასალას.
მართალია, ზემოთ
ჩამოთვლილი სამუშაოები დაკავშირებული იყო გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებთან,სკოლაში არსებულ
გაუმართავ ისტ_თან,მაგრამ ყველაფერს გავართვით თავი და არ შევჩერებულვართ დსახული მიზნებისაკენ
მიმავალ გზაზე.
უზრუნველყავით სკოლაში
მოსწავლეთა უსაფრთხოება და შევუქმენით მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით(ისტ-ის კაბინეტი,სპორტული
დარბაზი,სკოლის მოასფალტებული ეზო)ყველა აქტივობისათვის განსახორციელებელი პირობები.
თითოეული სქმუშაო
დღის განმავლობაში გვქონდა მშობლებთან კონტაქტი,რომლებიც გამოხატავდნენ დიდ კმაყოფილებას
სკოლის შესახებ და ამავე დროს,წუხილს,რომ საზაფხულო სკოლა მოიცავდა მხოლოდ 5 დღეს.მათივე
ხელით დაწერილი შთაბეჭდილებები ატვირტული გვაქვს მიმთითებულ ბმულებზე.
მოსწავლეებმა პირველივე
დღეს გადმოსცეს დადებითი შთაბეჭდილებები ნახატებითა და წერილებით საზაფხულო სკოლის
შესახებდა გააკეთეს კედლის გაზეთი:Летняя
школа“,მათ მოიფიქრეს
და დახატეს საზაფხულო სკოლის ლოგოები.ერთ-ერთმა მოსწავლემ შექმნა საზაფხულო სკოლის
შთამბეჭდავი ლოგო“საქართველო და ევროპა“,რომელიც მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით შეირჩა
საზაფხულო სკოლის_“გზა ევროპისაკენ“ლოგოდ.ეს ყოველივე ატვირთული გვაქვს ehsool სისტემაში მითითებულ ლინკებზე.ბავშვების სურვილიც საზაფხულო
სკოლის ფუნქციონირების ვადების გაზრდა იყო.
მათ ჩამოგვართვეს პირობა,რომ მომავალ წელსაც გავხნათ საზაფხულო სკოლა და ვიმედოვნებთ,რომ
ამ პირობას შევუსრულებთ ჩვენს საყვარელ და აქტიურ მოსწავლეებს.
რადგან პირველები
ვართ ჩვენი სკოლიდან საზაფხულო სკოლის მოწყობის საქმეში,ვთვლით,რომ მიუხედავად დასახული
მიზნების მიღწევისა და ამოცანების განხორციელებებისა,მაინც წავაწყდით ხარვეზებს eshool სისტემაში მუშობისას_დავუშვით ინფორმაციის ატვირთვასთან
დაკავშირებული შეცდომები და ვიმედოვნებთ,რომ შეფასების ჯგუფი გაითვალისწინებს ჩვენს
პირველ ნაბიჯსა და გამოუცდელობას ამ საქმეში,ჩვენი შეცდომები კი ჩვენი თანამშრომლებისა
და ჩვენივე მომავალი მუშაობისთვის იქნება თვალსაჩინო გზამკვლევი ახლო მომავალში.
ცირა ბოლოთაშვილი.
30.06.2017 წ.
საზაფხულო სკოლა"გზა ევროპისაკენ"დღე_მეოთხე.
სამუშაო გეგმა
პირველი აქტივობა:საზაფხულო სკოლის:"გზა ევროპისაკენ"მოსწავლები ხატავენ ასფალტზე ანბანის ასოზე შედგენილ სიტყვებს და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუსევრებს.კონკურსის სახით გამოავლენენ გამარჯვებულ ნახატს და მის ავტორს და დააჯილდოებენ იქვე,ასფალტზე გამოსახული სიგელით.
სამუშაო გეგმა
პირველი აქტივობა:საზაფხულო სკოლის:"გზა ევროპისაკენ"მოსწავლები ხატავენ ასფალტზე ანბანის ასოზე შედგენილ სიტყვებს და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუსევრებს.კონკურსის სახით გამოავლენენ გამარჯვებულ ნახატს და მის ავტორს და დააჯილდოებენ იქვე,ასფალტზე გამოსახული სიგელით.
მეორე აქტივობა: საზაფხულო სკოლის მოსწავლეები სწავლობენინტერვიუს აღებას, თარჯიმნის ფუნქციის შესრულებას,უცხოსთან კონტაქტის დამყარებას, საჭირო ინფორმაციის მოპოვებას რუსულ ენაზე ცოცხალი კომუნიკაციის მეშვეობით სოციალური ქსელის გამოყენების გარეშე,... მოსწავლეები და მასწავლებლები ვადგენთ კითხვარს, ვამუშავებთ შესაბამის ლექსიკოლოგიას რუსულ ენაზე,ვარჩევთ საინტერესო თემებს ინტერვიუებისათვის და რესპოდენტებს. ვცდილობთ თემები შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის სახელწოდებას, სამუშაო თემას და მიზნებს.
მაგალითად: "საქართველო და უკრაინა, აკაკი და ტარას შევჩენკო", საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში და ვიზალიბერალიზაციის სიკეთეები"... ბავშვები რეპეტიციობენ ერთმანეთში, ირგებენ კორესპოდენტის, თარჯიმნის, რესპოდენტის, გადამღებ ოპერატორის როლებს,იყენებენ გამზადებულ კითხვარებს...
მესამე აქტივობა. პრაქტიკული მუშაობა: ვსწავლობთ და ვიყენებთ შეძენილ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამჯერად ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ ფუნქციებს, ირჩევენ რესპოდენტებს სასაუბრო თემების შესაბამისად და მიდიან ინტერვიუების ასაღებად. კორესპოდენტები საკუთარ ჯგუფებთან ერთად ინტერვიუსათვის თხოვნით მიმართავენ ქართული ენის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. ჯგუფები ბრუნდებიან მოპოვებული მასალით, ამუშავებენ მას, მართავენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას საზაფხულო სკოლის მონაწილეთა წინაშე.საუკეთესო ინტერვიუს ატვირთავენ სკოლის ფეისბუქგვერდზე.
საზაფხულ სკოლის მონაწილები დღის დასკვნით,შემაჯამებელ ნაწილში შქმნიან უკვე შექმნილი შთაბეჭდილებების მიხედვით საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ"ლოგოს.
საზაფხულო სკოლა"გზა ევროპისაკენ.დღე_მეხუთე.
სამუშაო გეგმა
სამუშაო გეგმა
დღე მეხუთე. აქტივობა პირველი: თემატური დილა " მეგობრობა გზად და ხიდად"- ვსტუმრობთ ბატონ გიორგი კიპაროიძეს, სკოლის სასწავლო ნაწილსა და ისტორიის პედაგოგს. ვსაუბრობთ ორი ერის, საქართველოსა და უკრაინის, ურთიერთობაზე, აკაკისა და ტარას შევჩენკოს მშობლიურ კუთხეებს შორის უახლოეს წარსულში დამყარებულ მეგობრობაზე. ვღებულობთ გადაწყვეტილებას განვაახლოთ ურთიერთობები უკრაინელ თანატოლებთან სოციალური ქსელის მეშვეობით. ამ მიზნის განხორციელების უტყუარი გზა კი რუსული ენის კარგად დაუფლებაა. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რომ დასახული მიზნები რეალურად განვახორციელოთ, გავიღრმაოთ რუსული ენის ცოდნა, გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი, ვივარჯიშოთ სიტუაციური ამოცანებით ენის ბარიერის სწრაფად და მარტივად დაძლევის მიზნით.
აქტივობა მეორე: შემეცნებითი ექსკურსია სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. შემეცნებითი მინი ვიქტორინა აკაკის ეზოში ისტორიული მაგიდის ირგვლივ. "აკაკის ნაკვალევზე"- გზად ევროპისაკენ: მიგაჩნიათ თუ არა, რომ დიდი მგოსანი, საქართველოს ბულბული აკაკი წერეთელი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის პროგრესისაკენ, და რომ უკრაინა-ესაა უახლოესი პირველი სადგური ჩვენთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე?!
აქტივობა მესამე: პიკნიკი ბუნების წიაღში. საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ!"- 2017 დასკვნით აქტივობას მართავს ჩიხურის პირას. ბავშვები მხიარულად ატარებენ დროს ბუნებაში მდინარის სანაპიროზე. საზაფხულო სკოლა უსურვებს საქართველოს ახალგაზრდობას მშვიდობიან სვლას გზად ევროპისაკენ. ევროპა გველოდება განათლებულ, კრიატიულ ქართველ გოგო-ბიჭებს... მწვანე შუქი ანთებულია…
Подписаться на:
Сообщения (Atom)