დღე მეოთხე- რეფლექსია. პირველი აქტივობა ითვალისწინებდა ხალისით, თამაშ-თამაშით შეძენილი ცოდნის განმტკიცებას, ახლის შეცნობას. ბავშვებმა წარმოთქვეს ანბანი ზეპირად, ლექსები, მონტაჟი...შემდეგ ასფალტზე ხატეს საგნები, რომელთა დასახელებაც რუსულად იციან. მათ შეძლებისდაგვარად შეძლეს ანბანის აწყობა ნახატებით საწყისი ასოების მიხედვით. თუმცა მათ გამოხატეს უკმაყოფილება ფერადი ცარცების არ ქონის გამო. ჩვენ მივიღეთ მათი შენიშვნა და შემდგომისათვის გავითვალისწინებთ მოსწავლეების სურვილებს. ხატვის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ,მართლაც ობიექტურად, შეაფასეს საკუთარი და მეგობრების ნამუშევრები, და ხმათა უმრავლესობით გამოავლინეს გამარჯვებული- ანა აბაშიძე. მას ასფალტზე სახელდახელოდ ასფალტზე დაუხატეს ჯილდოდ სიგელი. ამ აქტივობით მოსწავლეებმა შეიხსენეს და გაიუმჯობესეს ლექსიკური მარაგი რუსულ ენაში, არამედ შეიძინეს გაბედულება ობიექტურად შეფასების და თვითშეფასებისა. ვფიქრობ ამ უნარის გამომუშავება მნიშვნელოვანია პრაქტიკულ საქმიანობაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий