საზაფხულო სკოლა"გზა ევროპისაკენ"დღე_მეოთხე.
სამუშაო გეგმა
პირველი აქტივობა:საზაფხულო სკოლის:"გზა ევროპისაკენ"მოსწავლები ხატავენ ასფალტზე ანბანის ასოზე შედგენილ სიტყვებს და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუსევრებს.კონკურსის სახით გამოავლენენ გამარჯვებულ ნახატს და მის ავტორს და დააჯილდოებენ იქვე,ასფალტზე გამოსახული სიგელით.
სამუშაო გეგმა
პირველი აქტივობა:საზაფხულო სკოლის:"გზა ევროპისაკენ"მოსწავლები ხატავენ ასფალტზე ანბანის ასოზე შედგენილ სიტყვებს და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუსევრებს.კონკურსის სახით გამოავლენენ გამარჯვებულ ნახატს და მის ავტორს და დააჯილდოებენ იქვე,ასფალტზე გამოსახული სიგელით.
მეორე აქტივობა: საზაფხულო სკოლის მოსწავლეები სწავლობენინტერვიუს აღებას, თარჯიმნის ფუნქციის შესრულებას,უცხოსთან კონტაქტის დამყარებას, საჭირო ინფორმაციის მოპოვებას რუსულ ენაზე ცოცხალი კომუნიკაციის მეშვეობით სოციალური ქსელის გამოყენების გარეშე,... მოსწავლეები და მასწავლებლები ვადგენთ კითხვარს, ვამუშავებთ შესაბამის ლექსიკოლოგიას რუსულ ენაზე,ვარჩევთ საინტერესო თემებს ინტერვიუებისათვის და რესპოდენტებს. ვცდილობთ თემები შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის სახელწოდებას, სამუშაო თემას და მიზნებს.
მაგალითად: "საქართველო და უკრაინა, აკაკი და ტარას შევჩენკო", საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში და ვიზალიბერალიზაციის სიკეთეები"... ბავშვები რეპეტიციობენ ერთმანეთში, ირგებენ კორესპოდენტის, თარჯიმნის, რესპოდენტის, გადამღებ ოპერატორის როლებს,იყენებენ გამზადებულ კითხვარებს...
მესამე აქტივობა. პრაქტიკული მუშაობა: ვსწავლობთ და ვიყენებთ შეძენილ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამჯერად ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, ინაწილებენ ფუნქციებს, ირჩევენ რესპოდენტებს სასაუბრო თემების შესაბამისად და მიდიან ინტერვიუების ასაღებად. კორესპოდენტები საკუთარ ჯგუფებთან ერთად ინტერვიუსათვის თხოვნით მიმართავენ ქართული ენის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. ჯგუფები ბრუნდებიან მოპოვებული მასალით, ამუშავებენ მას, მართავენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას საზაფხულო სკოლის მონაწილეთა წინაშე.საუკეთესო ინტერვიუს ატვირთავენ სკოლის ფეისბუქგვერდზე.
საზაფხულ სკოლის მონაწილები დღის დასკვნით,შემაჯამებელ ნაწილში შქმნიან უკვე შექმნილი შთაბეჭდილებების მიხედვით საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ"ლოგოს.
საზაფხულო სკოლა"გზა ევროპისაკენ.დღე_მეხუთე.
სამუშაო გეგმა
სამუშაო გეგმა
დღე მეხუთე. აქტივობა პირველი: თემატური დილა " მეგობრობა გზად და ხიდად"- ვსტუმრობთ ბატონ გიორგი კიპაროიძეს, სკოლის სასწავლო ნაწილსა და ისტორიის პედაგოგს. ვსაუბრობთ ორი ერის, საქართველოსა და უკრაინის, ურთიერთობაზე, აკაკისა და ტარას შევჩენკოს მშობლიურ კუთხეებს შორის უახლოეს წარსულში დამყარებულ მეგობრობაზე. ვღებულობთ გადაწყვეტილებას განვაახლოთ ურთიერთობები უკრაინელ თანატოლებთან სოციალური ქსელის მეშვეობით. ამ მიზნის განხორციელების უტყუარი გზა კი რუსული ენის კარგად დაუფლებაა. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რომ დასახული მიზნები რეალურად განვახორციელოთ, გავიღრმაოთ რუსული ენის ცოდნა, გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი, ვივარჯიშოთ სიტუაციური ამოცანებით ენის ბარიერის სწრაფად და მარტივად დაძლევის მიზნით.
აქტივობა მეორე: შემეცნებითი ექსკურსია სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. შემეცნებითი მინი ვიქტორინა აკაკის ეზოში ისტორიული მაგიდის ირგვლივ. "აკაკის ნაკვალევზე"- გზად ევროპისაკენ: მიგაჩნიათ თუ არა, რომ დიდი მგოსანი, საქართველოს ბულბული აკაკი წერეთელი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის პროგრესისაკენ, და რომ უკრაინა-ესაა უახლოესი პირველი სადგური ჩვენთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე?!
აქტივობა მესამე: პიკნიკი ბუნების წიაღში. საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ!"- 2017 დასკვნით აქტივობას მართავს ჩიხურის პირას. ბავშვები მხიარულად ატარებენ დროს ბუნებაში მდინარის სანაპიროზე. საზაფხულო სკოლა უსურვებს საქართველოს ახალგაზრდობას მშვიდობიან სვლას გზად ევროპისაკენ. ევროპა გველოდება განათლებულ, კრიატიულ ქართველ გოგო-ბიჭებს... მწვანე შუქი ანთებულია…
Комментариев нет:
Отправить комментарий