დღე მეხუთე.გეგმა.
აქტივობა პირველი:
თემატური დილა " მეგობრობა გზად და ხიდად"- ვსტუმრობთ ბატონ გიორგი კიპაროიძეს, სკოლის სასწავლო ნაწილსა და ისტორიის პედაგოგს. ვსაუბრობთ ორი ერის, საქართველოსა და უკრაინის, ურთიერთობაზე, აკაკისა და ტარას შევჩენკოს მშობლიურ კუთხეებს შორის უახლოეს წარსულში დამყარებულ მეგობრობაზე. ვღებულობთ გადაწყვეტილებას განვაახლოთ ურთიერთობები უკრაინელ თანატოლებთან სოციალური ქსელის მეშვეობით. ამ მიზნის განხორციელების უტყუარი გზა კი რუსული ენის კარგად დაუფლებაა. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რომ დასახული მიზნები რეალურად განვახორციელოთ, გავიღრმაოთ რუსული ენის ცოდნა, გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი, ვივარჯიშოთ სიტუაციური ამოცანებით ენის ბარიერის სწრაფად და მარტივად დაძლევის მიზნით.
აქტივობა მეორე:
შემეცნებითი ექსკურსია სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში.
შემეცნებითი მინი ვიქტორინა აკაკის ეზოში ისტორიული მაგიდის ირგვლივ.
"აკაკის ნაკვალევზე"- გზად ევროპისაკენ: მიგაჩნიათ თუ არა, რომ დიდი მგოსანი, საქართველოს ბულბული აკაკი წერეთელი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის პროგრესისაკენ, და რომ უკრაინა-ესაა უახლოესი პირველი სადგური ჩვენთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე?!
აქტივობა მესამე:
პიკნიკი ბუნების წიაღში.
საზაფხულო სკოლა "გზა ევროპისაკენ!"- 2017 დასკვნით აქტივობას მართავს ჩიხურის პირას. ბავშვები მხიარულად ატარებენ დროს ბუნებაში მდინარის სანაპიროზე. საზაფხულო სკოლა უსურვებს საქართველოს ახალგაზრდობას მშვიდობიან სვლას გზად ევროპისაკენ.
ევროპა გველოდება განათლებულ, კრიატიულ ქართველ გოგო-ბიჭებს...
მწვანე შუქი ანთებულია...
Комментариев нет:
Отправить комментарий