воскресенье, 25 июня 2017 г.

საზაფხულო სკოლა „გზა ევროპისაკენ“
მიზნები და ზოგადი ინფორმაცია.
სსოპ საჩხერის მუნიციპალიტეტის  სოფელ სარეკის საჯარო სკოლა აცხადებს მიღებასსაზაფხულო სკოლაში „გზა ევროპისაკენ“(საგანი:რუსული ენა;ხელმძრვანელები:რუსული ენის პედაგოგები:ნინელი ცაბაძე,ცირა ბოლოთაშვილი).
საზაფხულო სკოლის მიზანი:
მოსწავლეთა ინტელექტუალური,შემოქმედებითი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა- დახვეწა,უცხოური ენის(რუსული ენის) პოპულარიზაცია,შესწავლილი მასალის პრაქტიკულად გამოყენების უნარ_ჩვევების გამომუშავება.
საზაფხულო სკოლის ამოცანები:
რსული ენის საზაფხულო სკოლა ხელს შეუწყობს ამ ენისადმი მოსწავლეთა დაინტერესებას\მოტვაციის ამაღლებას.პროგრამა ითვალისწიებს შემეცნებით-გასართობ აქტივობებს,სახალისო და ამავდროულად,აკადემიურად დატვირთული გამოცდილბის მიღების საშუალებას.მოსწავლეებისთვის ნათელი გახდბა,რომ სწავლა და გართობა ურთიერთგამომრიცხავიცნებები არ არის,რომ შეიძლება გავერთოთ საინტერესოდ და ამავდროულად გავნათლდეთ.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ამასთანავე ითვალისწინებს მინი-ლექციებს,დებატებს,პრაქტიკულ მეცადინეობებს(პრეზენტაცია,როლური და ინტელექტუალური თამაშები,სპორტული შეჯიბრებები),შემაჯამებელი ტესტები,ექსკურსია.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ყველა რესურსით(ბიბლიოთეკა,სპორტული დარბაზი,ისტ-ის კაბინეტი...)
მონაწილეობის კრიტერიუმები:
საზაფხულო სკოლის მოსწავლეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1.სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის 5-7 კლასის მოსწავლე(რაოდენობა 15-20).
მოსწავლისა და მშობლის ნებაყოფლობითი სურვილი და განაცხადი საზაფხულო სკოლაში გაერთიანების შესახებ.
ლოჯისტიკური საკითხები:
1.ადგილმდებარეობა:
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ბაზა.
2.თარიღი\დრო: 2017 წლის 26-30 ივნისამდე.
სწავლების ფორმატი:
სწავლება დაგეგმლია 5 დღის განმავლობაში.მოიცავს თეორიულ-პრაქტიკულ და აგრეთვე მიმდინარე ტესტებს,შემეცნებით ექსკურსიას.
თითოეული სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სამი 1 საათიანი მეცადინეობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий