четверг, 29 июня 2017 г.

საზაფხულო  სკოლა“გზა ევროპისაკენ“ხელმძღვანელი მასწავლებლის_ცირა ბოლოთაშვილის ხუთი დღის მუშაობის შემაჯამებელი რეფლექსია
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკის საჯარო სკოლაში ამავე სკოლის, დირექტორთან,ქალბატონ ლალი აბჟანდაძესთან შეთანხმებით,ორგანიზება გავუკეთეთ საზაფხულო სკოლის „გზა ევროპისაკენ“მოწყობას რუსული ენის პედაგოგებმა_ცირა ბოლოთაშვილმა და ნინელი ცაბაძემ.
გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე და  ჩვენს მიერ შექმნილი სარეკის საჯარო სკოლის facebook გვერზე განაცხადი სკოლის შექმნის შესახებ,რომელშიც მივუთითეთ საზაფხულო სკოლის მიზნები,ამოცანები,სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა კლასი(5,6,7),მშობლისა და მოსწავლის განაცხადის ფორმები,თარიღი(2017 წლის 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით).
მკაფიოდ და ზუსტად გავწერეთ საზაფხულო სკოლის პროგრამა,სათითაო სამუშაო დღის გეგმა  და თითეული დღის მუშაობის  მასწავლებელთა თვითშეფასების რეფლექსია,რომლებსაც ყოველდღიურად ვტვირთავდით სკოლის ოფიციალურ გვერდძე_eshool სისტემაში.ასევე ვტვირთავდით facebook-სა და საკუთარ ბლოგებზე,რასაც ვურთავდით ყოველი განხორციელებული აქტივობის ფოტო-ვიდეო მასალას.
მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები დაკავშირებული იყო გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებთან,სკოლაში არსებულ გაუმართავ ისტ_თან,მაგრამ ყველაფერს გავართვით თავი და არ შევჩერებულვართ დსახული მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე.
უზრუნველყავით სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოება და შევუქმენით მოსწავლეებს  სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით(ისტ-ის კაბინეტი,სპორტული დარბაზი,სკოლის მოასფალტებული ეზო)ყველა აქტივობისათვის განსახორციელებელი პირობები.
თითოეული სქმუშაო დღის განმავლობაში გვქონდა მშობლებთან კონტაქტი,რომლებიც გამოხატავდნენ დიდ კმაყოფილებას სკოლის შესახებ და ამავე დროს,წუხილს,რომ საზაფხულო სკოლა მოიცავდა მხოლოდ 5 დღეს.მათივე ხელით დაწერილი შთაბეჭდილებები ატვირტული გვაქვს მიმთითებულ ბმულებზე.
მოსწავლეებმა პირველივე დღეს გადმოსცეს დადებითი შთაბეჭდილებები ნახატებითა და წერილებით საზაფხულო სკოლის შესახებდა გააკეთეს კედლის გაზეთი:Летняя школа“,მათ   მოიფიქრეს და დახატეს საზაფხულო სკოლის ლოგოები.ერთ-ერთმა მოსწავლემ შექმნა საზაფხულო სკოლის შთამბეჭდავი ლოგო“საქართველო და ევროპა“,რომელიც მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით შეირჩა საზაფხულო სკოლის_“გზა ევროპისაკენ“ლოგოდ.ეს ყოველივე ატვირთული გვაქვს  ehsool სისტემაში მითითებულ ლინკებზე.ბავშვების სურვილიც საზაფხულო სკოლის ფუნქციონირების ვადების გაზრდა  იყო. მათ ჩამოგვართვეს პირობა,რომ მომავალ წელსაც გავხნათ საზაფხულო სკოლა და ვიმედოვნებთ,რომ ამ პირობას შევუსრულებთ ჩვენს საყვარელ და აქტიურ მოსწავლეებს.
რადგან პირველები ვართ ჩვენი სკოლიდან საზაფხულო სკოლის მოწყობის საქმეში,ვთვლით,რომ მიუხედავად დასახული მიზნების მიღწევისა და ამოცანების განხორციელებებისა,მაინც წავაწყდით ხარვეზებს eshool სისტემაში მუშობისას_დავუშვით ინფორმაციის ატვირთვასთან დაკავშირებული შეცდომები და ვიმედოვნებთ,რომ შეფასების ჯგუფი გაითვალისწინებს ჩვენს პირველ ნაბიჯსა და გამოუცდელობას ამ საქმეში,ჩვენი შეცდომები კი ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენივე მომავალი მუშაობისთვის იქნება თვალსაჩინო გზამკვლევი ახლო მომავალში.
ცირა ბოლოთაშვილი.
30.06.2017 წ.


Комментариев нет:

Отправить комментарий