четверг, 29 июня 2017 г.

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკი საჯარო სკოლისა და ამავე სკოლაში მოწყობილი სსაზაფხულო სკოლის „გზა ევროპისაკენ“ მონაწილე მოსწავლეთა_ანა და დავით აბაშიძეების მშობლის,ცირა ბოლოთაშვილის შთაბეჭდილება-შეფასება.
მე,როგორც ამ სკოლის მოწყობის ართ-ერთი ორგანიზატორი,მოხარული ვარ,რომჩემმა შვილებმა მონაწილეობა მიიღეს ამ სკოლაში და მოხვდნენ იმ ასაკობრივ ჯგუფში,რომელსაც ვითვალისწინებდით.
ანამ და დავითმა საზაფხულო სკოლის დახმარებით ნაყოფიერად გაატარეს საზაფხულო არდადეგების 5 დღე,როგორც შემეცნებითი თვალსაზრისით,ასევე მხიარული აქტივობების დახმარებით.

სურვილი მაქვს,მსგავსი საზაფხულო სკოლების მოწყობა მოხდეს სხვადასხვა საგნების პედაგოგების მიერ,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას,საკუთარი შესაზლებლობების განსხვავებულ სიტუაციებში გამომჟღავნებას,უკვე შესწავლილი მასალის პრაქტიკაში რეალიზებას და განათლების მიღებას არაპროგრამული,საინტერესო რესურსით.

Комментариев нет:

Отправить комментарий